ჩაკვეტაძის გამოუყენებელი პენალტი და დუბლი - საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგური მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მონღოლეთს 6:1 სძლია.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ექსპერიმენტული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელმაც თავიდანვე შეუტია და კობახიძის თავით დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. მე-15 წუთზე ჩაკვეტაძეს გატანა მეკარემ არ დაანება, მაგრამ დამატებაზე ყველას ვოლკოვმა დაასწრო და ჩვენი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ვოლკოვმა ბურთი ძელს გაარტყა, ჩაკვეტაძემ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და მეტოქემ კონტრიერიშისას მეკარისა და ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მე-40 წუთზე გოჩოლეიშვილი საჯარიმოში მცველმა წააქცია, მსაჯმა პენალტი
დანიშნა, თუმცა ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

შესვენებაზე სანიოლმა ტრავმირებული ლორია გუგეშაშვილით, ხოლო აბურჯანია კვეკვესკირით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და ორ წუთში ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერა, შეცვლაზე შესულმა დავითაშვილმა ლობჟანიძე მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან მონღოლთა კარი დალაშქრა. ბოლოს ბერიძემ და ზივზივაზემ გაიტანეს და საქართველოს ეროვნულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ძნელია ვიზავის კლასის გათვალისწინებით რაიმე დასკვნების გამოტანა, მაგრამ, ალბათ, სანიოლმა ხარვეზები დაინახა და ისიც, ვინ როგორ ფორმაშია და ვისი იმედი შეიძლება ჰქონდეს.

28 მარტს ამავე სტადიონზე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიას უმასპინძლებს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - მონღოლეთი 6:1
გოლები: 1:0 ვოლკოვი (15), 1:1 ბალჯინიამი (31), 2:1 ჩაკვეტაძე (56), 3:1 ჩაკვეტაძე (57), 4:1 ლობჟანიძე (70), 5:1 ბერიძე (88), 6:1 ზივზივაძე (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (40)

საქართველო: ლორია (გუგეშაშვილი 46), კობახიძე, დვალი, საზონოვი, გოჩოლეიშვილი, აბურჯანია (კვეკვესკირი 46), გაგნიძე (ზივზივაძე 64), წიტაიშვილი (სიგუა 64), ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 64), ვოლკოვი (ბერიძე 71)

მკითხველის კომენტარები / 86 /
მე 7 : 0- ს ვფიქრობდი,ცოტათი ავცდი ახლა, არა უშავს,ნორვეგიასთან თამაშისთვის უფრო ზუსტი ვარაუდი მაქვს: 2:1, :-) :-)
ყოჩაღ ბიჭებო და მადლობა რომ გაგვახარეთ.
მოცლილი
25 მარტი 2023 21:00
2
რა გავიგეთ(დავინახეთ)და:
არასაფეხბურთო ქვეყნებისთვის "გრანდი" ვართ უკვე.
ლორია პენსიაზე.
გაგნიძესნაირი მოთამაშე გვაკლდა ცენტრში და აჰა,თან ეტყობა,რომ დიდი რესურსი აქვს.
გოჩოლეიშვილი კარგია
საზანა გაგვაძლიერებს.

D0N
25 მარტი 2023 20:51
1
ფეხბურთელების გამოცდა არ ხდება მნიშველოვან თამაშამდე 3 დღით ადრე. ამ თამაშის აზრი თუ ნორვეგიისთვის მომზადება იყო, მაშინ უნდა დაეყენებინა ძირითადი ბირთვი ვინც ნორვეგიასთან გამოვა - კაშიაც უნდა ყოფილიყო და კვარაც, ჩაკვე არ არის მზად და ამხანაგურში რატომ ათამაშებს როცა არ დააყენებს ნორვეგიასთან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ამ ამხანაგურებს ბიჭებისთვის ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობის გასაზრდელად იყენებენ.
???
25 მარტი 2023 20:49
20
თამაშში, სადაც ახალგაზრდები უნდა გამოსცადოს, 37 წლის ლორიას დაყენება კარში რას ნიშნავს, იქნებ ვინმემ ამიხსნას.
დიმა
25 მარტი 2023 20:49
12
ამ თამაშით ძნელია დასკვნის გამოტანა. თუმცა გამოჩნდა რომ ზოგიერთი ფეხბურთელი კარგად ირჯება. მომეწონა გაგნიძე და გოჩოლეიშვილი. ლობჟანიძესაც არ დაეწუნება გარღვევები ჰქონდა მაგრამ კაცი არ იყო ვინც საჯარიმოში დახვდებოდა. ლობჟანიძისგან განსხვავებით მარცხენა ფლანგზე თამაშს თავზე იღებდა ჩაკვეტაძე და ტყუილად აკრიტიკებთ. პირველ ტაიმში კარგი პასებიც აკეთა და შედეგი რომ ვერ ნახა მერე თვითონ უტევდა. აბუჯანიას შეცვლამ გაამრთლა - ეს ბიჭი რაღაც შეუმდგარია. ალაგ კარგია, ალაგ ძალიან ბევრ უზუსტობას უშვებს. კარგი იყო წიტაიშვილიც. პირველი ტაიმი არ გამოვიდა ვინაიდან შეტევი დამთავრების ფაზაში ხარვეზი იყო. მეორემ გაამრთლა. ასე რომ დასანახი გამოჩნდა და დანარჩენი უკვე ბიჭებზე და მწვრთნელზეა
ივან
25 მარტი 2023 20:46
3
კარგის დანახვა არ შეგიძლიათ ხალხო? მე ბევრი კარგი დავინახე, ხარვეზიც.ძველი ჩაკვე აღარაა, მარა გამოჩნდა რომ დღეს ის ცენტრფორვადის პოზიციაზე კარგი იქნება და სერიოზულ კონკურენციას გასწევს, ეს ერთი. ფლანგზე კვარა სეუცვლელია. მარჯვენა ფლანგზე საბა კარგია, ნუ სხვას სჯობს დღეის მდგომარეობით. სწრაფია, ტექნიკური, უკანაც ჩამოდის და კაი ნავესებს აკეთებს, საგოლეს. ეს ორი. გოჩოლეიშვილი კაი ბიჭია და კიდევ მოუმატებს, ტექნიკურია, სწრაფია და პასიც კარგი აქვს. ეს სამი. აღმოჩენაა გაგნიძე, თავდაჯერებულია, ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკურია, ტაქტიკულად გონივრულად თამაშობს, პასი კარგი და რესურსი უზარმაზარი, მარტო მაგისთვის ღირდა ეს თამასი. ეს ოთხი. მეხუთე საზონოვი, ესეც თავდაჯერებული ბიჭია, ფიზიკა კარგი, პასები გამოსდის, ტექნიკაცააქ, რაც დიდი პრობლემაა ქარტველი ცენტრებისთვის, უბრალოდ სქემაში ჩაჯდება, შეთამაშდება და ეგაა, გამოჩნდა რომ კვეკვე ფორმაშია და აბუსაც მომატებული აქვს, თუმცა მაინც არ მომეწონა. გამოჩნდა რომ კობახიძე ნაკრების დონე ვერაა ჯერჯერობით, ისევე როგორც ლორია კაპიტან. გამოჩნდა რომ დავალი ფორმაშია და მასზე დაყრდნობა სეიძლება. იმედგაცრუება იყო დავითაშვილი. მეტს მოველოდი. მებრძოლი არის, მაგრამ მაინც ვერ. ვოლკზე, ზიფოზე და ბერიძეზე ვერაფერს ვიტყვი, ძლიერ გუნდებთან სერიოზულ თამაშებში რას იზამენ ვერ. ხო, და გუგეშა მშვენიერი ბიჭია. ანუ დღეს მეორეა. მეტი რა გინდოდატ ამ თამასიდან არ მესმის. ანგარიში არ მოგწონთ? რაც აინტერესებდა სანიოლს, ნახა. დარწმუნებული ვარ რომ საზონოვი, გაგნიძე, გოჩო, საბა და წიტა, ზირითადში იქნებიან.
ლევან მაღლაკელიძე
25 მარტი 2023 20:42
1
ჩაკვეტაძეს არ უთამაშია თავისი მაქსიმუმი, მაგრამ მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პირველი გოლი მის დარტყმულს მოჰყვა, შემდეგ კიდევ ბევრი ლამაზი პასი გაუკეთა ვოლკოვს თუ დააკვირდით. გასაგებია, რომ ცოტა თითქოს შინაგანად მუხტი აკლია, მისი პენალტიც ამის გამოძახილი იყო, მაგრამ პირველი გოლის მერე, თითქოს მიიღო ეს მუხტი და მალევე მეორეც გაიტანა. შემდეგ ასევე ერთი ძალიან ლამაზი სოლო რეიდი ჰქონდა.
გაგნიძემ აჩვენა, რომ ძალიან ახლოსაა ნაკრების ძირითადთან, მოედნის ცენტრში.
გოჩოლეიშვილის მეორე თამაში იყო და დღეს ბევრად კარგი იყო, ვიდრე პირველში. ისე კი მისი ადგილი მარჯვენა ფლანგია.
ლობჟანიძე ძალიან უფანტაზიოა, მაგრამ ბუდუზე პასი კარგი იყო დღეს.
დავითაშვილი დასრულებით ფაზაში ძალიან სუსტია, მანამდე კარგია, ბურთი კარგად ამოაქვს, მაგრამ შესრულებაზე კლასი აღარ ჰქოფნის.
საზონოვი სოლიდური იყო. წიტაიშვილიც არ იყო ცუდი, მიუხედავად იმისა, რომ კლუბში სათამაშო დრო თითქმის არ აქვს.
Burton
25 მარტი 2023 20:42
1
ასე თუ ისე გაისინჯა ფეხბურთელები (მონღოლეთთან თამაშშიც შეიძლება გარკვეული დასკვნები გააკეთო).
გოჩოლეიშვილი კარგი იყო, გაგნიძეს და წიტაიშვილს არა უშავდათ.
სიგუამ რომ "მორიდებით" არ ითამაშოს (თუმცა, ჯერ ახალგაზრდაა და პირველი თამაში იყო ნაკრებში) მემგონი კარგ ფეხბურთს ითამაშებს.
ჩაკვეტაძე იბრუნებს თავის თამაშს, ერთ მომენტში ის ჩაკვე იყო როგორც ადრე, და შეიძლება უფრო ძლიერიც კი ჩანდა. ნეტავ ტრავმა არ მიიღოს რა.
სხვები ისეთები იყვნენ როგორსაც მათგან ელოდები.
28-ში გამოჩნდება რა შეგვიძლია ძლიერ გუნდებთან!
წარმატებები ბიჭებს!
თემური
25 მარტი 2023 20:41
2
ჩაკვეეეე❤️
ანი
25 მარტი 2023 20:39
1
ახლებიდან მომეწონა გოჩოლეიშვილი. გაგნიძე უკვე შეუცვლელია, მე მგონი. სიგუას კარგი დებიუტი ჰქინდა. ჩაკვეს ბედი გაეხსნა.
გიორგი
25 მარტი 2023 20:34
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული