ესპანეთი VS საქართველო - ბოლო მატჩი გაშვებული უპირატესობის შემდეგ...

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებს ერთი ქულა სჭირდება, რათა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდოს, საქართველო ნაკრებს კი ნორვეგიისთვის გადასწრება მხოლოდ გამარჯვებით შეუძლია. "ფურია როხა" და "ჯვაროსნები" ვალიადოლიდში, "ესტადიო ხოსე ზორილიაზე" დღეს, 19 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე შეხვდებიან.

განვლილი შეხვედრა...

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ორჯერ უგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა (2:2). ვილი სანიოლის გუნდმა მშვენიერი გოლები გაიტანა. აუცილებლად აღსანიშნავია გიორგი ჩაკვეტაძის ბრწყინვალე პასები. ფრანგი მთავარი მწვრთნელი იმაში უნდა შევაქოთ, რომ "ჩაკვეს" საბოლოოდ, იდეალური პოზიცია მოუძებნა და გიორგი მშვენიერი "ათიანია."

ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი მაღალი
კლასი კიდევ ერთხელ გვაჩვენა. "კვარა" 90 წუთის განმავლობაში მონდომებული და შემართული იყო. როცა საგოლე კომბინაციებზე ვსაუბროთ, იქ ოთარ კაკაბაძეც უნდა ვახსენოთ - პირველი გოლისას წამიც კი არ დაუკარგავს, კვარაცხელია ისე მოძებნა. ბოლო დროს "ნაპოლიში" ხვიჩას, როგორც "ფინიშერის" პრობლემაზე ვსაუბრობდით, ნაკრებში კი ცივსისხლიანი ფორვარდის უნარებს ამჟღავნებს და შორს არაა ის დღე, როცა "ჯვაროსნების" მაისურით ყველაზე მეტი გოლის ავტორი გახდება...

Sportall.Ge

რატომ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა? - გუნდმა, ფაქტობრივად, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში შოტლანდიელებს საშუალება მისცა, მათი მთავარი კოზირი, მაღალი ჩაწოდებები აემოქმედებინათ და ისედაც არადამაჯერებელი დაცვის ცენტრის პირობებში მასთან გამკლავება ბოლოს შეუძლებელი გახდა. საქართველოს ნაკრებს კვლავ უჭირს მოწინააღმდეგის პრესინგს თავი დააღწიოს, ბურთის შეტევაში გადატანა ინდივიდუალურ ოსტატობას უფრო უკავშირდება. ამ მხვრივ პრობლემები თითქმის ყველა რგოლშია. სანიოლის როგორც ცვლილებები, ასევე მეორე გოლის შემდეგ არჩეული სტრატეგია, წარუმატებელი აღმოჩნდა. სიმართლის თქმას არასდროს უნდა მოვერიდოთ, ეს თავად ფეხბურთელებისთვისაა უკეთესი - გიორგი მამარდაშვილმა ურთულესი დარტყმა მოიგერია, მაგრამ ფეხით თამაშისა და გამოსვლის კომპონენტებზე კვლავ ბევრი სამუშაო რჩება... აღსანიშნავია გიორგი ქოჩორაშვილის პროგრესიც, მას თანამედროვე ტიპის საყრდენისთვის ყველა მონაცემი აქვს...

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, მათ თემურ ქეცბაიას კვიპროსს 3 გოლი მალევე გაუტანეს და (3:1) გაიმარჯვეს. ისევ გაიტანა "ბარსელონას" თინეიჯერმა იამალმა. გაიას არყოფნაში მარცხნივ "ლევერკუზენში" ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ალეხანდრო ხრიმალდომ იასპარეზა ("ასისტი" მიითვალა), მარჯვენა ფლანგი კი 37 წლის ხესუს ნავასს ეკავა. კარში "არსენალელი" რაია იყო.

მატჩის წინ...

საქართველოს ნაკრებს ლევან შენგელია დააკლდება. ესპანელთა რიგებში ტრავმირებული ორიასაბალი "სოსიედადს" დაუბრუნდა. უცნობია, ითამაშებს თუ არა როდრი. სასტარტოში ნიკო უილიამსს ველით. მატჩს რუმინელი ჰარეგანი განსჯის.

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი: სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანდი, პ. ტორესი, ხრიმალდო - მერინო, ზუბიმენდი, რუისი - ფ. ტორესი, მორატა, უილიამსი.

საქართველო: მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, კალანდაძე - გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, აზაროვი - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე.

altსაქართველოს ნაკრები ესპანეთში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის გარეშე ჩავიდა

alt"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

მკითხველის კომენტარები / 68 /
მგონი დამეთანხმებით, რომ დაცვის ცენტრში აშკარა პრობლემა გვაქვს, თუმცა ჯიუტად არ აძლევენ შანსს სხვა ფეხბურთელებს თავისი შესაძლებლობების გამოსავლენად და თამაშიდან თამაშამდე ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ! რატომ?!
2
18 ნოემბერი 2023 18:02
0
იმიტომ, რომ ისეთი სპარინგ-პარტნიორები შეარჩიეს (მონღოლეთი და ტაივანი, თუ ტაილანდი), არანაირად რომ არ გამოდგებოდნენ ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად.
ოფიციალურ თამაშებში კი, ქულები გვინდა და ვერ გავრისკავთო. ეგაა მაგათი ლოგიკა.
გოგია
19 ნოემბერი 2023 10:10
1
ქოჩორაშვილმა იუხეშა, ყვითელი ბარათი მიიღო და სიმულაცია დაიწყო. ეს არ არის ქართული სტილი. თან ამის მერე თამაში აირია და გოლი ამიტომ გაგვიტანეს.
ქ. გ.
18 ნოემბერი 2023 16:12
8
საერᲗოდ რა უნდა მაგას ნაკრეᲑᲨი? რადგან ლეგიონერია და არაბა ქუᲗაისიდან არა! დდდდ.
Saba
18 ნოემბერი 2023 17:23
11
რატომ ვერ შინნარჩუნა უპირატესობა? არა მარტო ჰაერში დაცვის შემცდომებია ეგ არამედ შუა ხაზში ბურთის ჩაბარება შოტლანდიელებისთვის. ეს სანამ არ გამოსწორდება არანერ მოგებაზე ფიქრი არ შეიძლება.პასები ვერ გაუკეთებიათ წესიერად დაცვიდან შუა ხაზში და თვითონ მიიჯაჭვეს თავი საკუთარ საჯარიმოში. ბუფრთის კონტროლი ასე ჩაბარება თან საშუალო დონის შოტლანიასთან როგორ შეიძლება? ეს ისევ სამწვრთნნელო გუნდის შეცდომაა. არასწორად იძახებენ ფეხბურთელებს. არაბიძეს რატომ ჩაუდგნენხ ჯინაAში კიდევ არ მესმის. პასი საუკეთესო აქვს, ბურთს ინარჩუნებს, კარებში შორიდან ურტყავს და საჯარიმოებს ყველაზე კარგად ასრულებს.
simartle
18 ნოემბერი 2023 15:59
0
უფრო მომავალი მატჩის პრევიუა და იმიტო ჩანს მშრალი, ისე ამ ავტორისგან იდეალურ მსჯელობას ვართ შეჩვეულნი. რაც შეეხება თქვენ მიზეზებდ. ისეთი განცდა იყო, სანიოლი ნებიამიერ შემთხვევაში მაგ ხალხის შემოყვანას და მაგ ცვლილებებს აპორებდა. ან რა ნაადრევი, საკმაოდ გვიან შევიდა ყველა. უფრო სხვა მიზეზებია ანგარიშის შეუნარჩუნებლობაში. წინასწარ თუ იცოდა, ბოლოს ვერ ვივარგებდით, სხვანაირად უნდა დაეგეგმა ბოლო წუთები
Qt-ს
18 ნოემბერი 2023 15:37
1
დაგვანებული რატომ? თანამედროვე ფეხბურთში, თ რამე კატასტროფა არ ხდება მინდორზე, მწვრთნელები სადღაც 60-65 წუთამდე შეცვლას არ აკეთებენ. რაც შეეხება მცველებს, თუ ყველაფერი კარგად მიდის, მათ საერთოდ არ ცვლიან, ან თამაშის ბოლოსკენ თუ შეცვლიან და ლოჩოშვილი და შენგელიაც ფაქტიურად დაცვით ფუნქციებსაც ასრულებდა. ვნახოთ აბა ესპანეთთან, იქნებ გოჩოლეიშვლს და ალთუნაშვილს მიეცეთ შანსი, ძალიან საინტერესოა მათი ხილვაც.
QT
18 ნოემბერი 2023 19:57
1
ცოტა მშრალი ანალიზია. მოდი გავშალოთ თემა, რატომ ვერ შევინარჩუნეთ უპირატესობა და იმიტომ, რომ: სანიოლს მოუწია დაუგეგმავი ან ნაადრევი ცვლილებების გაკეთება, როდესაც შენგელიამ მიიღო ტრავმა და შემოვიდა აზაროვი და იმავე მიზეზით ლოჩოშვილი შეცვალა კალანდაძემ. კვეკვესკირის მექვაბიშვილით, მიქაუტაძეს ზივზივაძის და ჩაკვეტაძის დავითაშვილით შეცვლამაც არ გამოიღო შედეგი. ამ ხუთი ცვლლებიდან ორი ეროვნული ლიგის მოთამაშე შემოვიდა, ცხადად ჩანდა სხვაობა მათსა და შოტალნდიელებს შორის, მეორე გოლიც კალანდაძეს დაჯაბნას მოყვა, ვერც მექვაბიშვილი გაუმკვლადა მაკტომინეის და სხვა შოტალნდიელებს. ზივიზივაძეს და აზაროვს სამწუხაროდ აკლიათ სათამაშO პრაქტიკა და არაა გასაკვირი კარგად რომ ვერ ჩაერთვნენ, ხოლო დავითაშვილს იმხელა ემოციური ფონი ქონდა თამაშის წინ, შვილი შეეძინა და ვულოცავ, ისისც ვერ შემოვიდა კარგად. ამაშია საქმე, ყველაფრერს დავარქვათ თავის სახელი, საწყენიც არაფერია ამაში და ჯობია ბოლომდე ითქვას სათქმელი.
QT
18 ნოემბერი 2023 14:49
6
ყაზახეთზე და მოლდოვაზე რომ წერთ. მაგათ ჯგუფები ჩვენ რომ შეგვხვედროდა აუცილებლად გავიდოდით. მინიმუმ ბოლო ტურამდე გასვლის შანსს არ დავკარგავდით.
აკო
18 ნოემბერი 2023 13:53
15
კი ნამდვილად მასეა მაგრამ ჯგუფიდან რომ გავსულიყავით მერე ამ ქართველთმოძულე "ქართველებს" რა ეშველებოდათ?? ვისზე ამოანთხევდნენ თავიანთ ბოღმას?
საქართველო
18 ნოემბერი 2023 16:03
9
ორმოცდათხუთმეტი წლის სტაჟი მაქვს და არა მგონია, ქართული ფეხბურთი ჩემზე მეტად ბევრს უყვარდეს, ამიტომ თავს უფლებას მივცემ რამდენიმე შეფასება გავაკეთო.
1.ვინც ფეხბუთელებს უპატივცემულოდ მოიხსენიებს, ნაკრებს და ფედერაციას ლანძღავს, უმეტეობა რაღაც მოსაზრების გამო ანგაჟირებულია და მეეჭვება ერთი თამაში მაინც ქონდეთ თავიდან ბოლომდე ნანახი და ქართულ ფეხბურთზე მართლაც შესტკიოდეთ გული. ეს თაობა აკეთებს მაქსიმუმს,რაც შეუძლია. ეს არის 90-იანების მეორე ნახევარში და 2000-იანების დასაწყისში დაბადებული თაობა და ფეხბურთი კი არა, საერთოდ ქვეყანა იყო მაგ პერიოდში გაპარტახებული, უკეთესი ფეხბურთელები ვერ იზრდებოდნენ.
2.ნაკრების ფეხბურთელებიდან მხოლოდ ორი - კვარაცხელია და მამარდაშვილი არიან ტოპ ხუთი ლიგის გუნდის ძირითადის მოთამაშეები. ძირითადის მოთამაშეა თავის გუნდში კიტეიშვილი, კაშია, კვირკველია, დავითაშვილი და მგონი ამოიწურა სია, ხოლო ეს რა რანგის გუნდებია, ფეხბურთის მოყვარულებმა მშვენივრად იციან. დანარჩენები შეცვლაზე მოიაზრებიან თავიანთ გუნდებში და ისიც ყველა თამაშზე არ გამოყავთ. ამ ფეხბურთელებმა თავდადებული თამაშით ერთალიგის ჯგუფი მოიგეს და რანგით თანასწორებს ღირსეულად ეთამაშებიან, თუმცა გრანდებთან და ძლიერ გუნდებთან უჭირთ.
3.სანიოლი უძლიერესი ფეხბურთელი იყო და როგორ გამოადგა ჩვენს ნაკრებს, მარტში შეგვეძლება შევაფასოთ. შეცდომებს უშვებს და ყველაზე საგრძნობი ესპანეთთან ორი ცენტრალური მცველით თამაში იყო, თუმცა ასეთ ესპანეთს ვერც სამი შეაჩერებდა. მეორეს მხრივ, ტოპმიულერი და კუპერი გვყავდა თავიანთი კარიერის წარმატებულ პერიოდებში მწვრთნელებად, მაგრამ სანიოლის დარიც ვერაფერი გააკეთეს.
4.ახლანდელმა ფედერაციამ ბევრი გააკეთა ფეხბურთის განვითარებისთვის და ჩემი შეფასებით წარმატებულიც არის.კობიაშვილი ღირსეული ფეხბურთელი იყო და მგონია, ღირსეული პიროვნება და პრეზიდენტია. ჩემი აზრით, ვინც მას ლანძღავს, პოლიტიკურად ანგაჟირებულია. ფედერაციასაც ქონდა ორი აშკარა შეცდომა - მაკედონიასთან უნდა მიეღწია მაყურებლების 30%-ის დაშვება სტადიონზე და ამ ზაფხულში აქცენტი არა ევროშესარჩევზე, არამედ ახალგაზრდულის ჩემპიონატზე უნდა გაეკეათებინა, როგორმე დაეთანხმებინა ხვიჩა და ჟორჟიკა (ჩვენებურად) თამაშზე.
5.ფედერაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ქართული წარმომავლობის პერსპექტიული ფეხბურთელებისთვის მოქალაქეობის მოსაპოვებლად. ამჟამად საუბარია ვახანიაზე და მე სპეციალურად ვუყურებ როსტოვის (რუსეთის ჩემპიონატის ჩემთვის საზიზღარ) თამაშებს, რომ ეს ბიჭი ვნახო. ჩემი შეფასებით კარგი ფეხბურთი უნდა ითამაშოს და ჩვენ იმდენად მცირერიცხოვანი ერი ვართ, რომ ურა პატრიოტებმა თავი უნდა შეიკავონ რუსეთში გაზრდილი ბიჭების ლანძღვისგან. გუშინწინ ვნახე - უნგრეთის ნაკრებში ნატურალიზებული ზანგი თამაშობდა, სომხები ყველაფერს აკეთებენ რომ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან მიიზიდონ თავიანთ წარმომავლობის ბიჭები, იტალიელებიც კი ათამაშებენ სხვა ქვეყანაში გაზედილებს და ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ.
5.საკმაოდ კარგი თაობა მოდის და ჩემი შეფასებით ეს იმიტომ ხდება, რომ მათი ბავშვობის პერიოდში უკეთესი პირობები იყო ფეხბურთელების გაზრდისთვის. კიდევ უკეთესი თაობები წამოვა თანდათან იმიტომ, რომ ქვეყანა და მათ შორის ფებურთი მეტად განვითარდება, ჩვენ ზოგადად ნიჭიერი ერი ვართ და ფეხბურთიც გენში აქვთ ჩვენს ბიჭებს.

არჩი
18 ნოემბერი 2023 13:31
16
ფულის კეთების გარდა რა ნახეთ ფედერაციის გაკეთებული ქოცებო,ერთი სიტყვა გაგიგიათ კობიაშვილის პარლამენტში?ან ფედერაციაში რას აკეთებს?ძმაკაცებს ასაქმებს?ბარო ჟორაჯან ესე გვინდა ფეხბურთი წინ წავწიოთ?
არჩის,სოსოს.
19 ნოემბერი 2023 09:49
2
გაფიცებ დააკონკრეტე რაში გამოიხატება ქვეყნის წინსვლა?ოღონდ სადღეგრძელოების გარეშე,მხოლოდ ფაქტები!წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე გამოდიხარ და ვერ გექნება ობოექტურობაზე პრეტენზია!
არჩი-ს
18 ნოემბერი 2023 18:44
7
ყველა გამოხმაურება
ესპანეთს მამარდაშვილი შესწავლილი ჰყავს. ამ თამაშში ლორია უნდა იყოს კარში.
ქ. გ.
18 ნოემბერი 2023 13:28
12
მაგ ლოგიკით, კოჭოია ლაშქარაშვილი ვათამაშოთ. კაციშვილი არ იცნობს.
ჰაჰა
18 ნოემბერი 2023 15:23
6
მოლდოვა და ყაზახეთი ინარჩუნებენ შანს, თუ გასვლაზე ყაზახეთი მოუგებს სლოვენიას, ჩეხეთს მოუგებს მოლდოვა და ჩატოვებს ჯგუფში ჩეხეთს და პოლონეთს! ჩვენ კიდევ სანიოლი ვაქოთ და ვადიდოთ თავისი ხუშტურებით ფედერაციასთან ერთად! ყაზახეთმა და მოლდოვამ ჯგუფში ჩვენზე მეტი ქულებიც დააგროვეს და შანსსაც ინარჩუნებენ! მაგათ ისეთი ნიჭის არც კვარაცხელია ყავთ, არც ჩაკვეტაძე და არც არაბიძე! აი მაგალითი, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ნორმალური მთავარი მწვრთნელის ყოლას, რომელმაც იცის თავის საქმის კეთება და არ არის დილეტანტი ამ საქმეში, როგორც სანიოლია!
მწვრთნელი
18 ნოემბერი 2023 13:23
3
ყაზახეთი კიდევ ჰო, მაგრამ მოლდოვასგან ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი! ჯგუფში ჩატოვო პოლონეთი თავის ლევანდოვსკიანად, არ ვიცი! ამ დროს ჩვენ ფრე ძლივს გავუგორეთ უჰოლანდო ნორვეგიას და შოტლანდიის მეორე გუნდს სახლში! 7-1 შევრცხვით ესპანეთთან და რა შედეგი ვიფიქრო ხვალინდელ შეხვედრაზე არ ვიცი! 7-2, თუ 5-3 ესპანეთთან!?
მწვრთნელი
18 ნოემბერი 2023 13:44
3
მაგათ ჯგუფებიდან ჩვენ უკვე გასულები ვიქნებოდით.
ტტტ
18 ნოემბერი 2023 13:26
15
ქოჩორაშვილი და კიკინაშვილი არის სირცხვილი სპორტში სადაც კრუიფი,ბეკენბაუერი,მარადონა და ძველი დინამო რასაც თამაშობდნენ ეს სპორტი კი არა პოეზიაა...რატომაც ვერ მოიგეს ერთბურთიან სხვაობაზე ჟოპასტენკას თამაში არ უნდა დაიწყო და კარებში არ უნდა ჩადგე თორმ აუცილებლად გაუშვებ მოწინააღმდეგე ფსიქოლოგიურად რომ დაამარცხო ორბურთიანი სხვაობა მაინც გინდა
ჟორა
18 ნოემბერი 2023 13:19
15
ჟორიკ დღევანდელმა თაობამ იცის ჟოპასტენკა რა არის?ფეხბურთი კაცმა უნდა ითამაშოს და არა კაცმაცუნამ,ეს ფეხბურთის თამაში არა ესე თამაში თუ უნდა ბევრი თეატრი არის თბილისში,ისე საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გვყავს ჟოპასტენკას რომ თამაშობს ამათ გონიათ მიზანი ამართებს საშუალებას-მოგება ყველაფრის ხარჯზე გამართლებულია?40 წელია გასული და ჩელეზე დღესაც ლაპარაკობენ,გავა წლები და მაინტერესებს ჟოპასტენკის მოთამაშეებს როგორ გაიხსენებენ,
ჟორიკას
19 ნოემბერი 2023 10:18
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული