"აი, რითაა საქართველო ჩვენზე უკეთესი" - მაკედონიური მედია

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან წაგებული მატჩი (0:2) ჩრდილოეთ მაკედონიის მედიამ მიმოიხილა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს.

sportmedia: "ღირდა კი ეს ამად? ამდენ ნერვიულობად? ჩვენ ვიტყვით - დიახ. რატომ? იმიტომ, რომ ითვლება გოლები და არა შანსები, კარგად ჩატარებულ შეხვედრაში დავმარცხდით და საჭირო გამოცდილება მივიღეთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ, კარგად ვითამაშეთ. იმის ნაცვლად, რომ თამაში ჩვეულად უკანა ხაზიდან დაგვეწყო, გოლები ვერ გავიტანეთ და თავად გავუშვით. ნუთუ ჩვენ ვართ იმაში დამნაშავენი, რომ საქართველომ ორ მატჩში ხუთი გოლი გაგვიტანა და არც ერთი არ გაუშვა? აი, რითაა საქართველო
მაკედონიაზე უკეთესი - საერთო ჯამში ჩვენთან ხუთი გოლი და ექვსი ქულა".

gol.mk: "მაკედონიელები დაბრუნდნენ იმ ადგილზე, რომელიც ჩვენი ფეხბურთის ისტორიის ყველაზე შესანიშნავ მოგონებას იწვევს. ორი წლის წინ პანდევმა და მისმა მეგობრებმა მიზანს მიაღწიეს და მაკედონია ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს, დღეს კი მილევსკის გუნდმა შემტევი და მომხიბლავი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ გამოცდა ვერ ჩააბარა. შედეგად, ძველ ნაცნობთან ახალ წაგებას უნდა შევეგუოთ".

mkd.mk: "მაკედონია დროის უმეტეს ნაწილში დომინირებდა, თუმცა საქართველომ ჩვენი ფეხბურთელების ცუდი თამაშის გამო დაგვსაჯა და გამარჯვება მოიპოვა, რომელიც შეიძლებოდა უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო".

sportski.mk: "შეხვედრის ბოლომდე მაკედონია საუკეთესო იყო, მაგრამ გოლების გარეშე ქულების მოპოვება შეუძლებელია. მომენტების რეალიზაცია დიდი პრობლემა გახლდათ და ეს მარცხი ჩვენმა გუნდმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაივიწყოს, რადგან რამდენიმე დღეში სკოპიეში ბულგარეთთან დაპირისპირება ელის".

მკითხველის კომენტარები / 33 /
გამრჯვებულებს არ განსჯიანო, მაგრამ არაფრად არ ვარგოდა დღეს საქართველოს ნაკრები. შუახაზი ხომ საშინლად სუსტი, რა იქნა და ვერ ითამაშეს ერთად ცოტა ფორმაში მყოფმა ჩაკვეტაძემ და კვარაცხელიამ...და ეს უკანასკნელიც დღეს გადაღლილი ჩანდა. ყოჩაღ ბუდუ ზივძივაძეს ის აცოცხლებდა ცოტა ნაკრებს, რომ არა მისი მიერ შექმნილი მეორე გოლი და მამრდაშვილი კარგი თამაში, კაცმა არ იცის როგორ დამთავრდებოდა მატჩი.
ირაკლი
24 სექტემბერი 2022 01:57
12
გამარჯვებულებს არ განსჯიანო სწორად თქვი და ნურც განვსჯით... კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ არ მოგვწონდა და ეხლაც საშინლად არ გვითამაშია, უბრალოდ ბოლო თამაშები რაც იფრინეს, ყოველთვის ვერ იფრენენ ასე, ამხელა წნეხი იყო, ამხელა პასუხისმგებლობა და დაცვამ შესანიშნავად გაართვა თავი, შეტევაშიც იყო ბევრი მომენტი და გოლებიც გავიტანეთ... შევირგოთ და გავიხაროთ. 10 თამშიდან 8 მოგება 2 ფრე და 15:3 ბურთები... ფანტასტიკის სფეროა. ყველამ დაინახა შეცდომები და კატეგორიული კრიტიკა არ მგონია აუცილებელი იყოს :-)
რა მაფიაა?
24 სექტემბერი 2022 08:34
1
Მოედანის საფარი ნახე? აი მაგიტომ ვერ ითამაშეს!!!
Georgian
24 სექტემბერი 2022 09:14
2
ყველა გამოხმაურება
ეგ ეტაპი : კარგათ ვითამაშეთ ვჯობდით და წავაგეთ ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს ჯიგრებოო ... ახალი გამომცხვრები იყავით ფინალი რომ მოგვიგეთ მაგრა გაგიმართლათ კარგა ხანს დიდ ფორმუმზე ვერ მოხვდებით რომ იცოდეთ ...
bejo
24 სექტემბერი 2022 00:46
1
ეს მწარე ტკივილისგან გამოწვეული წკავწკავია - გასვლაზე რომ თამაშობ ისიც ამხელა გულშემატკივრის წინ და კიდევ შანსებზე ლაპარაკობ, სულ ცოტა ფავორიტი გუნდის ამბიციაა. ჯობია, დაეშვით მიწაზე და წინ გაიხედეთ. ერთხელ ევროპაზე მოხვედრა არ ნიშნავს ძლიერ გუნდობას. თქვენ კი არა, აგერ ინგლისი და გერმანია ცოდვილობენ.
: )))))))
24 სექტემბერი 2022 02:54
3
ამათმა კარგი თამაშის მნიშვნელობა იციან?
რობი
24 სექტემბერი 2022 00:45
4
გახსოვთ, ერთ დროს ჩვენს ნაკრებზე ქართველი სპორტის მიმომხილველები რომ იძახდნენ?! კარგად ვითამაშედ მაგრამ... )))
მოქალაქე
24 სექტემბერი 2022 01:54
3
ეგ ფრაზა გამახსენდა მეც ზუსტად. მაგას ესე სჯობს: არ გვქონდა კარგი თამაში მაგრამ მოვიგეთ. უკეთესი არ არის?
აკო
24 სექტემბერი 2022 11:16
0
ხოდა მასე იყო კაკრაზ გუშინ... თამაში ვერაფერი შვილი მარა მოვიგეთ თან კლასით. 6-2 ზე დარტყმები და ჩვენი ორივე დარტყმა გოლი... ამაჩია საქმე ;)
აკო-ს
24 სექტემბერი 2022 17:10
0
საერთოდ როცა იგებ დუნდები როცა აგებ უფრო მეტად ინდომებ და ამიტო ითამაშეს უკეთ მაგრამ ჩვენ ვაჯობეთ საერთო ჯამში . ძველი საქართველოს ნაკრები გამახსენდა კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთთქო რო ვიძახდით
ტოტტი
24 სექტემბერი 2022 00:56
0
ხვიჩა მაგარია მაგრამ ჩვენ ქართველები 1 კაციანი პატარა ნაცია არ ვართ და არასდროს არ ვყოფილვართ. ძალიან ბევრი ტალანტი და პოტენციური ვარსკვლავი გვყავს და ყოველთვის გვყავდა ერთდროულად.

