ჩაკვეტაძე: ნავსი გატყდა და გავიტანე - იმედია, ნორვეგიასთან გავიმარჯვებთ

AutoSharing Option
მონღოლეთთან ბათუმში მოგებულ ამხანაგურ მატჩში (6:1) საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა დუბლი შეასრულა და შეხვედრის დასრულების შემდეგ სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა:

"პირველ რიგში ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. კარგად ვითამაშეთ. რაც შეეხება ჩემს გოლებს, დიდი ხანი არ მქონდა გატანილი და კარგია, რომ ეს მოვახერხე. ნავსი გატყდა და იმედია, მომავალში უფრო მეტს და მეტს გავიტან.

წინ ნორვეგიასთან უფრო მნიშვნელოვანი თამაში გველის და იმედი მაქვს, რომ გამარჯვების მოპოვებას გულშემატკივრებთან ერთად შევძლებთ, რომლებიც მუდამ გვერდში გვიდგანან და გვეხმარებიან".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩაკვე დიდი ტალანტი ხარ , დიდი ფეხბურთის თამაში შეგიძლია და დარწმუნებული ვარ ითამაშებ კიდევაც. შენს ადგილზე ფიზმომზადების პერსონალურ მწვრთნელს ავიყვანდი - გამძლეობის გარდა, ფიზიკურ ბრძოლაშიც მომატება შეგიძლია, კორპუსით მუშაიბას ვგულისხმობ. და ფსიქოლოგიც აუცილებლად -თავდაჯერება გინდა და ჟილკა. წარმატებები!
არტ
10:33 26-03-2023
0
დიდი მადლობა ვლადიმერ ვაისს რომ ეს ბიჭი დაუბრუნა დიდ ფეხბურთს.
შახრუდინი
02:55 26-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული