ესპანეთი VS საქართველო - ბოლო მატჩი გაშვებული უპირატესობის შემდეგ...

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებს ერთი ქულა სჭირდება, რათა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდოს, საქართველო ნაკრებს კი ნორვეგიისთვის გადასწრება მხოლოდ გამარჯვებით შეუძლია. "ფურია როხა" და "ჯვაროსნები" ვალიადოლიდში, "ესტადიო ხოსე ზორილიაზე" დღეს, 19 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე შეხვდებიან.

განვლილი შეხვედრა...

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ორჯერ უგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა (2:2). ვილი სანიოლის გუნდმა მშვენიერი გოლები გაიტანა. აუცილებლად აღსანიშნავია გიორგი ჩაკვეტაძის ბრწყინვალე პასები. ფრანგი მთავარი მწვრთნელი იმაში უნდა შევაქოთ, რომ "ჩაკვეს" საბოლოოდ, იდეალური პოზიცია მოუძებნა და გიორგი მშვენიერი "ათიანია."

ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი მაღალი
კლასი კიდევ ერთხელ გვაჩვენა. "კვარა" 90 წუთის განმავლობაში მონდომებული და შემართული იყო. როცა საგოლე კომბინაციებზე ვსაუბროთ, იქ ოთარ კაკაბაძეც უნდა ვახსენოთ - პირველი გოლისას წამიც კი არ დაუკარგავს, კვარაცხელია ისე მოძებნა. ბოლო დროს "ნაპოლიში" ხვიჩას, როგორც "ფინიშერის" პრობლემაზე ვსაუბრობდით, ნაკრებში კი ცივსისხლიანი ფორვარდის უნარებს ამჟღავნებს და შორს არაა ის დღე, როცა "ჯვაროსნების" მაისურით ყველაზე მეტი გოლის ავტორი გახდება...

Sportall.Ge

რატომ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა? - გუნდმა, ფაქტობრივად, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში შოტლანდიელებს საშუალება მისცა, მათი მთავარი კოზირი, მაღალი ჩაწოდებები აემოქმედებინათ და ისედაც არადამაჯერებელი დაცვის ცენტრის პირობებში მასთან გამკლავება ბოლოს შეუძლებელი გახდა. საქართველოს ნაკრებს კვლავ უჭირს მოწინააღმდეგის პრესინგს თავი დააღწიოს, ბურთის შეტევაში გადატანა ინდივიდუალურ ოსტატობას უფრო უკავშირდება. ამ მხვრივ პრობლემები თითქმის ყველა რგოლშია. სანიოლის როგორც ცვლილებები, ასევე მეორე გოლის შემდეგ არჩეული სტრატეგია, წარუმატებელი აღმოჩნდა. სიმართლის თქმას არასდროს უნდა მოვერიდოთ, ეს თავად ფეხბურთელებისთვისაა უკეთესი - გიორგი მამარდაშვილმა ურთულესი დარტყმა მოიგერია, მაგრამ ფეხით თამაშისა და გამოსვლის კომპონენტებზე კვლავ ბევრი სამუშაო რჩება... აღსანიშნავია გიორგი ქოჩორაშვილის პროგრესიც, მას თანამედროვე ტიპის საყრდენისთვის ყველა მონაცემი აქვს...

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, მათ თემურ ქეცბაიას კვიპროსს 3 გოლი მალევე გაუტანეს და (3:1) გაიმარჯვეს. ისევ გაიტანა "ბარსელონას" თინეიჯერმა იამალმა. გაიას არყოფნაში მარცხნივ "ლევერკუზენში" ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ალეხანდრო ხრიმალდომ იასპარეზა ("ასისტი" მიითვალა), მარჯვენა ფლანგი კი 37 წლის ხესუს ნავასს ეკავა. კარში "არსენალელი" რაია იყო.

მატჩის წინ...

საქართველოს ნაკრებს ლევან შენგელია დააკლდება. ესპანელთა რიგებში ტრავმირებული ორიასაბალი "სოსიედადს" დაუბრუნდა. უცნობია, ითამაშებს თუ არა როდრი. სასტარტოში ნიკო უილიამსს ველით. მატჩს რუმინელი ჰარეგანი განსჯის.

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი: სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანდი, პ. ტორესი, ხრიმალდო - მერინო, ზუბიმენდი, რუისი - ფ. ტორესი, მორატა, უილიამსი.

საქართველო: მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, კალანდაძე - გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, აზაროვი - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე.

altსაქართველოს ნაკრები ესპანეთში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის გარეშე ჩავიდა

alt"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

მკითხველის კომენტარები / 68 /
მოლდოვა და ყაზახეთი ინარჩუნებენ შანს, თუ გასვლაზე ყაზახეთი მოუგებს სლოვენიას, ჩეხეთს მოუგებს მოლდოვა და ჩატოვებს ჯგუფში ჩეხეთს და პოლონეთს! ჩვენ კიდევ სანიოლი ვაქოთ და ვადიდოთ თავისი ხუშტურებით ფედერაციასთან ერთად! ყაზახეთმა და მოლდოვამ ჯგუფში ჩვენზე მეტი ქულებიც დააგროვეს და შანსსაც ინარჩუნებენ! მაგათ ისეთი ნიჭის არც კვარაცხელია ყავთ, არც ჩაკვეტაძე და არც არაბიძე! აი მაგალითი, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ნორმალური მთავარი მწვრთნელის ყოლას, რომელმაც იცის თავის საქმის კეთება და არ არის დილეტანტი ამ საქმეში, როგორც სანიოლია!
მწვრთნელი
18 ნოემბერი 2023 13:23
3
ყაზახეთი კიდევ ჰო, მაგრამ მოლდოვასგან ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი! ჯგუფში ჩატოვო პოლონეთი თავის ლევანდოვსკიანად, არ ვიცი! ამ დროს ჩვენ ფრე ძლივს გავუგორეთ უჰოლანდო ნორვეგიას და შოტლანდიის მეორე გუნდს სახლში! 7-1 შევრცხვით ესპანეთთან და რა შედეგი ვიფიქრო ხვალინდელ შეხვედრაზე არ ვიცი! 7-2, თუ 5-3 ესპანეთთან!?
მწვრთნელი
18 ნოემბერი 2023 13:44
3
მაგათ ჯგუფებიდან ჩვენ უკვე გასულები ვიქნებოდით.
ტტტ
18 ნოემბერი 2023 13:26
15
საქართველოს ნაკრები ვერასდროს ითამაშებს ძალის მიერ და დაცვით ფეხბურთს ეს შოტლანდიასთან კარგად გამოჩნდა.ქართული ფეხბურთის კოზირი იყო და იქნება ბურთით და კობინაციებით თამაშიასევე დრიბლინგები რომელსაც კვარაცხელია საბა ლობჟანიძე არაბიძე რომლის არ გამოყენება დანაშაულად მიმაჩნია მე პირაფად აგრეთვე წიტაიშვილი რომელიც მცველი არ არი და შემტევია მაგრამ ნაკრებში დაცვით ფუნქციებს აკისრებენ იმის თქმა მინდა რომ რესურსი ნამდვილად არი მაგრამ ამას კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელების სწორად შერჩევა ჭირდება საყრდენებიო ამბობენ ქოჩორაშვილი მაგარი ბიჭია და მუშაობა უნდა გააგრძელოს ალთუნაშვილი რომელიც მუშა და მოძრავი საყრდენია მაგრამ ნაკრებში არ იყენებენ. ლუკა გაგნიძე, სიგუა რომელიც სწორ ადგილზე მოხვდა და დიდი პოტენციალი აქვს კიტეიშვილი რომელიც მეორე საყრდენად მაგრად თამაშობს და ბურთის დაჭერა კარგად ეხერხება სულ მუშაობს მოედანზე.მივადეგით დაცვას ფლანგები კარგია დაცვის ცენტრი კი უსუსტესია აქ უკვე
ივა გელაშვილი ლოჩოშვილი საზონოვი კალანდაძე ამათი დრო მოვიდა და ერთმანეთთან კონკურეციაში შევლენ უფრო გაიზრდებიან ეს ბიჭები მაგარი მცველები არიან ამას უბრალოდ დანახვა უნდა.მიმაჩნია რო ნაკრები 2 ცენტრალური მცველით უნდა თამაშობდეს და არა 3. ანუ 4 მცველით და არა 5-ით.როცა ნაკრები 5 მცველით თამაშობს ნახევარ დაცვის ცენტრი აგრეთვე შემტევი პოტენციალი სუსტია. ესპანეთთან და ესეთი ტიპის გუნდებთან არ ვიძახი ჩვენ მაგათ დონეზე ჯერ არ ვართ.ახლა მწვრთნელზე მინდა ვთქვა სანიოლი არის სულ სხვა იმადთან რაც ზემოთ ჩამოვთვალე ის აკადემიურ და უფრო დაცვით ანუ ძალის მიერ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას ეს კი ჩვენგან ძალიან შორს არი.ჩვენი ფეხბურთი არის ახლოს სამხრეთ ამერიკულთან რომელიც ძალიან თამაშის დროს პერიოდულად ფეთქებადი და კობინაციურია ისინი ძალის მიერ ფეხბურთს არ თამაშობენ,მაგრამ როგორ გამოსდით! ამაზე აღარ ვილაპარაკებ ეს მთელმა პლანეტამ იცის როგორ თამაშობენ სამხრეთ ამერიკელები.დასკვნა კვალიფიციური საშუალო დონის სამხრეთ ამერიკელი მწვრთნელი ან ქართველი მწვრთნელი ჭირდება ნაკრებს სასწრაფოდ რო ეს ყველაფერი სისრულეში მოვიდეს და პოტენციალი სრულად გამოვიყენოთ.ახლა ვეტერანებზე მინდა ვთქვა კვეკვესკირი კაშია კვირკველია ლორია დიდი მადლობა ბიჭებო რაც ნაკრების თვის გააკეთეთ მაგრა წასვლის დრო მოვიდა როგორც ეს კანკავამ გააკეთა.ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება ეს შოტლანდიასთან თამაშსი კარგად გამოჩნდა ხალხი უფრო დაჰაფასებთ ასეთ შემთხვევაში.მეკარეები კი ნაკრებს კარგები ყავს და ამაზე აღარ ვილაპარაკებ.
ქომაგი
19 ნოემბერი 2023 11:34
0
100% გეთანხმები. სამხრეთ ამერიკელი მწვრთნელი გვჭირდება უეჭველი
ვანჩოპე
19 ნოემბერი 2023 13:05
0
ვაშააააა!!!
ეგ თქვენი სურვილებია. სინამდვილე დაუნდობელია. შემსრულებლები არ გვყავს. კვარას გარდა. დანარჩენი ფიზიკურად ვერ ქაჩავენ, გადაწყვეტილებას ანუ სწორ გაგრძელებას დიდხანს იღებს, მარტო დრიბლინგი იციან. ამიტომ ირჩევენ ნაკრების მწვრთნელები დაცვიდან თამაშს. თუნდაც ქართველები, ქეცბაია ხანდახან 6 მცველს ათამაშებდა, ცხადაძემ შემოიღო ხუთი მცველით თამაში. საიდან აიღებთ იმას რომ ქართული ფეხბურთი თურმე მარტო კომბინაციური და შემტევია???ძველ დინამოზე რომ ლაპარაკობენ, მაშინ დაცვა და ნახევარდაცვა გვყავდა მაგარი. ვირივით მუშაობდნენ, რათა ყიფიანს, გუცაევს და შენგელიას ეფრინათ. მანამდე ხურცილავა, ძოძუაშვილი, ჩოხელი იდგნენ კლდესავით. გასული საუკუნი 60-70-ანი წლების გამოთქმაა, ფეხბურთის გუნდი შედგება იმათგან ვინც პიანინოს ეზიდება, ხოლო რამდენიმე პიანინოზე უკრავს. არ გინდათ ბავშვები მოტყუება და ლეგენდების შეთხზვა. შოტლანდიასთან პირველი ტაიმი შემტევიც იყო და კომბინაციურიც. ყველა უცხოელი მაგას ამბობს, მაგრამ გადაიღალნენ, შესაბამისი შემცვლელები არ გვყავს. ეგ არის.
პატივისცემით
19 ნოემბერი 2023 14:23
2
ცოტა მშრალი ანალიზია. მოდი გავშალოთ თემა, რატომ ვერ შევინარჩუნეთ უპირატესობა და იმიტომ, რომ: სანიოლს მოუწია დაუგეგმავი ან ნაადრევი ცვლილებების გაკეთება, როდესაც შენგელიამ მიიღო ტრავმა და შემოვიდა აზაროვი და იმავე მიზეზით ლოჩოშვილი შეცვალა კალანდაძემ. კვეკვესკირის მექვაბიშვილით, მიქაუტაძეს ზივზივაძის და ჩაკვეტაძის დავითაშვილით შეცვლამაც არ გამოიღო შედეგი. ამ ხუთი ცვლლებიდან ორი ეროვნული ლიგის მოთამაშე შემოვიდა, ცხადად ჩანდა სხვაობა მათსა და შოტალნდიელებს შორის, მეორე გოლიც კალანდაძეს დაჯაბნას მოყვა, ვერც მექვაბიშვილი გაუმკვლადა მაკტომინეის და სხვა შოტალნდიელებს. ზივიზივაძეს და აზაროვს სამწუხაროდ აკლიათ სათამაშO პრაქტიკა და არაა გასაკვირი კარგად რომ ვერ ჩაერთვნენ, ხოლო დავითაშვილს იმხელა ემოციური ფონი ქონდა თამაშის წინ, შვილი შეეძინა და ვულოცავ, ისისც ვერ შემოვიდა კარგად. ამაშია საქმე, ყველაფრერს დავარქვათ თავის სახელი, საწყენიც არაფერია ამაში და ჯობია ბოლომდე ითქვას სათქმელი.
QT
18 ნოემბერი 2023 14:49
6
დღეს ლორია უნდა დააყენოს სასტარტოში.
ქ. გ.
19 ნოემბერი 2023 10:29
4
რათა გაშიფრეს ესპანელებმა მამარდაშვილი?ქვემოთ ჰაჰაჰამ დაწერა კოჭოია ლაშქარაშვილი დავაყენოთ კარში გაშიფრული არ არისო.
შიო
19 ნოემბერი 2023 10:41
4
სანიოლს ესპანეთთან პირველი თამაში დაავიწყდა ეტყობა, დროის გაყვანა, დაცვაში ჩადგომა (მაშინ კვარას გაყვანით) ცუდ შედეგებს რო იღებს ეგ ტაქტიკა... და ეს გორიალი მოედანზე... არ ვარგია ეგრე. მაკტომინეი გაბუქებულად და ზედმეტს ტატყანებს, მარა იდეაში მართალს ამბობს. ეს თამაში ჩვენ უნდა მოგვეგო და შემთხვებით გადარჩენილ შეხვედრაზე ამ გოროაბის და საბავშვო ბაღის გამო ვერ მოვიგეთო ვერ უნდა ამბობდეს მეორე გუნდის ლიდერი.
რა გადხდა შეუტიე და აღარ ექნება ეგ დრო ისედაც მოწინააღმდეგეს შენ რო გექნება ბურთი
რა მაფიაა?
18 ნოემბერი 2023 18:40
1
ქოჩორაშვილმა 2-1 ზე ლოგიკურად შეაჩერა სწრაფი კონტრშეტევა ჯარიმით(ᲧᲕᲔᲚᲐ მასე მოიქცეოდა)
მერე როცა მოსაბოდიშებლად მივიდა და ხელი გაუწოდა მაკტომინეიმ ხელი ჰკრა და ესეც დაეცა ცოტა გააფორმა-ესეც სწორი საქციელია და რა გინდათ?
ქართული სტილი რაა? გარეთ დალოდებოდა და ეცემა ძმაკაცებთან ერთად და ბოლოს სახეზე შრამი დაედო?
Levani
18 ნოემბერი 2023 18:15
11
ქოჩორაშვილი და კიკინაშვილი არის სირცხვილი სპორტში სადაც კრუიფი,ბეკენბაუერი,მარადონა და ძველი დინამო რასაც თამაშობდნენ ეს სპორტი კი არა პოეზიაა...რატომაც ვერ მოიგეს ერთბურთიან სხვაობაზე ჟოპასტენკას თამაში არ უნდა დაიწყო და კარებში არ უნდა ჩადგე თორმ აუცილებლად გაუშვებ მოწინააღმდეგე ფსიქოლოგიურად რომ დაამარცხო ორბურთიანი სხვაობა მაინც გინდა
ჟორა
18 ნოემბერი 2023 13:19
15
ჟორიკ დღევანდელმა თაობამ იცის ჟოპასტენკა რა არის?ფეხბურთი კაცმა უნდა ითამაშოს და არა კაცმაცუნამ,ეს ფეხბურთის თამაში არა ესე თამაში თუ უნდა ბევრი თეატრი არის თბილისში,ისე საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გვყავს ჟოპასტენკას რომ თამაშობს ამათ გონიათ მიზანი ამართებს საშუალებას-მოგება ყველაფრის ხარჯზე გამართლებულია?40 წელია გასული და ჩელეზე დღესაც ლაპარაკობენ,გავა წლები და მაინტერესებს ჟოპასტენკის მოთამაშეებს როგორ გაიხსენებენ,
ჟორიკას
19 ნოემბერი 2023 10:18
1
სანიოლის მწვრთნელობა არ გაიშვას, ვნახავთ დღეს 7 მცველით და ერთი თავდამსხმელით თამაშს.
ფედერაცია უნდა მოშორდეს, ,,საძმოს,, და ,,ძველი ბიჭების,, გარდა უნიჭო უვიცები და უცოდინრებიც არიან. კობიაშვილმა 1 წლიანი აუსბილდუნგი გააკეთა გერმანიაში და ხალხმა აიტაცა, ევროპაში ისწავლა ააყვავებსო ფეხბურთს. ხალხი 3-4 წელი სწავლობს ხოლმე იგივე პროგრამით ცოტა რამე რომ ისწავლონ. რაც არ უნდა იყოს ძველი ბიჭები უნდა მოშორდნენ ფეხბურთს და ფედერაციას, ის კიარა და ბავშვთა ფეხბურთშიც უნდა გაიფილტრონ მსგავსი მენტალიტეტის მწვრთნელები, არც ამ მენტალიტეტის ფეხბურთელებს უნდა მიეცეთ წინსვლის საშუალება სულ რომ ვარსკვლავებს წყვეტდნენ!
რუსთავი
19 ნოემბერი 2023 17:57
2
ფიზიკაში გვჭირდება მომატება.
ეს ამ თაობის მინუსია და კარგი იქნება მომავალს მივცეთ იმის შანსი, რომ 90 წუთი შეძლონ სირბილი.
სხვა მხრივ ბიჭებმა ამ თამაშში სული და გული ჩადეს, ასე მგონია მე.
ესეთი ძლიერი და მოტივირებული შოტლანდია კი, კენი დალგლიშის მერე არ მახსოვს.
100%
19 ნოემბერი 2023 10:25
0
ყაზახეთზე და მოლდოვაზე რომ წერთ. მაგათ ჯგუფები ჩვენ რომ შეგვხვედროდა აუცილებლად გავიდოდით. მინიმუმ ბოლო ტურამდე გასვლის შანსს არ დავკარგავდით.
აკო
18 ნოემბერი 2023 13:53
15
კი ნამდვილად მასეა მაგრამ ჯგუფიდან რომ გავსულიყავით მერე ამ ქართველთმოძულე "ქართველებს" რა ეშველებოდათ?? ვისზე ამოანთხევდნენ თავიანთ ბოღმას?
საქართველო
18 ნოემბერი 2023 16:03
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული