საზონოვის მამა: საბას საქართველოს ნაკრებში გამოძახება ჩვენთვის პოზიტიური სტრესია

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" 20 წლის მცველის, საბა საზონოვის მამამ, ანდრეი საზონოვმა, თავისი შვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახებაზე გააკეთა კომენტარი.

"გავიხარე თუ არ შვილის გამო? როგორც კი გავიგე, მაშინვე მივულოცე. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო სიახლეა, დადებითი ემოციები განვიცადე. რუსეთის ეროვნული გუნდი? არჩევანი უკვე გაკეთებულია. შესაძლებლობებს შორის ნებისმიერი არჩევანი, თუნდაც პოზიტიური, ყოველთვის სტრესია. სტრესი, რა თქმა უნდა, ჩვენც გვქონდა. ეს იმის გათვალისწინებით გვქონდა, რომ შეეცადნენ საბასთვის ცილი დაეწამებინათ და უარყოფითად წარმოეჩინათ.

მას ხომ ცუდი არაფერი გაუკეთებია. საბამ მხოლოდ არჩევანი გააკეთა, მორჩა. ყველაფერი წარსულშია, ყველა ფიქრი
უკვე მხოლოდ საქართველოს ნაკრებს უკავშირდება", - განუცხადა ანდრეი საზონოვმა "ჩემპიონატს".

მკითხველის კომენტარები / 17 /
როგორ გიყვართ ქართველებს უაზრობების რომანტიზირება. რუსეთის ნაკრებს როგორ აირჩევდა , ირანთან და ჩინეთთან თუ ითამაშებს. რატომ უნდა აერჩია რუსეთის ნაკრები რა ხეირი?? სააქართველო თუ ასე უყვარდა წინა წლებში რატომ არ აირჩია? სანამ რუსების ნაკრებს ჩვენ ნაკრებზე მეტი შანსები ქონდა?? ოოხხ რა იოლია ქართველების გასულელება. კი კი ჟირინოვსკისაც უყვარდა,კიკი შაჰაბასსაც ბებო ყავდა ქართველი, კიკი ორჯონიკიძე ნამდვილი ქართველია
T.b
11 ნოემბერი 2022 21:35
14
აქ ერთმა დაწერა: "ამ პუტლერმა გადარია ეს ხალხი თორემ..."
ისტორია არ იცით!!! პუტინი სად იყო 30 წლის წინ? მაშინ ვინ "გადარია ეს ხალხი"? ელცინმა? მანამდე ვინ "გადარია ეს ხალხი"?
ქ. გ.
11 ნოემბერი 2022 18:06
0
ლოჩოშვილი და საზონოვი ორო ორ მეტრიანი მცველი :)
ზურა
11 ნოემბერი 2022 20:19
0
შარშან რატომ არ შედგა ეს დებიუტი? მოიხსენით ვარდისფერი სათვალეები . შარშანაც შეეძლო იგივე გადაწყვეტილება და მანამდეც ბევრი წელი , მაგრამ სანამ არ გამოკეტეს რუსეთის ფედერაცია და მისი ფეხბურთელები გალიაში მანამდე არავის აურჩევია საქართველო. კიდევ ბევრი რუსი მოაწყდება აქაურობას ვატყობ, აღარ დარჩებათ ადგილი ქართველ ფეხბურთელებს ნაკრებში - რასია დუბლ 2
ვვვ
11 ნოემბერი 2022 14:32
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული