ზედიზედ შვიდი მარცხი საერთო ანგარიშით 0:50 - საქართველოს ქალთა ნაკრები გოლის გატანას ვერ ახერხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში საკუთარ მოედანზე ირლანდიასთან, რომელთანაც პირველ წრეში სტუმრად 0:11 განადგურდა, ამჯერად 0:9 დამარცხდა.

ჰეთ-თრიკი „არსენალის“ თავდამსხმელმა კეტი მაკეიბმა შეასრულა, რომელმაც ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე A ჯგუფში ზედიზედ მეშვიდე მარცხი განიცადა (ბურთების შეფარდება 0:50) და 1-ელ სექტემბერს, ბოლო ტურში, სლოვაკეთს უმასპინძლებს.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
საქართველო - ირლანდია 0:9
გოლები: 0:1 მაკეიბი (6), 0:2 ფაჰი (12), 0:3 კონოლი (19), 0:4 მაკეიბი (45+1), 0:5 ქუინი (49), 0:6 ქუინი (73), 0:7 მაკეიბი (75),
0:8 ლარკინი (82), 0:9 სალივანი (90+3)

საქართველო: გაბუნია, ჩხარტიშვილი, ქველიძე, კალანდაძე, პასიკაშვილი, დანელია, ბაქრაძე (ხაბურძანია 46) (ალელიშვილი 89), ჩემინავა, დანელია (გუჯაბიძე 62), ჭიჭინაძე (გოცირიძე 83), ჭყონია

მკითხველის კომენტარები / 9 /
გვათამაშონ ჩვენი კალიბრის გუნდებთან.
ეეე
14:50 28-06-2022
0
Მწვრთნელი არ გადადგა ?
ლაშა
13:01 28-06-2022
0

სიახლეები პოპულარული