ყველა ქართველი სახიფათოა აგერ ბუდუ ზივზივაძემ რეები აკეთა ფეხზე დაიხვია მაკედონია არადა იმათ ეგონათ ერთი ხვიჩა ყავთო მაგას ამოვკეტავთო და მორჩაო.

არა ბიძია, ჩვენ დიდი ერი ვართ იქით ჩაკვეტაძე გაგიხდებათ კიდე ამოსაკეტი და კიდე ბევრი. ბევრი ქართველი ვარსკვლავი ერთდროულად გაგიხდებათ ამოსაკეტი და გეტირებათ ყოფა ეგ გაიძულებთ რომ საბოლოოდ აღიაროთ საქართველო დიდი საფეხბურთო ერია მთლიანობაში და სამხრეთ ამერიკულ ერებს უტოლდება ტალანტების რაოდენობით.
Saqartvelo
24 სექტემბერი 2022 10:30
2
თუ გინდათ ჩამქოლეთ -მე ბუდუისტი ვარ DDD
კომბლე
24 სექტემბერი 2022 09:52
1
ბუდისტი არ გახდე, თვარააა ბუდუისტობა მოსულა შე კაცოოო :)))
mirosan
24 სექტემბერი 2022 16:58
0
პუსწ ვსეგდააა ბუძეტ სოლნცე! ))) (დირიჟორობით)

პუსწ ვსეგდა ბუდეტ ნებო!

პუსწ ვსეგდა ბუძეტ - Bუდუ!!! )))

პუსწ ვსეგდა ბუდუ ია! ))). *(რუსებს ნერვები მოვუშალოთ)



ამ კომუნისტურ ჰიმნებს მივა## ვი მარა ბუდუს ისეთი სახელი აწ და სულ ისეთი გაბრწყინებული სახე აქ ხოლმე მაგას გოლი რო დავინახავ სულ ეს მემღერება :DD
Budu shokia ra!
25 სექტემბერი 2022 01:56
0
თამაშით წავაგეთ, ანგარიშით მოვიგეთ და ესაა მთავარი. რა უბედურებაა ყველა მოგერიებული ბურთი მათი იყო, ან ვისწავლოთ სწორად მოგერიება ან დროული პასი გაკეთდეს, რომ უმისამართო მოგერიება არ დაგჭირდეს. ერთიც შევამჩნიე, ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილი ფეხბურთელი ისეთ პარტნიორს უკეთებს გადაცემას, რომელიც ორი მეტოქის გარემოცვაშია და მასზე ცუდ მდგომარეობაშია, აქაოდა იმან დაკარგოს ბურთი და არა მეო. წავაგეთ ცენტრი, რომელსაც ძალიან აგლდა სიცხიანი გიორგი. ვერ იყო სათანადო სიმაღლეზე დავითაშვილი. კვარა ბრწყინავდა და მეორე გოლის შემდეგ უნდა შეეცვალა, რადგან ძალიან ეუხეშებოდენ და უნდა გავუფრთხილდეთ, ნაპოლს მაგის იმედი აქვს.
ჟორა გაბრიჭიძე
24 სექტემბერი 2022 11:48
1
ისე ბუდუს რომ არ დაეცილებინა, ისტორიული გოლი გამოდიოდა.
შეტევა
24 სექტემბერი 2022 08:25
0
ნამდვილაააად.... მე ვიყოოო :))
mirosan
24 სექტემბერი 2022 17:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული