საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
ქულა რომ ავიღეთ არა უშავს , წაგებას ჯობია რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგიერთ ვითომ ფეხბურთელს (აბურჯანიას, კვეკვესკირს ,კვირკველიას....) რომ უძახიან ნაკრებში ხომ შეიძლება უარი თქვან თავად და არ შეირცხვინონ თავი, ამათ ვეღარაფერს ასწავლი სანიოლლლ,არ ჯობია ახლებს(გოჩოლეიშვილს,გაგნიძეს,საზონოვს) მიეცეთ მეტი დრო....
alexsis
28 მარტი 2023 22:37
4
როდემდე უნდა ვუყუროთ აბურჯანიას გაბრწყინებულ სახეს საქართველოს ნაკრებში
Rodemde
28 მარტი 2023 23:12
1
კვეკვეს კიდე რაღაც დონე აქვს და ასე თუ ისე გამოასწორა თამაში მეორე ტაიმში და კიდე ჯანდაბას, რაღაცა იწვალა და აბურჯანია რავიცი, რავიცი, სრულიად უიმედოა ყველანაირად. მსოფლიოში ალბათ ყველაზე ცუდი თამაშები რომ ჩამოვთვალოთ ფეხბურთელების ათეულში ხუთჯერ მაინც აბურჯანია მოხვდება, ბოდიში რა გიო, მართლა ბოდიში, მაგრამ არ ვიცი რა ვთქვა, საერთოდ რატომ და საიდან სად ხვდები ნაკრებში არ ვიცი, ანდორის ნაკრებშიც ალბათ გაგიჭირდება მოხვედრა
უვიცი
28 მარტი 2023 23:08
0
დავითაშვილს ნაკრებში საერთოდ არ გამოვიძახებდი. თავი პელე გონია მგონი
სიმართლე
28 მარტი 2023 22:48
6
უკიდურეად თავმდაბალი ბიჭია, პირიქით ფსიქოლოგი სჭირდება, რომ თავის თავის ირწმუნოს.
უვიცი
28 მარტი 2023 22:52
3
ამ აბურჯანიაზე რატო აქვს სანიოლს ჯვარი დაწერილი? არ ათამაშებენ ბურთის მომწოდებლია თავის ჟილ ვინსეტეში
მახო1983
28 მარტი 2023 22:18
1
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ბეწვზე ვართ გადარჩენილები, დღეს რომ ჰალანდი ყოლოდათ მინიმუმ 2 ბურთს გაიტანდა.
ძირითადის თავდამსხმელები მეორე ლიგაში თამაშობენ, ბუდუ მეორე ლიგის სათადარიგოა და რა გინდა მოთხოვო ბიჭებს, თავს ზევით ძალა აღარაა.
მეგრელი
28 მარტი 2023 23:46
1
ჩვენ რო ლოჩოშვილი ხოჭოლავა საზონოვი კიტეიშვილი და კიდე ნორმალური მწვრთნელი გვყოლოდა
1
29 მარტი 2023 00:24
1
რატომ ვიყრით თავზე ნაცარს არ მესმის კონკრეტულ თამაშში მეტიქემნგვაჯობ, ჩვენი მწვრთნელი შეცდა ბიჭებმა ვერ ითამაშეს მაგრამ ამნყველაფრის მიუხედავად არ წავაგეთ, რასაცქვია ვიომეთ და ამის შედეგად კლასით მაღალ მეტლქეს ქულები დავაკარგინეთ და ჩვენ აქტივში ჩავიწერეთ!! იუვეს 9 ფინალი აქვს წაგებული მაგრამ ყოველ კვირას 40 ათასი გულშემატკივარი დადის მის თამაშზე!!! ბიჭებს გვერდში დგომა ჭირდება!!!!! თქვენს გვერდით ვართ ბიჭებოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!! დიდება საქართველოს!!!!!!!!!!!
Lebron
28 მარტი 2023 22:58
1
ჩვენმა ნაკრებმა მაქსიმუმს მიაღწია. გამართლებაც ასეთი უნდა. ერთხელ პირველ ტაიმში და მეორედ მეორე ტაიმში ცარიელ კარში აცილებული ბურთები, მაგრად გამოგვადგა. მანდედან გატანა უფრო ადვილი იყო ვიდრე არგატანა. მიხარია მაინც რომ არ წავაგეთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ასეთი ნაკრებით ევროპის ჩემპიონატზე არაფერი გვესაქმება. ერთიც ვერ გამიგია, ამ შემადგენლობის შერჩევით როგორც კომენტარებში წერთ, უფრო სწორად თქვენი ვერსიით, მართლა გჯერათ რომ Х1მაგივრად Х2 თუ ითამაშებს შედეგი დაიდება? სანიოლს ძირითადში ვინმე უკეთესი ჰყავს და არ ენდობა?
დავით 67
28 მარტი 2023 22:22
8
ლობჟანიძე, აბურჯანია, კვეკვესკირი აღარ მინდა შემადგენლობაში ვნახო უკვე მესამე მწვრთნელი გვყავს… დავითაშვილი ცუდად თამაშობს. მწვრთნელი იძახებს ახლებს და ათამაშებს ძველებს. იმათ, ვინც თავის შანსი ვერასოდეს გამოიყენეს.
გუნდმა დღეს ვერ შეძლო დაცვიდან შემტევების ბურთით მომარაგება… გაგნიძე შეძლებდა ბურთის წინ ჩაწოდებას. წიტაიშვილი და ჩაკვეტაძე მარჯვენა ფლანგზე მინიმუმ დაღლიდნენ ნორვეგიელებს…
დაცვა იდგა და ფეხბურთს უყურებდა.
ლობჟანიძე და კვეკვესკირი ფიქრობენ, რომ მაგარი მოთამაშეები არიან და მსაჯს ედავებოდნენ ალბათ რუსულად.
ნამდვილი ქართული ნაკრები გვყავს. მიქაუტაძემ თავდამსხმელის გოლი გაიტანა დღეს. ძალიან გამახარა.
ანზორი 3 თვის
29 მარტი 2023 02:06
5
3-4 კაცია აქედან სანაკრებო, დანარჩენი კი სერიოზული ბალასტი. ესკორტით მიაცილებდნენ დაცვა და ნახევარდაცვა ნორვეგიელებს მამარდამდე. ამდენი შენელებული კადრი, არა პრესინგი, არა ნახევარდაცვა, არა დაცვა გოჩოლეიშვილამდე. სიმართლე ვთქვათ, შემთხვევით არ წავაგეთ, გასვლაზე არაფერი გვეშველება სამწუხაროდ.
ესეა ეს
29 მარტი 2023 01:18
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული