ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ელგუჯა ლობჯანიძე ბათუმის "დინამოს" ტოვებს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე, დიდი ალბათობით, კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატში, კერძოდ, "ყიზილ-ჟარში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური გამოცემა meta-ratings.kz ავრცელებს.

"პეტროპავლოვსკელებს ესაჭიროებათ გამტანი ფორვარდი, რომელიც გუნდს კონფერენს ლიგის მატჩებისთვის დაეხმარება. ლობჯანიძეს "დინამომდე" "ტარაზში", "კაისარსა" და "ტობოლში" უთამაშია".

ამ სეზონში ბათუმელთა რიგებში ლობჯანიძემ 11 მატჩი ჩაატარა, გულშემატკივარს თავი 1 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი გადაცემით დაამახსოვრა.