საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
ჩაკვეტაძე მაგარ ფორმაშია და არ ათამაშებს, ეგ ტრენერი გაგებაში არ არის სანიოლი,პროსტო გაუმართლა დღეს!
gurgenidze
29 მარტი 2023 01:53
7
ბურთის დამჭერი კაცი არ გვეღირსა ცენტრში. ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი ჰაერივით სჭირდება ნაკრებს
დუდუ
29 მარტი 2023 01:06
1
ვილის დიდ პატივს ვცემ თუმცა დღეს მას არ ჰქონდა კარგი დღე, არასწორად შეარჩია სასტარტო შემადგენლობა და გასაკვირია რომ აბურჯანიას ხელს არ უსვებს საგანგებოდ. აზაროვი,აბურჯანია,ტაბიძე და დავითაშვილი არ იყვნენ ფორმაში ან გაცილებით დაბალი დონის ფეხბურთელები არიან ვიდრე : გოჩოლეიშვილი,ჩაკვეტაძე,გაგნიძე,საზანოვი. ეს გამოჩნდა კიდეც და აბურჯაბიას ნაცვლად ჩაკვეტაძე რატომ არ გამოიყვანა გამოცანად რჩება. 4-3-3 არაა სწორი ტაქტიკა ძლიერ გუნდებთან და 4-4-2 სრულიად უზრუნველყოფდა ამოცანებს, ეს ცხადი გახდა პირველ 5 წუთში თუმცა ჯიუტად ისევ იგივე სქემა დატოვა და ცენტრი საერთოდ დაკარგული იყო თითქმის ბოლოდე. ეს არ იყო გონივრული გადაწყვეტილება. ნორვეგიის გუნდი არაა კარგ ფორმაში, ესეც აშკარა იყო. ხვიჩას რესურსი კი ამ არასწორმა ტაქტიკამ სრულად გაანულა... ეს არ იყო სწორი ფეხბურთი და ვილის დღეს ძალიან დაბალი შეფასება ეკუთვნის.
nika
29 მარტი 2023 00:45
1
პატივს იმიტომ ცემ რომ ფეხბურთის აზრზე არა ხარ. ეს ვილის ძახილი კიდე ცალკე ტუტუცობაა პროვინციალიზმი
immigranti
29 მარტი 2023 01:37
8
ვერც დაცვას და ვერც ნახევარდაცვას ბურთი ვერ აჰქონდა. ესეთი ნახევარდაცვა კამბოჯას არა ჰყავს. ესეთი უვარგისი სასტავი სანიოლს არ უნდა დაეყენებინა. ვინმეს გაუგია ნახევარდაცვის გარეშე გუნდს მოეგოს???? პრესინგი არ შეუძლიათ, დაცვა პირველ ბურთს ვერ იგებს. სპალეტისთვის მთავარი ნახევარდაცვა და პრესინგია, სანიოლისთვის ვინმემ იცის რა არის მთავარი ?????? ესეთ სასტავს მტერიც კი არ დააყენებდა..........
გიო
29 მარტი 2023 00:29
1
კაშია, ტაბიძე, დავითა, კვეკვე, აბუ, კვირკველია , კობახიძე ესენი სანაკრებო ხალხია პროფესორ ვილი ??????????????
?
28 მარტი 2023 23:15
2
მაინც ყოჩაღ ბიჭებს, გამოსაფხიზლებლად კარგი იყო მონღოლეთის ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ. ფრე შესაძლებელია გასვლაზეც გავახერხოთ ნორვეგიასთან. მთავარია არ წავაგეთ, თუმცა კი ვამბობდი და დიდი იმედი მქონდა ჩვენი ნაკრების გამარჯვების შესახებ დავწერდი კომენტარს...
ეს თამაში ნამდვილად მოგვცემს სწორი დასკვნების გამოტანის საშუალებას. სტაბი და ფეხბურთელები თავის მხრივ დააკვირდებიან განვლილი თამაშის ლაფსუსებს, რომ თურმე გარკვეული ტემპი უნდა შესთავაზო თუნდაც ნორვეგიის ნაკრებს. ასე სატარტო აჩქარები დათმობა იგივე სტაიერულ გარბენში შესაძლებელია დამღუპველი აღმოჩნდეს!
ლაშა
28 მარტი 2023 22:11
0
სანიოლი გაგებაში არ არის ფეხბურთის
სანიოლი
29 მარტი 2023 07:59
17
თამაშიდან გამომდინარე კარგია ფრე.

მამარდას ბრავო.

ცენტრში ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, კაშია, მხოლოდ ამ 3დან უნდა ითამაშოს ძირითადში.

გოჩოლეიშვილი ან წიტაიშვილი მარცხნივ, თუ შესატევია წიტა.

ცენტრი საერთოდ არ გვყავდა, აუცილებელია გაგნიძე დამკვიდრდეს ძირითადში ჩაკვესთან ერთად.

დავითაშვილი და აზაროვი სამწუხაროდ ვერ ვითარდებიან, ლობჟანიძესაც დაკარგული აქვს გამძლეობა.

ხვიჩას 3 კაცი ეჯდა ფეხზე, მაგრამ მაინც ახერხებდა მომენტის შექმნას. მიქაუტაძე სულ ვითარდება, მაგარი ფორვარდი გვყავს. ზივზივაძეც ჩადგება ფორმაში. ბერიძეც არაა ცუდი ბიჭი.

ყველაზე სუსტი ალბათ მარჯვენა ფლანგია, მე ვინ მეკითხება მაგრამ შეიძლება გოჩოლეიშვილი მარჯვნივ დადგეს, წიტაიშვილი ხვიჩას უკან.

სანიოლმა ჩემზე უკეთ იცის, მაგრამ შემდეგ თამაშებში მგონია ეს 11ეული უფრო გაამართლებდა:

მამარდა
ცენტრი: ხოჭოლავა - კაშია (ან ლოჩოშვილი ერთ-ერთის ნაცვლად)
მარჯვნივ: გოჩოლეიშვილი და ლობჟანიძე
მარცხნივ: წიტაიშვილი და ხვიჩა
ცენტრი: ჩამშლელებად გაგნიძე და კვეკვესკირი - მათ წინ გამთამაშებლად ჩაკვეტაძე.
ფორვარდი: მიქაუტაძე ან ზივზივაძე.
დათო
29 მარტი 2023 01:20
6
ამ დავითაშვილს თავისი თავი მესი რატომ ჰგონია ვინმემ ხომ არ იციშ ????????????
??????????????????????????????????????????????????
29 მარტი 2023 00:14
1
(*მორიგი) მწვრთნელი რომელიც 1 წლის განმავლობაში ნაკრების ბირთვზე ვერ ჩამოყალიბებულა
ფედერაციის ფოკუსები
28 მარტი 2023 22:17
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული