საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიას სძლია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა, B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა.

С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0),
სასურველი დებიუტშივე დაწინაურება გახლდათ.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-2-1 ტაქტიკა აირჩია, კარში მამარდაშვილი ჩააყენა, ჩაკვეტაძეს კი სიცხე ჰქონდა და ამ მიზეზით არ იყო განაცხადში. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. შემდეგ ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მოწინააღმდეგემ აქტიურად დაიწყო, მიოვსკი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. ამას ჩვენი გუნდის კონტრშეტევა მოჰყვა და ხვიჩამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომებს უშვებდა, არ გვყავდა მოედნის ცენტრში ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაჭერას, ტემპის დარეგულირებას და თამაშის დალაგებას შეძლებდა. თუმცა, 64-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, კვარაცხელიას დიდებული გადაცემა გაუკეთა და მან ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ბუდუმ ისევ მოჰპარა მოწინააღმდეგეს ბურთი, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ კარს ააცილა. მაკედონიელებმა საპასუხოდ დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ბარდის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და გავიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და შემდეგ შეხვედრას 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტართან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:0
გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკ. კარში), 2:0 კვარაცხელია (64)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა (ლოჩოშვილი 72), კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია (მამუჩაშვილი 87), წიტაიშვილი (აზაროვი 72), კვარაცხელია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 78), ზივზივაძე (მიქაუტაძე 78)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი (სერაფიმოვი 72), მუსლიუ, ზაიკოვი, აშკოვსკი (ტოდოროვსკი 68), სპიროვსკი (ტრაიკოვსკი 68), ბარდი (ელიზი 84), ელმასი, რისტოვსკი (ატანასოვი 73), მიოვსკი

მკითხველის კომენტარები / 114 /
ეს ერთი და სხვა მრავალი! უდიდესი წარმატებები საქართველოს მომავალშიც!
ვახო...
23 სექტემბერი 2022 21:58
1
დღეს ჩვენმა ნაკრებმა ითამაშა აი როგორც ადრე თამაშობდნენ ისე.
ხალხნო დამიჯერეთ ჩვენი ნაკარების ბოლო პერიოდიდის წინსვლა არის ერთადერთი ადამიანის,ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურება 99% . ფეხბურთი რა თქმა უნდა გუნდური თამაშია,მაგრამ დამერწმუნეთ ხვიჩას გარეშე ჩვენი ნაკრები არის ძველი ნაკრები რაც ადრე გვყავდა ის..ხვიჩა ისეთი დონის ფეხბურთელია,რომ მთელი თამაშის განმავლობაში ბურთს ფეხი რომ არ მიარტყას ეგეც საკმარისია მოწინააღმდეგე გუნდისთვის.მარტო მისი კლასი და მოედანზე ყოფნა აბნევს მოწინააღმდეგეს თავის მწვრთნელიანად. ზივზივაძემ გადასარევად ითამაშა დღეს,მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში მოიკოჭლა.მეორე გოლი მისი დამსახურება იყო და ძალიან კარგად მოიქცა ხვიჩას რომ გადააწოდა ბურთი (თვითონ რომ დაერტყა კარში მგონია,რომ ვერ გაიტანდა.მეკარეს მისთვის თითქმის ყველა სივრცე შეზღუდული ჰქონდა) ხვიჩა არის ჩვენი ნაკრების გული.
p.s. 2020 ში იმ ავბედით ფინალში ხვიჩა რომ გვყოლოდა, შარშან ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებდით!
konkretulad
24 სექტემბერი 2022 00:34
12
მამარდა 20 მლნ გახდა ამ თამაშის მერე ტრანსფერმარკტზე
მამარდა გადაფასდა
23 სექტემბერი 2022 23:29
1
ნაპოლის, ოსიმენის შემცვლელად ზივზივაძე არ უნდა? :) კარგი შემტევი წყვილია ბუდუ და ხვიჩა
irakli81
24 სექტემბერი 2022 02:04
1
მამარდაშვილიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!ნომერ პირველი!!!!!
მწრთვნელი
24 სექტემბერი 2022 02:06
0
არის შედეგი და გილოცავთ... ინფარქტს გადავრჩი....თამაში კი ცადა მაკედონიამ., ესეთი ტაქტიკით თუ ფინალსაც მოვიგებთ თანახმა ვარ, მაგრამ არის დიდი მაგრამ _გაგვიმართლებს ?!. დაცვას არ შევაფასებ-მხოლოდ გამოცდილებაღა დარჩა მათგან , ნახევარდაცვა საერთოდ გვყავდა? აბურჯანიას ეძინა და რამდენიმე მეტრის გარბენაც კი ეზარებოდა მგონი, კვეკვესკირი ჩაკარგული, შეცვლებმა საერთოდ ვერ გაამართლა, ზივზივაძემ იბროლა და მადლობა მას, მაგრამ ძალიან დაიღალა და ცოტა ადრე უნდა შეეცვალა, ეტყობა გიბრალტართან სხვა შემადგენლობას დააყენებს, უძალიანესად ბევრი იყო წუნი პასებშიც... გასაგებია ფიზიკური კონდიციების გამო ასეთი ტაქტიკა აირჩია ვილიმ, ვერაფერს იტყვი ცალსახად ჩანს, ზოგს მეტი რესურსი აქვს მაგრამ სათამაშო ინტელექტი არა, ზოგი პირიქით და ა.შ ძალიან ბევრი სამუშაო აქვს პირველ რიგში ამ ბიჭებს და მერე ვილისაც....
გუსანი
23 სექტემბერი 2022 22:37
3
შევირგოთ ხალხნო მოგება. რაღა დროს კრიტიკაა. ერთი დღე მაინც ისიამოვნეთ. რა არ გასვენებთ სანაიებო?)))
შოთა
23 სექტემბერი 2022 22:57
37
შენ ჯერ აზრის ზრდილობიანად ჩამოყალიბება ისწავლე და მერე დაწერე კომენტარი
დონ ვიტო
23 სექტემბერი 2022 23:08
1
დედაშენი + სანაია. არ უნდა ითქვას სიმართლე?
ნიკა
23 სექტემბერი 2022 23:12
25
ვერ ვითამაშეთ სამწოხარორ. შუა ხაზმა ჩაისვარა. მანდ რაღაცაა გასაკეთებელი. დაცვამ და უფრო თავდასხმამ მოიგო. ნახევარდაცვას ეძინა. მომავლისთვის მაგაზეა სამუშაო
kaxa
23 სექტემბერი 2022 22:25
0
ლობოტკა სჭირდება საქართველოს ნაკრებს. ნახევარდაცვა სუსტი გვყავს. პრესინგი საერთოდ თამაშს იგებს უმეტესს შემთხვევაში. შუა ხაზზე კონკურენციაა საჭირო. გილოცავთ ყველას. ბუდუ დაფრინავს და როცა ვეღარ დაფრინავს შეგცვლიან რაც სწორია. თავდადების გარეშე ვერაფერს მოვიგებთ ვერასდროს, გილოცავთ........
გიო
23 სექტემბერი 2022 22:22
2
კიტე
1
23 სექტემბერი 2022 22:45
0
ერთი კარგი ბურთის დამჭერი რა გაგვიხდა რომ ცენტრი აიღოს თავის თავზე. სხვა პოზიციაზე არ არის პრობლემა ამ ეტაპზე. კი მესმის კიტე და ჩაკვე გვყავს მაგრამ ტრავმა ტრავმა ტრავმა
რაბუ
23 სექტემბერი 2022 23:04
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული