"ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უთამაშებლობაზე ადრე ვილაპარაკე, მიზეზი ყველამ იცის. ბიჭებმა კარგად ითამაშეს და არავის გასჩენია აზრი, რომ რაიმე დააკლდათ. საქართველო ასახელეს, თუმცა შეიძლებოდა მეტისთვისაც მიეღწიათ.
მნიშვნელობა არ აქვს, სრულად სათამაშოდ ვარ თუ არა მზად, როდესაც მოედანზე ვარ, ნაკრებისთვის და კლუბისთვის მუდამ მაქსიმუმს ვაკეთებ. ბოლო დღეებში ბევრი ვიმუშავე და მგონია, 90 წუთი სათამაშოდ მზად ვარ. დანარჩენი მატჩისას გამოჩნდება.
"ოქროს ბურთის" ნომინანტებში მოხვედრა, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, ვინაიდან იმას ნიშნავს, რომ
შრომა მიფასდება. ახლა მხოლოდ ესპანეთთან შეხვედრაზე ვფიქრობ.
ევროპის ჩემპიონატზე მე და სხვა ფეხბურთელები რომ ჩამოვსულიყავით, შეიძლებოდა ზოგიერთს თავის წარმოჩენის შესაძლებლობა არ მისცემოდა. მათ იდეალურად ითამაშეს. ისინი ერთად ორი წელია თამაშობენ და უკეთესი იქნებოდა, მეტი სათამაშო დრო მისცემოდათ. ვერ გეტყვით, შეუძლია თუ არა "ნაპოლის" ფეხბურთელს ნაკრებში წასვლაში შეუშალოს ხელი. მათ უნდა ჰკითხოთ. საქართველოსთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ და ასე იქნება მომავალშიც.
"ოქროს ბურთის" ნომინანტებში მოხვედრა, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, ვინაიდან იმას ნიშნავს, რომ
ევროპის ჩემპიონატზე მე და სხვა ფეხბურთელები რომ ჩამოვსულიყავით, შეიძლებოდა ზოგიერთს თავის წარმოჩენის შესაძლებლობა არ მისცემოდა. მათ იდეალურად ითამაშეს. ისინი ერთად ორი წელია თამაშობენ და უკეთესი იქნებოდა, მეტი სათამაშო დრო მისცემოდათ. ვერ გეტყვით, შეუძლია თუ არა "ნაპოლის" ფეხბურთელს ნაკრებში წასვლაში შეუშალოს ხელი. მათ უნდა ჰკითხოთ. საქართველოსთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ და ასე იქნება მომავალშიც.
რაც შეეხება "ნაპოლის" განცხადებას - ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ, უფლება არ მაქვს, ასე არ იყოს. ბედნიერი ვარ იმით, სადაც და როგორც ვარ. კარვახალის წინააღმდეგ თამაში სასიხარულოა. ადრე ტელევიზორში ვუყურებდი, მასთან თამაში საპასუხისმგებლოა".