ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი შეწყდა - "ჯვაროსნები" თამაშის გადატანას მოითხოვს?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხე ტურში შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი შეწყდა.

კვიპროსთან მატჩთან შედარებით, „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა სასტარტოში ოთხი ფეხბურთელი შეცვალა, ფაქტობრივად, 5-3-2 ტაქტიკა აირჩია, რათა ფლანგები გადაეკეტა; უკან ტანმაღალი მცველები დააყენა, ორი საყრდენი და წინ სწრაფი შემტევები. ფრანგის გათვლა გასაგები გახლდათ და იმის იმედიც გვქონდა, რომ ჩვენს გუნდს მეორე ნომრად თამაში უფრო ეხერხება.

შეხვედრის წინ მოსული ნალექი მოედნის დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანი კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, ორივე გუნდს თამაში უჭირდა და მასპინძლები მაკგრეგორმა დააწინაურა, რის შემდეგაც მსაჯმა უამინდობის გამო
შეხვედრა მინიმუმ 20 წუთით შეწყვიტა. BBC Radio Scotland-ი იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრები ასეთ პირობებსა და მდგომარეობაში თამაშს ვერ შეძლებს, თამაშის გადადებას მოითხოვს და თავადაც ასე მოიქცეოდნენ. ყოველ შემთხვევაში, არბიტრს მატჩი გოლამდე უნდა შეეჩერებინა.

გლაზგო. „ჰემპდენ პარკი“
შოტლანდია - საქართველო
გოლები: 1:0 მაკგრეგორი (6)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, კვეკვესკირი, გაგნიძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

ასევე დაგაინტერესებთ