"აი, რითაა საქართველო ჩვენზე უკეთესი" - მაკედონიური მედია

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან წაგებული მატჩი (0:2) ჩრდილოეთ მაკედონიის მედიამ მიმოიხილა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს.

sportmedia: "ღირდა კი ეს ამად? ამდენ ნერვიულობად? ჩვენ ვიტყვით - დიახ. რატომ? იმიტომ, რომ ითვლება გოლები და არა შანსები, კარგად ჩატარებულ შეხვედრაში დავმარცხდით და საჭირო გამოცდილება მივიღეთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ, კარგად ვითამაშეთ. იმის ნაცვლად, რომ თამაში ჩვეულად უკანა ხაზიდან დაგვეწყო, გოლები ვერ გავიტანეთ და თავად გავუშვით. ნუთუ ჩვენ ვართ იმაში დამნაშავენი, რომ საქართველომ ორ მატჩში ხუთი გოლი გაგვიტანა და არც ერთი არ გაუშვა? აი, რითაა საქართველო
მაკედონიაზე უკეთესი - საერთო ჯამში ჩვენთან ხუთი გოლი და ექვსი ქულა".

gol.mk: "მაკედონიელები დაბრუნდნენ იმ ადგილზე, რომელიც ჩვენი ფეხბურთის ისტორიის ყველაზე შესანიშნავ მოგონებას იწვევს. ორი წლის წინ პანდევმა და მისმა მეგობრებმა მიზანს მიაღწიეს და მაკედონია ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს, დღეს კი მილევსკის გუნდმა შემტევი და მომხიბლავი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ გამოცდა ვერ ჩააბარა. შედეგად, ძველ ნაცნობთან ახალ წაგებას უნდა შევეგუოთ".

mkd.mk: "მაკედონია დროის უმეტეს ნაწილში დომინირებდა, თუმცა საქართველომ ჩვენი ფეხბურთელების ცუდი თამაშის გამო დაგვსაჯა და გამარჯვება მოიპოვა, რომელიც შეიძლებოდა უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო".

sportski.mk: "შეხვედრის ბოლომდე მაკედონია საუკეთესო იყო, მაგრამ გოლების გარეშე ქულების მოპოვება შეუძლებელია. მომენტების რეალიზაცია დიდი პრობლემა გახლდათ და ეს მარცხი ჩვენმა გუნდმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაივიწყოს, რადგან რამდენიმე დღეში სკოპიეში ბულგარეთთან დაპირისპირება ელის".

მკითხველის კომენტარები / 33 /
მოვიგეთ და ყველას გილოცავთ, გილოცავთ კიდევ იმის გამო რომ როგორც იქნა გუნდში ისეთი ფეხბურთელები არიან ვისი კლაისც საკმარისი რომელიმე ერთი ფეხბუთელის "უფერულობის" მიუხედავად, კვარაცხელია, ზივზივაძე, მამარდაშვილი ამაზე მეტყველებენ , ჩაკვეტაძე დავუმატოთ და წიტაიშვილის(მე მომწონს) უფრო გახსნა კიტეიშვილის დაბრუნება და....გამოდის უკვე რაღაც
საბა
24 სექტემბერი 2022 09:37
0
მართალია ცუდათ ვითამაშეთ,შუახაზი იყო ნული,მაგრამ მოვიგეთ,,,ამ თამაშზე ცოტათი ცუდათ ვითამაშეთ იმ ავასდახსენებელ 0-1 წაგებულ თამაშში. დღეს ყველამ იცის ეს მოგება ვისი დამსახურებაა..ახლა უკვე მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული იმ თამაშში ეს მარგალიტი რომ გვყოლოდა ჩვენ გავიდოდოთ ევროპაზე
შმაგი
24 სექტემბერი 2022 09:23
1
ანნნ მინიმუმ მაყურებლები რო დაეშვათ იმ ფედარასტებს სტადიონზე!!!
mirosan
24 სექტემბერი 2022 16:59
0
ისე ბუდუს რომ არ დაეცილებინა, ისტორიული გოლი გამოდიოდა.
შეტევა
24 სექტემბერი 2022 08:25
0
ნამდვილაააად.... მე ვიყოოო :))
mirosan
24 სექტემბერი 2022 17:00
0
Budy zivzivadze da gio mamardashvili ai vin mogvagebina gyndma ki sashinlat itamasha ar ekadrebodat
Zaza
24 სექტემბერი 2022 08:00
4
ბატონო ირაკლი
ეს თამაში და ყველა სადაც ხვიჩამ ითამაშა, ვინ შექმნა, ამას ბევრი მუხვედრა არ უნდა.
ბუდუ მაგარი გვყავს, მაგრამ გუშინ რაღაც გაუბედავად მოქმედებდა.
ჩვენ გუნდს მენუს კვარა, უდრის იგივე ნაკრ3ბს ,რომელიც გვყავდა ოდითგანვე.
ეს ბეჭედდასმულია!
თენგო
24 სექტემბერი 2022 07:33
4
ეს მწარე ტკივილისგან გამოწვეული წკავწკავია - გასვლაზე რომ თამაშობ ისიც ამხელა გულშემატკივრის წინ და კიდევ შანსებზე ლაპარაკობ, სულ ცოტა ფავორიტი გუნდის ამბიციაა. ჯობია, დაეშვით მიწაზე და წინ გაიხედეთ. ერთხელ ევროპაზე მოხვედრა არ ნიშნავს ძლიერ გუნდობას. თქვენ კი არა, აგერ ინგლისი და გერმანია ცოდვილობენ.
: )))))))
24 სექტემბერი 2022 02:54
3
გამრჯვებულებს არ განსჯიანო, მაგრამ არაფრად არ ვარგოდა დღეს საქართველოს ნაკრები. შუახაზი ხომ საშინლად სუსტი, რა იქნა და ვერ ითამაშეს ერთად ცოტა ფორმაში მყოფმა ჩაკვეტაძემ და კვარაცხელიამ...და ეს უკანასკნელიც დღეს გადაღლილი ჩანდა. ყოჩაღ ბუდუ ზივძივაძეს ის აცოცხლებდა ცოტა ნაკრებს, რომ არა მისი მიერ შექმნილი მეორე გოლი და მამრდაშვილი კარგი თამაში, კაცმა არ იცის როგორ დამთავრდებოდა მატჩი.
ირაკლი
24 სექტემბერი 2022 01:57
12
კიმარა მოედანი მარტო ჩვენთვის იყო გაფუჭებულიიი???? მაგი იმას ემსგავსება ახლა გლახა მოცეკვავეს ყვ...ი უშლის ხელსო
georgian-ს
24 სექტემბერი 2022 17:06
0
Მოედანის საფარი ნახე? აი მაგიტომ ვერ ითამაშეს!!!
Georgian
24 სექტემბერი 2022 09:14
2
ყველა გამოხმაურება
გახსოვთ, ერთ დროს ჩვენს ნაკრებზე ქართველი სპორტის მიმომხილველები რომ იძახდნენ?! კარგად ვითამაშედ მაგრამ... )))
მოქალაქე
24 სექტემბერი 2022 01:54
3
ხოდა მასე იყო კაკრაზ გუშინ... თამაში ვერაფერი შვილი მარა მოვიგეთ თან კლასით. 6-2 ზე დარტყმები და ჩვენი ორივე დარტყმა გოლი... ამაჩია საქმე ;)
აკო-ს
24 სექტემბერი 2022 17:10
0
ეგ ფრაზა გამახსენდა მეც ზუსტად. მაგას ესე სჯობს: არ გვქონდა კარგი თამაში მაგრამ მოვიგეთ. უკეთესი არ არის?
აკო
24 სექტემბერი 2022 11:16
0
საერთოდ როცა იგებ დუნდები როცა აგებ უფრო მეტად ინდომებ და ამიტო ითამაშეს უკეთ მაგრამ ჩვენ ვაჯობეთ საერთო ჯამში . ძველი საქართველოს ნაკრები გამახსენდა კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთთქო რო ვიძახდით
ტოტტი
24 სექტემბერი 2022 00:56
0
ეგ ეტაპი : კარგათ ვითამაშეთ ვჯობდით და წავაგეთ ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს ჯიგრებოო ... ახალი გამომცხვრები იყავით ფინალი რომ მოგვიგეთ მაგრა გაგიმართლათ კარგა ხანს დიდ ფორმუმზე ვერ მოხვდებით რომ იცოდეთ ...
bejo
24 სექტემბერი 2022 00:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული