"გვსურს ესპანეთთან დავამტკიცოთ, რომ წინა მატჩში არ გაგვიმართლა" - კვარაცხელიას და ქოჩორაშვილის კომენტარი

AutoSharing Option
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში შოტლანდიასთან ნამატჩევს (2:2) nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი ქოჩორაშვილმა გააკეთეს.

ხვიჩა კვარაცხელია: "შედეგით კმაყოფილები არ ვართ. დასანანი ფრე იყო, რადგან ახლოს ვიყავით მოგებასთან. ჩემი აზრით, უფრო მეტს ვიმსახურებდით.

მნიშვნელოვანი თამაში გველის ესპანეთთან. გვახსოვს ის მარცხი, რომელიც წინა შეხვედრაში განვიცადეთ. გვსურს, ჩავიდეთ, დავიცვათ ჩვენი ნაკრების ღირსება და დავამტკიცოთ, რომ უბრალოდ არ გაგვიმართა და ჩვენი დღე არ იყო".

გიორგი ქოჩორაშვილი: "თითოეული ჩვენგანი ცდილობდა, რომ მაქსიმუმი ჩაედო ამ თამაშში, რაც გამოგვივიდა. მატჩი 2:2
დასრულდა, თუმცა შეგვეძლო მოგება და გულშემატკივრის გახარება. ვერ მოვახერხეთ, თუმცა ვეცდებით, რომ მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო მოვუმატოთ, როგორც მე, ისე მთლიანად ნაკრებმა".

altსკოტ მაკტომინეი: ქართველი ფეხბურთელები ჩვილი ბავშვებივით ტიროდნენ

altშოტლანდიელთა მწვრთნელის თქმით, საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და დროის გაყვანას ცდილობდნენ

altკვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

altვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

altკვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
როცა მწვრთნელი ფეხბურთელს ტაქტიკური თვალსაზრისით კი არა, იმის გამო ცვლის, რომ ის უბრალოდ დაიღალა და მეტი აღარ შეუძლია, რა გაუმართლებელ შეცვლებზეა საუბარი? კაცი იძახის, რომ გუნდში კვარაცხელიას გარდა არავინ ყავს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც თავის გუნდში 90 წუთს ატარებს მინდორზე და რა შედეგი უნდა მოთხოვო მწვრთნელს?
ჟორა გაბრიჭიძე
17 ნოემბერი 2023 23:57
3
ბავშვური ჟინი კარგია მაგრამ, გუნდში არაჯანსაღი სიტუაციაა, დისციპლინა საერთოდ არ არსებობს, სერიოზული მიდგომა საქმისადმი ნული, ფედერაციას კიდია პარლამენტში იმპიჩმენტზე მუშაობს, სამაგიეროდ იაშვილი და საძმო ყავს დანიშნული. თინეიჯერების ,,ბანაკი,, რომ იკრიბება ხოლმე საღლიცინოდ ეგაა ნაკრების შეკრებაც, ემატება პლუს უვიცი მწვრთნელი, ძველი ბიჭების ფედერაცია...! ინდივიდუალისტები ხანდახან გვიშველიან მაგრამ დიდი მიზნებისთვის ბრძოლაში გუნდურობაა საჭირო.
რუსთავი
17 ნოემბერი 2023 14:48
5
ესპანეთთან კი არა, ჯერ ქართველ ხალხს უნდა დაუმტკიცო რო თამაშის და მოგების თავი გაქვს და მერე გადადი ესპანეთზე, როცა ქართველი ხალხი ტაშს დაგიკრავს აი მერე შეიძლება სზღვრებს გარეთაც მიახწიო წარმატებას, ასე რომ ბაქიაობას თავი დაანებეთ, ბოდიში ვისაც არ მოგეწონათ ჩემი გამონათქვამი.
პაპა მიხო
17 ნოემბერი 2023 13:55
14
თქვენ რომელიმემ თამაშს უყურეთ? შოტლანდია წაგებას იმსახურებდა? ჩაკვეს და კვეკვეს გასვლის მერე, ჩვენი გუნდი რაიმეს აკეთებდა?
ვერგავიგე
17 ნოემბერი 2023 12:31
2
ვინ ვინ და შენ ქოჩორ ნაღდად არ გეტყობოდა რომ ყველაფერი ჩადე ამ თამაშში კოტრიალობდი სიმულიანტო
suxumchanin
17 ნოემბერი 2023 12:14
5
ლეგენდარულ დინამო თბილისსაც ჰქონდა ერთი არცთუ სახარბიელო ჩვევა: მოსაგებ თამაშს იკიდებდნენ და ბევრჯერ აუტსაიდერ გუნდებთან წაუგიათ სანამ ახალკაცმა არ მოკიდა ხელი გუნდს! აქ ვერ გაიგებ ისეთი დომხალია! მღვრიე წყალში თევზის დაჭერა იოლია! პასუხი უნდა აგოს ფედერაციამ მწვრთნელმა და შტაბმა!
ასეა
17 ნოემბერი 2023 12:11
3
კაცნაკლულმა აზერბაიჯანმა 3-0 მოუგო შვედეთს!!!!.ქართველი სპორტსმენების ფსიქოლოგია კი ვერაფრით ამოვხსენი,ბოლო წუთებზე წაგება!!!!:ფეხბურთში,კალათბურთში,ძიუდოში,თავისუფალ ჭიდაობაში,რაგბისტების წაგება მოსაგებ თამაშში(პორტუგალიასთან),ხო შეიძლება სპორტულმა ფსიქოლოგებმა იმუშაონ ამაზე,უბრალოდ ყველა ჩვენმა მეტოქემ იცის ეს ჩვენი სუსტი მხარე და ამას იყენებენ!!
ლადო
17 ნოემბერი 2023 08:46
1
ანგარიშის შენარჩუნებაზე ვიწყებთ,თამაშს და თითქმის ყოველთვის ვკარგავთ.ეს ჩვენი მუდმივი სენია,მაგრამ რაგბიში,პორტუგალიასთან მოსაგები მატჩი,როდის წავაგეთ,რაღაც არ მახსოვს,ამ ბოლო წლებში.აი მსოფლიოს თასზე,თითქმის წაგებული მატჩი,რომ გავაფრევეთ,ეს კი,მახსოვს და ისიც მახსოვს,პორტუგალიელებმა როგორ ვერ გაგვიტანეს,გასატანი ჯარიმა და ხელიდან გაუშვეს,გამარჯვება.ესე იგი მათაც ჩვენი მსგავსი პრობლემა ჰქონიათ!
სოსო
17 ნოემბერი 2023 11:46
4
ეს უფრო მენტალური პრობლემაა ვიდრე ფსიქოლოგიური!არაპროფესიონალიზმი უდისციპლინობა საქმისადმი არასერიოზული დამოკიდებულება!!!
გიორგი IV
17 ნოემბერი 2023 10:19
0

სიახლეები პოპულარული