როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა?

AutoSharing Option
ესპანეთთან თბილისში წაგებული (1:7) მატჩის შემდეგ Flashscore-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თამაში შეაფასა:

მამარდაშვილი 6.1, აზაროვი 6.0, კაშია 5.6, კვირკველია 4.7, გოჩოლეიშვილი 5.4, გაგნიძე 6.3, ლობჟანიძე 5.8, აბურჯანია 5.8, კიტეიშვილი 6.3, კვარაცხელია 6.2, მიქაუტაძე 6.4, ჩაკვეტაძე 6.9, დავითაშვილი 6.2, მექვაბიშვილი 6.2, დვალი 6.3, საზონოვი 6.1.

სტუმართა გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება (8.8) ჰეთ-თრიკის ავტორმა მორატამ მიიღო (8.8), ყველაზე დაბალი კი მეკარე სიმონმა (5.8).

მკითხველის კომენტარები / 41 /
ერთერთი უმთავრესი პრობლემა მაინც მგონია რომ მწვრთნელებს ვერ ვარჩევთ ყველა "ბედნიერებასთან" ერთად. კი ყველამ ვიცით რო გვყავს სუსტი ნაკრები ერთი ვარსკვლავით მაგრამ ვერც ვაისმა და ვერც სანიოლმა ვერ შეძლეს თანამედროვე ფეხბურთისთვის 2 უმთავრესი კომპონენტის სწავლა ჩვენი ნაკრებისთვის პრესინგის და ორგანიზებულობის ათვისება ფეხბურთელებისთვის. ხოლო თუ ამ ორის ხარისხი ვერ გაუუმჯობესა მწვრთნელმა გუნდს რაც სახეზეა სულ მესამე ეშელონის ნაკრებებში ვიტრიალებთ დამიჯერეთ კიდევ 2 კვარას დონის მოთამაშეც რომ დაემატოს ეხლავე ნაკრებს რაც გამორიცხულია მინიმუმ კიდევ 15-20 წელი. დისციპლინა რომ გუნდს არა აქვს კი ეს დაბალი კლასის მაჩვენებელია და იმიტომაა შეშინებულები რო გადიან მოედანზე და ამდენი შეცდომაც ამის გამო მოსდით. მწვრთნელის პირველი მოვალეობა კი რა არის ? დიახ ყველა ფეხბურთელმა იცოდეს სწორი პოზიციის შერჩევა პრესინგზე ასვლის თუ პირიქით კონტრ პრესინგზე თამაშის დროს. სწრაფი გადასვლა ცენტრიდან როცა შენმა გარემარბებმა ზონალური სივრცეების ათვისება უნდა დაიწყონ რათა გაუიოლოს პლეიმეიქერს შეტევის წამოწყება და მას მეტი არჩევანის საშუალება მისცენ პასის გასაკეთებლად, რაც ასევე არ ჩანს სანიოლის ფორმაციის გუნდში. და რა ეტყობა ამ ნაკრებს ამ კომპონენტებში ოდნავ მაინც თუ აქვს პროგრესი პირიქით ისევ ინდივიდუალიზმის იმედად კინკილა კონტრ შეტევის დროს რასაც მაღალი კლასის გუნდმა შეიძლება ერთიც არ წამოგაწყებიოს მთელ თამაშში აგერ ეს მატჩიც ამის კარგი მაგალითია. ანუ სანიოლი ვერ ართმევს თავის მოვალეობას თავს კარგად და გუნდს უკეთეს ვერ ხდის ვერცერთ სათამაშო კომპონენტში. აბა ესპანეთის დონის ნაკრების ფეხბურთელს კი არ ჭირდება საფეხბურთო ანი ბანიში განსწავლა ისენი ამას უმწვრთნელოდაც კარგად გააკეთებენ მოედანზე, შენ მაშინ ხარ პროდუქტიული მენტორი როცა საშუალო და საშუალოზე დაბალი კალიბრის გუნდებს შეათვისებიებ სწორი ფეხბურთის თამაშს, როცა ყველა ფეხბურთელმა თვალდახუჭული იცის თუ რა უნდა გააკეთოს მოედანზე ამ შემთხვევაში კი ვერ ვიხილავთ ასეთ დილეტანტურ შეცდომებს მათი შესრულებით თამაშიდან თამაშამდე. პლიუს ცენტრში ვინმე აუცილებლად მოსაძებნია მუშა საყრდენი და გამოიძახონ ის მარადაშვილი ამ "ზარალ" საყრდენებზე უარესი დარწმუნებული ვარ ვერავინ იქნება.
Charley
09 სექტემბერი 2023 02:47
11
მაგ ყველაფერს,ნაკრების მწვრთნელი ვერაფერს უშველის,თუ შესაბამისი ფეხბურთელები არ გყავს.ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებს,დიდი დიდი 60 წუთი შეეძლო,ტემპში თამაში.დღეს,ეს მაჩვენებელი საგრძნობლადაა გაზრდილი და 5 შეცვლის უფლება,საშუალებას გვაძლევს,საშუალოსთან ახლოს მყოფ ნაკრებებს ბოლომდე ავყვეთ,თუმცა პრესინგის განსახორციელებელი ენერგია,ჩვენს ბიჭებს მაინც არ აქვთ.ტყუილად ხომ არ უთითებენ,ფეხბურთელების სიაში,ვინ რომელ კლუბში თამაშობს,ესპანელი ფეხბურთელები,ესპანეთის და სხვა ტოპ ქვეყნების უძლიერესი გუნდების ლიდერები არიან,შესაბამისი მომზადებით,ორგანიზებულობით და მენტალიტეტით.ჩვენთვის კი,იმ ლიგებში თამაშიც საოცნებოა და სწორედ ეს არის კლასში სხვაობა.მხოლოდ კვარა და მამარდა,მათთან ბევრს არაფერს ნიშნავს,რადგან ისინი წერტილოვნად,შენ სუსტ წერტილებში გირტყამენ და იყენებენ, იქ მოპოვებულ უპირატესობას.ფაქტია,თანდათან ჩვენი ახალგაზრდებიც ნელნელა,მიიკვლევენ გზას,ძლიერი კლუბებისაკენ,მაგრამ სანამ სტაბილურად ათამაშდებიან,დრო სჭირდებათ.აგერ რაგბში,20 წელია,გზას მივიკვლევთ ტოპ-10 საკენ და ახლაღა ვუახლოვდებით,ფეხბურთში კი,ეს გაცილებით ძნელი მისაღწევია და დროც ბევრი სჭირდება,მუშაობასთან და ფინანსებთან ერთად.მთავარია სწორი გეგმა შეიმუშაონ და მტკიცედ მიჰყვნენ მას.კარგი ძვრები უკვე იგრძნობა,მაგრამ ეს თითქმის არაფერია,გასაკეთებელთან შედარებით.ასე რომ მოთმინების და კარგის დანახვის მეტი, სხვა არაფერი დაგვრჩენია.
პ.ს.აქ რაგბისთან გავაკეთე ანალოგია.დღეს საქართველოს ნაკრებს,პირველი თამაში აქვს მსოფლიოს თასზე და მთელი გულით ვუსურვებ სასურველი მიზნის მიღწევას.ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს,კარგი ნაკრები და ამდენი შრომის შემდეგ,იმსახურებენ წარმატებას.თუმცა მეტოქეებიც ძალიან ძლიერები არიან.
სოსო
09 სექტემბერი 2023 14:50
0
Რა მარადაშვილი ძმაო გადრანი გვყავს მაგ პოზიციაზე ბრდღვნის ტიპი ყველაფერს.მარადაშვილი ნაღდად არაა გამოსაძახებელი. ალთუნაშვილი ჯობია ასი თავით..ნუ ეწევით მაგ მედროვე ტიპის რეკლამას
charleys
09 სექტემბერი 2023 05:31
1
ყველა გამოხმაურება
სრული ჩავარდნა. მწვრთნელის ბრალია. არასწორი ტაქტიკით ათამაშა თან ვისთან.
მდააა
09 სექტემბერი 2023 16:05
2
გაგნიძეო? მომავალი წინა აქვს მაგრამ მოედანზე მისი და კიტეიშვილის ყოფნა არც შეიმჩნეოდა. აბურჯანია გასაგებია, არასოდეს არ გვყოლია და ეხლაც ცარიელი ადგილი იყო. ორი კაცი იყო შესამჩნევი - მამარდა და ჩაკვეტაძე. დანარჩენი ყველა გვამი იყო
:D
09 სექტემბერი 2023 16:33
3
პირველი მერცხალი გამასსენა ამ მატჩმა, თან წვიმაც იყო. მასტერკლასი აქ ესპანელებმა ჩაუტარეს. ესენი კი კვარაცხელიას ჩათვლით თამაშობდნენ სოფლის ბატებივით.
