ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

დე ლა ფუენტეს აზრით, ეს თაობა საქართველოს ისტორიაში საუკეთესოა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ და ფეხბურთელმა როდრიმ უპასუხეს.

დე ლა ფუენტემ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები პროგრესირებს, ვილი სანიოლმა კარგი გუნდი ჩამოაყალიბა; მთავარი არა ერთი კონკრეტული ფეხბურთელი (კვარაცხელია), არამედ გუნდია; მძიმე შეხვედრის მოლოდინში არიან და გამარჯვების იმედი აქვთ.

მისი თქმით, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს მუდამ ადევნებდა თვალს; ეს თაობა შეიძლება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, დიდ ბრძოლას ელიან; ბედნიერია, რომ თავის განკარგულებაში კარგი ფეხბურთელები არიან და პრობლემა არ აქვს.

როდრიმ აღნიშნა, რომ მეტოქეს
იცნობენ, ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ჯგუფში ერთ-ერთი საუკეთესოა, "ფურია როხაში" კი გარკვეულწილად გარდამავალი ეტაპია, ბევრი ახალგაზრდა ჰყავთ, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საჭირო დონე გააჩნიათ.

ასევე დაგაინტერესებთ