"რა თქმა უნდა, ესპანეთი-ნორვეგიის მატჩს ვუყურეთ. პირველი დასკვნა, რაც გამოვიტანეთ, ისინი ამხელა ანგარიშით მარცხს არ იმსახურებდნენ. ჩვენმა ნაკრებმა კარგად იცის, რამდენად რთულ მეტოქესთან ექნებათ ურთიერთობა.
ყველაზე მეტად გუნდური ასპარეზობა მაინტერესებს და ცალკეულ მოწინააღმდეგეებს მნიშვნელობა არ აქვს.
დიდი პატივისცემა "ერთა ლიგის" მეტოქეებთან, მაგრამ ნორვეგიის ნაკრები სულ სხვა დონისაა და მათთან დაპირისპირებას მოუთმენლად ველით.
როგორც ფეხბურთის მოყვარულს, ყოველთვის მსურს, საუკეთესოებმა ითამაშონ. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა. ჰოლანის
ჩვენ და "ნაპოლი" სხვადასხვა ფილოსოფიით ვთამაშობთ. შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში განსხვავდება, თუმცა ის ორივეგან ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე მივიწვიე. ისინი ბევრს მუშაობენ, რათა ნაკრებს დაეხმარონ."
საუკეთესო ჩაკვეტაძე და სანიოლის გამართლებული იმედები - საქართველოს ნაკრები ქულებში