ირაკლი
09 სექტემბერი 2023 14:05
0
ეს “საოცრება” დვალიშვილი ჯერ ნაკრებიდან ძლივს მოვიშორეთ, ეხლა სამწვრთნელო შტაბშია. ხიზანიშვილი ფეხბურთელობისას თავისი “თავურით” და ქეცბაიას გინებით იყო დაკავებული და ეხლა ბლოკნოტით და საწერ კალამით დიდი ჭკვიანი სახით დგას, გეგონება რამე ესმოდეს მწვრთნელობის. იაშვილი, მუჯირი და დემეტრაძე ისეთივე მენეჯერები არიან როგორც მე მაო ძე დუნი. რაც შეეხება კობიაშვილს, ასეთი იმედგაცრუება იშვითია, კაცმა გერმანიაში დიდი ფეხბურთი ითამაშა, ვიფიქრე ევროპული მართვის სტილი აითვისა და იქნებ ამ წუმპიდან ამოგვიყანოს, ამან ყველაზე უარესი თვისებები გამოავლინა, ფედერაციის პრეზიდენტობას პარლამენტარობა დაამატა, გეგინება კეისარიაო, არსად არ ივარგა. რაღა კობიაშვილი და რაღა საბჭოთა კორუმპირებული საკონსერვოს ქარხნის დირექტორი.
ირაკლი
09 სექტემბერი 2023 11:31
2
რა მოხდა, ხალხო, უძლიერესმა ბრაზილიამ თავის მოედანზე, მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიასთან 1:7 არ წააგო ? "პირველი მერცხალი" არ გინახავთ ? ვიმღეროთ ახლა "აბა, ულა", კიდევ "სოფლის შენებას რა უნდა" და ერთ 60 წელიწადში თავისით დაიზრდებიან ახალი ყიფიანები, შენგელიები დარასელიები. წავლენ ეს კალაძეები, კობიაშვილები, არველაძეები აბა რა იქნება, ყურებს ნუ ჩამოვყრით. ისე, კალაძეზე გამახსენდა - "ლაგუნა-ვერეს" ადგილზე, რომ კორპუსებს აპირებ და ბახტრიონთან კორტების ადგილას უკვე კორპუსი რომ შენდება, სპორტის თითო კერა უკვე ჩაკვდა და ასე რამდენი კერა ჩაკვდა სტადიონების ადგილას კორპუსების აშენებით .....
ზურა
09 სექტემბერი 2023 14:45
4
რაც მე ესპანეთის თამაშებზე მაქვს ნანერვიულები მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ მხარს როგორ დავუჭერდი, ვინც არუნდა იყოს. მორატა ერთი საშუალო დონის ფეხბურთელი იყო სულ და რაც ესპანეთის ფანებს მორატა გვგავს განაკრიტიკები, რაღა ახლა გაეხსნა, რაც აქამდე არ გაუტანია ყველაფერი ერთად გაიტანა.
ესპანეთის ეს თაობა მაინც ვერაფერს მიაღწევს, პიკი ჰქონდათ ტორესი, ვილია, კასილასი, რამოსი, ჩავი-ინიესტას ახალგაზრდობისას და მაგათმა შემაყვარეს კიდეც ფებურთი მაგრამ აწი არამგონია ის დიდება ოდესმე გაიმეორონ.
ესპანეთი იქეთ იყოს და ჩვენ უნდა ვეძიოთ რეალური მიზეზები ასეთი დიდი ანგარიშით წაგების. უკაცრავად მაგრამ დაცვა გვყავს ძალიან დაბალი დონის და შემადგენლობაც სულელური დააყენა თავიდანვე. დაცვას ვგულისხმობ. არ გვყავს მაღალი დონის მცველები მაგრამ რაც გვყავს ისიც არ გამოიყენა.
ძალიან მიყვარს ნაკრები და მაინც ბოლონდე ვგულშემატკივრობ. ფეხბურთის სიყვარული უცხოური გუნდებისგან დავიწყე და იქ, განვითარებულ ერებში წაგებულსაც ამხნევებდა გულშემატკივარი, ამიტომ მეც ასე ვიზამ :)
ნამდვილად არ შევუერთდები მაგინებელ მასას
Spain
09 სექტემბერი 2023 13:27
1
სანამ მაფიოზობას და ნეპოტიზმს არ შეეშვება ფედერაცია, მანამდე არ გვექნება შედეგი.კვირკველია არის წაგების ფორმულა. როცა გინდა წაგება უნდა ათამაშო კვირკველია. მეგონა კაშო ერთ თამაშს ითამაშებსთქო, მარა დაბერდა ტიპი და აქ გამოცდილება ვერაფერი ბედენაა.ეგ ბაბუაჩემს რომ აქვს ეგეთი უნდა. ვათამაშოთ? ამ ორ ყოფილ მცველზე უკეთესი, მინიმუმ 3-4 ცენტრი გვყავს თუ მეტი არა. გიორბელიძე, ლოჩოშვილი, გველესიანი,. დვალმა მშვენივრად ითამაშა, მის გუნდშიც მშვენიერია. საზონოვს რა უნდა სკამზე? ტორინო ტყუილად არავის ყიდულობს. კაზახეთში რომ გადრანი თამაშობს, ყველამ ვიხილეთ მისი მაღალი დონის თამაში. მას ჩვენებმა ვერაფერი ვერ მოუხერხა. შანსს მაინც იმსახურებს. კარგი ბიჭია გაგნიძე, მაგრამ ასეთ მეტოქესთან უთამაშებელი კაცი, არ უნდა დააყენო. იგივეს ვიტყვი აბურჯანიაზეც. ერთი კიდევ, როცა ხედავ, რომ საყრდენი ზონა სუსტია, დაეყენებია წიტაიშვილი და დავიტაშვილი , აბუს ვერ აჯობებდნენ? აბუსაც აჯობებდნენ და უთამაშებელ გაგნიძესაც. კვარას ფორმა დაკარგული აქვს. ლობჟანიძე, ამ ტამაშში ვერაფერს იზამდა. მან ფლანგი სისწრაფეზე უნდა გაიაროს და კარგი ნავესი გააკეთოს, ამის შანსი მას არ მისცემია და გაქცევას აზრიც არ ქონდა. მიქაუტაძესაც რა უნდა ექნა. ჩაკვეს რომ კაცი ვერ მოუნახავ ადგილს? სანიოლს ვერ ვადანაშაულებ, რადგან მეტი არ იცის. მაგის მომყვანია დამნაშავე, მაგრამ ასეთები სპეციალურად მოჰყავთ, რადგან იაფია და მართული. ერთი სიტყვით სანამ კორუფცია და ნეპოტიზმი არ მოისპობა,შედეგი არ იქნება მეგობრებო, არააა. ტოტალიზატორი კიდე სხვა თემაა. ავტოგოლსაც დიდი კუში ექნებოდა და 5 გოლზე მეტსაც. იცოდნენ მაინც რომ ვერ მოიგებდნენნ და ბარემ ფულს იშონი კაცი. ეს ვარაუდია რა თქმა უნდა, თუმცა რა, გამორიცხულია? თეორიულადაც შესაძლებელია და პრაქტიკულადაც. მამარდა კი მაგარია. ერთი სიტყვით შოვი მოგვიწყვეს
ლევან მაღლაკელიძე
09 სექტემბერი 2023 11:28
1
მამარდამ კვარადონაზე ნაკლები შეფასება მიიღო? Რამდენი გოლი გამოაძრო მამარდამ და არაფერი რომ არ გაუკეთებია იმან მეტი? Ვინ შეაფასა ასე კვალიფიციურად და მიუკერძოებლად,ვენაცვალე
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა".
09 სექტემბერი 2023 11:18
2
რატომ დასვა სლოვანში ვაისმა სკამზე კაშია? ან რატომ გაუშვეს ნეფჩიდან კვირკველია? იმიტომ რომ მათ უკვე მაღალ დონეზე თამაში აღარ შეუძლიათ. აგერ ტორინოს მცველი საზანოვი.კრემონეზეს და სპეციას მცველები გვყავს და ამათ იძახებ!?ასევვე ამ ტაქტიკაზე ვერ გადაეწყო ჩვენი ნაკრები. ზონები თავისუფალი რჩებოდა. ჩვენ მივეჩვიეთ 5-2-3 ს და ახლა ექსპერიმენტების დრო იყო?
რერო
09 სექტემბერი 2023 11:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული