საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
რაღაცაშია საქმე ტაბიძეს არასდროს უთამაშია სანიოლთან და უცებ სასტავშია... აზაროვი წელიწადში ერთხელ თამაშობს თავის გუნდში და აქ გოჩოლეიშვილს ამჯობინეს რომელიც დაფრინავს.. კვეკვე აბუჯანია უკვე მარაზმია 15 წლია ბავშვები დააყენეთ მაგათ ადგილზე ამათ თუარ აჯობონ....დავითაშვილი კაცმა პასი როარ იცის იმას დღევანდელ ფეხბურთში ადგილი არააა... ბუდუ გამოგყავთ უფორმო კაცი და ვოლკოვს ამწნილებთ... რაო ფედერაციავ კარგად ითბობთ ხელებს ბიჭების ტრანსფერებიდან?? რამდენ პროცენტზე მუშაობთ მოიწერეთ ნაკრებში მყავს ასაყვანი ერთი ბაბუ კაცი ;) მოსაშორებლები ხართ თქვენ ხართ ფეხბურთის მუწუკები ახალგაზრდა ჟორდანიები
რომა
29 მარტი 2023 07:39
7
ეგრეა მეგობარო, სამწუხაროდ წლები გადის და ჩვენთან არაფერი იცვლება. მაყუთის საკეთებელ დახლად აქციეს ჩვენი ნაკრები, გამაზავ და ითამაშებ, ჩვენ კი აქ ნერვები გვაწყდება.
თორელი
29 მარტი 2023 08:41
5
100% ეგრეა. ტრანსფერებზე ჩალიჩობს ფედერაცია. ლოჩოშვილიც არ გამოიძახეს იტალიიდან, რადგან თბ დინამოდან ტაბიძე არის გასაყიდი.
Რაგბის ფანი
29 მარტი 2023 14:34
0
ვინმეს შეგიძლიათ მითხრათ რატო არ გვაჩვენეს ბოლო წუთზე კაშიას მოხვდა თუ არა ხელზე ?
კამერა არ იყო მაგ მხარეს დაყენებული ? თუ 2 წუთი ვარ-ზე რომ განიხილავდნენ, გამეორების ჩვენების დრო ვერ ნახეს ?

ცოტა უცნაურია . .
nk
29 მარტი 2023 02:40
0
იმედია შემდეგ თამაშში ზინედინ კვეკვესკირი და დიდიე აბურჯანია დაისვენებენ, სრული კატასტროფა იყო დღეს ორივე და კვეკვესკვირმა კინაღამ დააგვირგვინა იმ ბოლო ფინტით...
გიო
29 მარტი 2023 01:32
3
სანიოლი ვისაც მწვრთნელი გგონიათ რახან ევროპული გვარი აქვს ფეხბურთის გარტყმაში არა ხართ რეალობას მოწყვეტილი პროვინციალები და კომპლექსიანები ხართ
xalxi
29 მარტი 2023 01:27
6
ხუთი კუ გვყავს ნაკრებში. ეს რა საშინელი სასტავი დააყენა . მაგრად გადავრჩით უუუუუუუუუუუსუსტესი ნახევარდაცვით. ფაქტიურად ნახევარმა გუნდმა ითამაშა. ნაპოლის ნახევარდაცვას შემთხვევით თუ არ წაუვიდა თამაში, რა დღეშია სპალეტი კარგად ვხედავთ, ჩვენ კი ბალასტი მაინც უნდა ვათამაშოთ. მოკლედ კარგი მწვრთნელი და კარგი ნახევარდაცვა გვინდა ასევე დაცვა-ცენტრი.........
dato
28 მარტი 2023 23:41
1
მონღოლეთის ამაშის მერე ეს აზრი გამოვთქვი და ამავსეს დისლაიქებით: ფეხბურთელების გამოცდა არ ხდება მნიშველოვან თამაშამდე 3 დღით ადრე. ამ თამაშის აზრი თუ ნორვეგიისთვის მომზადება იყო, მაშინ უნდა დაეყენებინა ძირითადი ბირთვი ვინც ნორვეგიასთან გამოვა - კაშიაც უნდა ყოფილიყო და კვარაც, ჩაკვე არ არის მზად და ამხანაგურში რატომ ათამაშებს როცა არ დააყენებს ნორვეგიასთან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ამ ამხანაგურებს ბიჭებისთვის ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობის გასაზრდელად იყენებენ. ახლაც ვერ გავიგე თუ სხვა 11 აყენებდა, მონღოლეთის 11- ეულის თამაშს რა დატვირთვა ქონდა?
???
28 მარტი 2023 22:52
4
ახლაც იგივეს იმსახურებ :)))))
ლევიკო
28 მარტი 2023 23:03
5
სიმართლე უნდა ითქვას: კლასით ჩვენზე მაღალი ნაკრებია და გაგვიმართლა რომ ა) ჰალანდი არ ტავდათ ბ) დაღლილები იყვნენ გ) რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს - ჩვენზე მეტი მომენტი ქონდათ მაინც. სულ გამართლების იმედი ვერ გვექნება
rasa
28 მარტი 2023 22:11
0
არაადკვატური შემადგენლობა რომ იყო, განსაკუთრებით სასტარტო ამაზე ყველა ვჯერდებით მგონი. არადა არსებული რესურსის სწორად გამოყენებით ჰოლანდიან ნორვეგიასაც გადავუვლიდით. არ ვიცი რამდენად სწორი ვარ მარა, რაიმე გავლენა ხომ არ აქვს ხიზანიშვილს შემადგენლობის დაყენებისას? რატომღაც ამ ადამიანის როლი უარყოფიდად მესახება ჩვენს ნაკრებში.
zaza
29 მარტი 2023 02:40
4
ფაქტიურად წავაგეთ ეს თამაში და ეს სანიოლის ბრალია. სასტავი ფედერაციამ ხიზანასთან ერთად დააყენა ???????
???????
29 მარტი 2023 01:12
3
ცენტრი საერთოდ არ იყო, დაცვა დირკა. გაგნიძე არის დღეს ძირითადის ფეხბურთელი, რა ვიცი, რომელი ერთი ვთქვა, ცოდოა წიტასნაირის არგამოყენება და ა.შ.
ლევანი
28 მარტი 2023 22:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული