"ვერ ვხვდები, რატომ ნერვიულობს" - "ლაციოს" ყოფილმა მეკარემ კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფერნანდო ორსიმ "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ორსის თქმით, ქართველს მიმდინარე სეზონში ხშირად ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა, თუმცა ამის მიზეზი მისთვის გაუგებარია.

"რატომ არ აქვს "კვარას" იდეალური სეზონი? პირველ რიგში, ეს მისმა ხასიათმა განაპირობა. ასევე - იმან, რომ მეტოქეებმა ხვიჩას თამაში შეისწავლეს. შეიძლება ეს "კვარასთვის" კარგიც იყოს, რათა მომდევნო სეზონს უკეთესად მომზადებული შეხვდეს. სიმართლე გითხრათ, რიგ მომენტებში ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა, თუმცა ამის მიზეზი ნამდვილად არ ვიცი", - განაცხადა ორსიმ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეის" მაისურით ყველა
ტურნირზე ჯამში 42 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.

altკვარაცხელიას ორშაბათამდე დაველოდოთ... - მატჩები, რომელთაც აღდგომის დღეებში უნდა ვუყუროთ

მკითხველის კომენტარები / 15 /
ეს იმ დიდი ორსის შვილიშვილი ხომ არაა მსოფლიოს ჩემპიონის ? ეეჰ ორსიჯან ინერვიულებს აბა რაა სამშობლოში იმდენი ვირთხა მოუმრავლდა რომ ცალკე ქვეყანას უნგრევენ ცალკე თვითონ აბულინგებენ @
zura222
12:37 04-05-2024
3
Ლეაოს მიბაძეო რო იძახი.ჯერ ერთი რო ლეაომდე ამას იმდენი უკლია რაც დედამიწიდან მთვარემდე.მერე მიბაძვაც რო არ ეხერხება...
ეეე-ს
08:53 04-05-2024
30

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული