საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
ტაბიძის და აზაროვის დაყენება, თავიდანვე შეცდომა იყო, საზონოვით და გოჩოლეიშვილით ჯობდა დაეწყო, აბურჯანია ხშირად აყოვნებდა ბურთს და ზოგადად სწრაფ გათამაშებაში აშკარა პრობლემებია, ჩაკვესთვის ცოტა დრო მაინც უნდა მიეცა და გაგნიძისთვის მეტი დრო უნდა დაეთმო, ვერაფერში გამოვიყენეთ რო ხვიჩაზე სამი კაცი გადადიოდა, ნახევარდაცვის თამაში გაუმართავია, განსაკუთრებით შეტევის ფაზაში. გაგვიმართლა რომ იმათ ჰალანდი არ ყავდათ და ჩვენ მამარდა გვყავდა. აშკარად მოსამატებელია თორემ ასე არაფერი გამოგვივა
ზაზა
28 მარტი 2023 22:29
0
სიმართლე რო ითქვას ეს ფრე მოგებასავითაა. არ გვეკუთვნოდა მოგება არანაირად რამდენჯერ გადავრჩით. მაგრამ ერთხელ ჩვენც ხო შეიძლება გაგვიმართლოს. სულ ბოლო წამებზე უშვებდით გინდა ბრატისლავასთან და გინდა ესპანეთან. წაგებას ყველაფერი ჯობია ასეა თუ ისე. გოჩოლეიშვილს რა უნდა სკამზე აზრზე არ ვარ. მხეცია ტიპი
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
28 მარტი 2023 22:20
5
სული კბილით მეჭირა, რომ არ წაგვეგო... ბოლო წამები, ,,პენალტის ჩეკინგი'' რომ მიდიოდა ჯოჯოხეთად მექცა, და ალბათ, არამარტო მე.. ნუთუ ეს ის გუნდია, რომელსაც ევროპაზე გასვლის პრეტენზია ააქვს? სანიოლმა პრესკომპერენციაზე განაცხადა: ,,თითქმის ყველა ორთაბრძოლა წავაგეთო''... და მერე შე დალოცვილო, ნუთუ არ შეიძლება დაითვალო, ვინ, სად, რამდენჯერ წააგოოო? გადაბერებული ფეხბურთელები რომ გყავს, მაგას რა დიდი გამოთვლა უნდა? ჩაიხედე პასპორტებში... შეუიარეღებელი თვალითაც ჩანდა, რომ გუნდში 3-4 ,,კუ'' გყავს და მაგიტომაც არ გამოგვივიდა კოლექტიური პრესინგით ბურთის ართმევა... დაცვის ცენტრი, ბოდიში და ,,დირკა''... სანთლები უნდა დავუნთოთ მამარდას და ღმერთს... წარმატებები ნაკრებს, მე მხოლოდ ,,მოყვარეს, პირში უძრახეს'' პრინციპი მალაპარაკეებს მხოლოოდ...
გიორგი-50
29 მარტი 2023 00:30
0
არმინდა შეთქმულების თეორიაზე საუბარი , მაგრამ ესე ჩანს შეუირაღებელი თვალით რო მამუკა ჯუღელი კრიშავს ნაკრებში ბევრს , მაგალითად აზაროვს , რომელიც საერთოდ არაა ფორმაში აყენებენ ძირითადში , და გოჩოლოეშვილი , რომელიც ფრინავს და მართლა კაი ბიჭია სკამს ახეხინებენ. ეს მხდალი მწვრთნელები რით ვერ მოვიშორეთ ამ ნაკრებიდან რაა მხოლოდ გამოცდილების გამო , რო ათამაშებენ ფეხბურთელს ძაან ტეხავს , აბურჯანია არის დაპაუზებული კასეტა , მის ნაცვლად გაგნიძე რო უნდა დააყენოს თუ ვერ ხვდება, ხიზანიშვილმა მაინც უთხრას , თუ მწვრთნელის კომპეტენციაში არ ერევიან? კიიი ერევიან მაგის დასტური კი ტაბიძის ძირითადში დაყენებაა საზონოვის ნაცვლად , რეკლამა ხო უნდა გაუკეთონ მათ ხალხს . მოკლედ სანამ ეროვნული ნაკრები , ფეხბურთელების გასაყიდ მანქანად არის ქცეული არაფერი გვეშველება
ბათუმის დინამო
29 მარტი 2023 01:36
3
გოჩოლეიშვილი ძალიან მომეწონა. რა მაგარი ბიჭია. ბრავო აღფრთოვანებული ვარ. ძირითადის ფეხბურთელია, სკამზე რატომ იჯდა?
G.LA
28 მარტი 2023 23:53
1
ჩაკვეტაძე, გაგნიძე და საზონოვი უნდა დაეყენებინა. მონღოლეთთან თამაშის მერე 5 წუთსაც არ იმსახურებდა ჩაკვე? თუ დავითაშვილმა ითამაშა საოცრად
....
28 მარტი 2023 22:41
2
შევეგუოთ იმ აზრს მეგობრებო მანამ კვარა და მამარდასნაირად ტოპ ლიგებში მინიმუმ 4 5 ფეხბურთელი არ ითამაშებს ვერანაირი ჯგუფიდან ვერ გავალთ სამწუხარო რეალობაა მაგრამ ფაქტია და უნდა შევეგუოთ და დაველოდოთ უკეთესსდროს
ზურა
28 მარტი 2023 22:28
1
მოგება კი არა ფრე არის იდეალური იმ თამაშით რაც ვნახეთ. ედეგორის მომენტი რად ღირდა მარტო. მიქაუტაძე გადავა ამ ზაფხულში სერია ა ში. მამარდა სუპერ
რაბუ
28 მარტი 2023 22:25
1
11\11-ზე ხო იყო თამაში, ნორვეგიელები ასე თავისუფლად რატომ იღებდნენ ბურთს ცენტრში და უბრძოლველად უახლოვდებოდნენ ჩვენს საჯარიმოს, გასაგებია რატომაც, მაგრამ მაინც ვკითხულობ
მამუკა
28 მარტი 2023 22:24
0
მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და სტადიონზე მისულ გულშემატკივარს ერთგულად და ღირსეულად გულშემატკივრობისთვის!!!!!!! პირველი ტაიმი სანიოლმა წააგო თუმცა სწორი შეცვლები გააკეთა და შეძლო სიტუაციის სტაბილიზება, რაც მის სწორად აზროვნებაზე და უნარებზე მეტყველებს!! ნორვეგიასთან ფრე არის მისაღები შედეგი ხოლო პირველი ტაიმის შემდეგ ძალიან კარგ შედეგად უნდა ჩაითვალოს!! მადლობა ბიჭებო თქვენს გვერდით ვართ!!!!!!!!
Lebron
28 მარტი 2023 22:29
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული