საქართველოს ნაკრების მეტოქე ამხანაგურ შეხვედრაში ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩს 17 ნოემბერს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში მაროკოს დაუპირისპირდება. ამხანაგური თამაში საქართველოსა და მაროკოს შორის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში შედგება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მომდევნო მეტოქე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. მაროკო ფიფას რეიტინგში აფრიკის ზონის ქვვეყნებს შორის მეორე პოზიციას იკავებს, სრულ კლასიფიკაციაში კი 22-ე ადგილზე იმყოფება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ნოემბერს თბილისში შეიკრიბება, მომდევნო დღეს კი ჩვენი გუნდი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრება.

საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, თბილისის
დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

Nakrebi
მკითხველის კომენტარები / 29 /
აქ ერთი რამე დავინახე რაც ძალიან სამწუხაროა და ცოტა საცოდაობაც არის იმ ხალხის ვინც ეგეთ რამეებს წერს ან ქართველობა ან გულშემატკივრობა მაინც იცოდეთ რომ დემაგოგობთ თქვენთვის ჩუმად სოროებში შემძვრები … არც გამარჯვება არ გაინტერესებთ არც წარმატება თქვენი საქმეა მხოლოდ ბოღმა და შური .
გიო9
04 ნოემბერი 2022 15:36
0
ძალუან კარგია გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ერთხელ ესპანეთი გავამწარეთ დიდი ტურნირის წინ და გასვლა მოვუგეთ ნამდვილ გულშემატკივრებს გეხსომებათ ეხლა მაროკოს ჯერია :) წაუგებელი სერია უნდა გავაგრძელოდ. მადლობა ფედერაციას ყველაფრისათვის ისინი მართლაც ყველაფერს აკეთებენ ნაკრების წარმატებისათვის…
Gio9
04 ნოემბერი 2022 15:27
0
More tamashi motexes?nigeriaze osimentan kvara moagvarebda
Gia
03 ნოემბერი 2022 20:59
1
რას ქვია მოაგვარებდა? არ გვინდა ახლა ეს უბნის ბიჭებივით უტვინო ლაპარაკი
თემო
03 ნოემბერი 2022 22:08
0
კარგია, რომ ეს მაინც გააკეთეს. ისე llcl-ს ვეთანხმები, რატომ არ შეიძლება სპარინგი ჩემპიონატის მსვლელობისას იმ ნაკრებთან, ვინც ყატარში ვერ მოხვდა. ააა, გამახსენდა, ჩვენ ხომ გაჭირვებული ქვეყანა ვართ და მაგის ფინანსები სად გვაქვს? მასე სადაა ბიძია, სამუშაო ადგილებიც გინდათ, ხელფასებიც, ღირსეული ცხოვრებაც და ფეხბურთიც?
კოკო
03 ნოემბერი 2022 20:09
6
ნუ დემაგოგობ ფეხბურთი ყველასია და არაფერ შუაშია სოციალური პირობები ამ შემთხვევაში
Gio9
04 ნოემბერი 2022 15:31
0
მეორე თამაში სად არის ?
ლევანი
03 ნოემბერი 2022 18:58
1
მეორე კიარა ეს ძლივს შეათანხმეს საწყლებმა
beqa
03 ნოემბერი 2022 19:40
7
მეორე მეტოქედ კოტ-დივუარს ამბობენ,რამდენად მართალია,აქვს ვინმეს ინფორმაცია?მაგარი ფედერაცია გვყავს ძაან რაა.უცხოური საიტებიდან ვგებულობთ როდის და ვისთან აქვს ნაკრებს თამაში.ამის თქმაც ეზარებათ
Master
03 ნოემბერი 2022 18:49
5
არცერთი ჩვენი მეტოქე ქვეჯგუფში, მაროკოს სტილში არ თამაშობს ვის რაში სჭირდება ამათთთან თამაში?
რრრ
03 ნოემბერი 2022 18:28
12
ნეტავ გესმოდეს მაინც ფეხბურთი და მისი სტილი უაზრობას არ დაწერდი , ბოლოს როდის უყურე მაროკოს თამაშს რომ წერ სიბრძნეებს გამარჯვება მაინც უსურვე ჩვენს ნაკრებს
გიო9
04 ნოემბერი 2022 15:39
0
...და რა სტილში თამაშობს მაროკო?
გიორგიპირველი
03 ნოემბერი 2022 21:28
3
კითხვა მაქვს ვინც იცის, რატომ არ შეუძლიათ იმ ნაკრებებს რომლებიც მსოფლიოზე ვერ მოხვდნენ დაგეგმონ ამხანაგური თამაშები ჩემპიონატის მსვლელობისას?
llcl
03 ნოემბერი 2022 18:10
1
ისვენებენ ფეხბურთელები.
QT
04 ნოემბერი 2022 00:11
1
ისეთი ნაკრებია არც ნორვეგიას გავს და არც შოტლანდიას სულ სხვა და განსხვავებული სტილის გუნდია მიახლოვებულიც კი არაა ისეთი გუნდი ეტყობა არ დათანხმდა:))))) მეორე გუნდიც მოძებნეთ ვინმე რო გავდეს სტილისტიკურად ან ნორვეგიას ან შოტლანდიას ტაკტიკურად მაინც ფიზიკურად თუარ იქნება ესეთი გუნდი
giorgi 12
03 ნოემბერი 2022 18:06
1
კარგი მეტოქეა ნამდვილად, მაგრამ ჯობდა სახლში გვქონოდა თამაში
გოგა
03 ნოემბერი 2022 17:38
1

სიახლეები პოპულარული