ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

სანიოლმა ნამატჩევს გაამხილა, რა დაავალა შესვენებაზე ჩაკვეტაძეს

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი 6:1 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თავისი გუნდის თამაში შეაფასა.

ფრანგი სპეციალისტით თქმით, ბევრი ისეთი ფეხბურთელი დააყენა სასტარტოში, რომელთაც ერთად ნათამაშები არ ჰქონდათ, ასეთ დროს ხარისხი ეცემა, ძნელია იმაზე საუბარი, რა იყო კარგი და ცუდი, პირველი ტაიმით უკმაყოფილო დარჩა, შესვენების შემდეგ ბურთს უფრო სწრაფად ამოძრავებდნენ, რამაც შედეგი გამოიღო, რაც დადებითი ფაქტია, მაგრამ ნორვეგიასთან გაცილებით უკეთ გარჯა მართებთ.

სანიოლმა გაამხილა, რომ ჩაკვეტაძეს შესვენებაზე მოედნის ცენტრში შეწევა დაავალა, რამეთუ ასეთი ტექნიკური ფეხბურთელი უფრო
ცენტრშია სასარგებლო, შეცვლის შემდეგ კი დუბლი მიულოცა და შეაქო.

მან განაცხადა, რომ ლორია მიღებული ზურგის ტრავმის გამო შეცვალა, ჯერ არ იცის, რამდენად სერიოზულად დაშავდა, ხოლო შეცვლაზე შესული გუგეშაშვილი ქებას იმსახურებს.

ასევე დაგაინტერესებთ