ესპანეთი VS საქართველო - ბოლო მატჩი გაშვებული უპირატესობის შემდეგ...

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებს ერთი ქულა სჭირდება, რათა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდოს, საქართველო ნაკრებს კი ნორვეგიისთვის გადასწრება მხოლოდ გამარჯვებით შეუძლია. "ფურია როხა" და "ჯვაროსნები" ვალიადოლიდში, "ესტადიო ხოსე ზორილიაზე" დღეს, 19 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე შეხვდებიან.

განვლილი შეხვედრა...

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ორჯერ უგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა (2:2). ვილი სანიოლის გუნდმა მშვენიერი გოლები გაიტანა. აუცილებლად აღსანიშნავია გიორგი ჩაკვეტაძის ბრწყინვალე პასები. ფრანგი მთავარი მწვრთნელი იმაში უნდა შევაქოთ, რომ "ჩაკვეს" საბოლოოდ, იდეალური პოზიცია მოუძებნა და გიორგი მშვენიერი "ათიანია."

ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი მაღალი
კლასი კიდევ ერთხელ გვაჩვენა. "კვარა" 90 წუთის განმავლობაში მონდომებული და შემართული იყო. როცა საგოლე კომბინაციებზე ვსაუბროთ, იქ ოთარ კაკაბაძეც უნდა ვახსენოთ - პირველი გოლისას წამიც კი არ დაუკარგავს, კვარაცხელია ისე მოძებნა. ბოლო დროს "ნაპოლიში" ხვიჩას, როგორც "ფინიშერის" პრობლემაზე ვსაუბრობდით, ნაკრებში კი ცივსისხლიანი ფორვარდის უნარებს ამჟღავნებს და შორს არაა ის დღე, როცა "ჯვაროსნების" მაისურით ყველაზე მეტი გოლის ავტორი გახდება...

Sportall.Ge

რატომ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა? - გუნდმა, ფაქტობრივად, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში შოტლანდიელებს საშუალება მისცა, მათი მთავარი კოზირი, მაღალი ჩაწოდებები აემოქმედებინათ და ისედაც არადამაჯერებელი დაცვის ცენტრის პირობებში მასთან გამკლავება ბოლოს შეუძლებელი გახდა. საქართველოს ნაკრებს კვლავ უჭირს მოწინააღმდეგის პრესინგს თავი დააღწიოს, ბურთის შეტევაში გადატანა ინდივიდუალურ ოსტატობას უფრო უკავშირდება. ამ მხვრივ პრობლემები თითქმის ყველა რგოლშია. სანიოლის როგორც ცვლილებები, ასევე მეორე გოლის შემდეგ არჩეული სტრატეგია, წარუმატებელი აღმოჩნდა. სიმართლის თქმას არასდროს უნდა მოვერიდოთ, ეს თავად ფეხბურთელებისთვისაა უკეთესი - გიორგი მამარდაშვილმა ურთულესი დარტყმა მოიგერია, მაგრამ ფეხით თამაშისა და გამოსვლის კომპონენტებზე კვლავ ბევრი სამუშაო რჩება... აღსანიშნავია გიორგი ქოჩორაშვილის პროგრესიც, მას თანამედროვე ტიპის საყრდენისთვის ყველა მონაცემი აქვს...

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, მათ თემურ ქეცბაიას კვიპროსს 3 გოლი მალევე გაუტანეს და (3:1) გაიმარჯვეს. ისევ გაიტანა "ბარსელონას" თინეიჯერმა იამალმა. გაიას არყოფნაში მარცხნივ "ლევერკუზენში" ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ალეხანდრო ხრიმალდომ იასპარეზა ("ასისტი" მიითვალა), მარჯვენა ფლანგი კი 37 წლის ხესუს ნავასს ეკავა. კარში "არსენალელი" რაია იყო.

მატჩის წინ...

საქართველოს ნაკრებს ლევან შენგელია დააკლდება. ესპანელთა რიგებში ტრავმირებული ორიასაბალი "სოსიედადს" დაუბრუნდა. უცნობია, ითამაშებს თუ არა როდრი. სასტარტოში ნიკო უილიამსს ველით. მატჩს რუმინელი ჰარეგანი განსჯის.

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი: სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანდი, პ. ტორესი, ხრიმალდო - მერინო, ზუბიმენდი, რუისი - ფ. ტორესი, მორატა, უილიამსი.

საქართველო: მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, კალანდაძე - გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, აზაროვი - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე.

altსაქართველოს ნაკრები ესპანეთში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის გარეშე ჩავიდა

alt"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

მკითხველის კომენტარები / 68 /
წარმატებები ბიჭებო!!! ღმერთი თქვენსკენ❤️
გულშემატკივარი
19 ნოემბერი 2023 14:10
0
მამარდაშვილმა დღესაც რომ დაუშვას შეცდომები, მორალურად ეს ცუდად იმოქმედებს მასზე. ისედაც ეტყობა ფსიქოლოგიური დაღლილობა. დღეს სანიოლმა არ უნდა ათამაშოს მამარდაშვილი.
ქ. გ.
19 ნოემბერი 2023 13:59
1
უფრო მომავალი მატჩის პრევიუა და იმიტო ჩანს მშრალი, ისე ამ ავტორისგან იდეალურ მსჯელობას ვართ შეჩვეულნი. რაც შეეხება თქვენ მიზეზებდ. ისეთი განცდა იყო, სანიოლი ნებიამიერ შემთხვევაში მაგ ხალხის შემოყვანას და მაგ ცვლილებებს აპორებდა. ან რა ნაადრევი, საკმაოდ გვიან შევიდა ყველა. უფრო სხვა მიზეზებია ანგარიშის შეუნარჩუნებლობაში. წინასწარ თუ იცოდა, ბოლოს ვერ ვივარგებდით, სხვანაირად უნდა დაეგეგმა ბოლო წუთები
Qt-ს
18 ნოემბერი 2023 15:37
1
დაგვანებული რატომ? თანამედროვე ფეხბურთში, თ რამე კატასტროფა არ ხდება მინდორზე, მწვრთნელები სადღაც 60-65 წუთამდე შეცვლას არ აკეთებენ. რაც შეეხება მცველებს, თუ ყველაფერი კარგად მიდის, მათ საერთოდ არ ცვლიან, ან თამაშის ბოლოსკენ თუ შეცვლიან და ლოჩოშვილი და შენგელიაც ფაქტიურად დაცვით ფუნქციებსაც ასრულებდა. ვნახოთ აბა ესპანეთთან, იქნებ გოჩოლეიშვლს და ალთუნაშვილს მიეცეთ შანსი, ძალიან საინტერესოა მათი ხილვაც.
QT
18 ნოემბერი 2023 19:57
1
არაბიძე აუცილებლად უნდა ვათამაშოთ ნაკრებში. იხ საუკეთესოა ჯარიმების შესრულებაში. ეს კი აქილევსის ქუსლია ჩვენს ნაკრებში. სხვა მხრივაც არაფერი დაეწუნება ამ ეტაპზე
ლექხო
19 ნოემბერი 2023 17:22
3
ესპანეთს მამარდაშვილი შესწავლილი ჰყავს. ამ თამაშში ლორია უნდა იყოს კარში.
ქ. გ.
18 ნოემბერი 2023 13:28
12
მაგ ლოგიკით, კოჭოია ლაშქარაშვილი ვათამაშოთ. კაციშვილი არ იცნობს.
ჰაჰა
18 ნოემბერი 2023 15:23
6
G.L.A-ს----ფედერაციის კრიტიკა საჭიროცაა და აუცილებელიც ,ნაკრები ხომ მათი საქმიანობის პირდაპირი შედეგია,მაგრამ მათი შეცვლით განა რამე შEიცვლება უკეთესობისკენ?დამოუკიდებლობის რომელ ეტაპზე გვყავდა ფედერაცია,რომელიც კრიტიკას არ იმსახურებდა? განა წინეები უკეტესები იყვნენ ან ახალს თუ მოვიყვანთ უკეთესი იქნება?არა და არა.საკითხი მასშტაბურია და სათავიდან მოდის .იმ სათავიდან საიდანაც იწყება და წყდება სახელმწიფოს პოლიტიკური წყობის,პოლიტიკური სისტემის და მართვის სტილისა და მეთოდების არჩევა და ცხოვრებაში გატარება.თქვენ რატომ ხართ უცხოეთში?სისტემის გამო ხომ არა? აქ დარჩენილიყავით და გებრძოლათ როგორც ფეხბურთის ასევე,სხვა უამრავი პრობლემის მოგვარებისათვის? მაგრამ დაუძლეველთან შებმას თქვენ გაქცევა ამჯობინეთ.აქ თუ ვერაFერი გააკეთეთ ,აბა მაქედან ლაპარაკით რა უნდა გააკეთოთ? მე ძAლიან მტკივა და განვიცდი ყველა ქართველის უცხოეთში წასვლას და გადახვეწას.თანაც დაბრუნებას აღარ ვაპირებო,მაშ რაღა აზრი აქვს მაქედან მოძღვრვას და ლაპარაკს? მალე ხომ ყველაფერი დავიწყებას მიეცემა და გაქრება?
არგუტი
19 ნოემბერი 2023 09:46
2
საქართველოში ეხლა დრო დადგა, როცა ფედერაციის შეცვლაც გმირობის ტოლფასია, რადგან ეს "მდიდარი ოჯახის" შთამომავალნი და "კონსტიტუციონალისტი" თმახუჭუჭა ბიჭები ფიქრობენ რომ სამუდამოდ ჩაიგდეს ქვეყანა ჯიბეში და სულ ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი გარდა უკვე ხსენებული ჯიბისა.
რატომ ველით რაიმე შედეგს თუ საბავშვო ფეხბურთის მწვრთნელების სრული უმრავლესობა არის გაუნათლებელი და უწიგნური ხალხი, რომელიც ამ საქმეს მხოლოდ ოჯახის სარჩენად აკეთებს? ისლანდიაში ფეხბურთის დონის ასამაღლებლად ასობით მწვრთნელი მოამზადეს ინგლისსა და გერმანიაში,რომლებმაც ისლანდიაში დაბრუნების მერე დაიწყეს ბავშვებთან მუშაობა და მხოლოდ ათიოდე წელიწადში დაიდო შედეგი.პროფესინალიზმი საჭიროა ყველა ეტაპზე, მხოლოდ სადღეგრძელოს დალევა და სტადიონზე საქართველოს ( რბილი ლ-თი) ძახილი საქმეს არ შველის.
ჟორა
19 ნოემბერი 2023 11:57
2
თამაშის დასაწყისში მიქაუტაძე და კვარაცხელია გაიტანენ გოლებს ჩაკვეტაძის ასისტით. ამის შემდეგ არ გაჩერდეთ. დაცვაში არ ჩადგეთ. გააგრძელეთ შემტევი ფეხბურთის თამაში.
ქ. გ.
19 ნოემბერი 2023 15:08
3
ესპანეთის ეს ნაკრები არგენტინასაც მოუგებს დიდი ანგარიშით. წესით 3:0 უნდა დამთავრდეს დღევანდელი თამაში, მაგრამ შეიძლება "გატყდეს" და 1:2 ან 0:1 დამთავრდეს საქართველოს სასარგებლოდ. "გატეხვის" შემთხვევაში იქნება წითელი ბარათი ესპანეთის მხარეს. საქართველოს მოგებას 26 კუში აქვს და უნდა დავსვა დღეს და არ გეწყინოთ. წარმატებები ყველას!!!
ყურადღება!!!
19 ნოემბერი 2023 10:20
1
მაშინ შოტლანდიაც წააგებს ნორვეგიასთან
A
19 ნოემბერი 2023 14:59
0
მე პირადად სპალეტისა და გარსიას ტაქტიკას შორის ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავდი,უფრო მეტიც გარსიას ხელში გუნდმა გააგრძელა იმ ფეხბურთის თამაში რა ფეხბურთსაც თამაშობდა გასული სეზონის ბოლოს .ერთადერთი რაც შეიცვალა იყო კიმის ნაცვლად ნათანის დაყენება.შეიძლება მე ვცდები და დიდად დამავალებთ თუ ვინმე ამიხსნის.ახლა თურმე მაცარი გვპირდება სიახლეს და 4-3-3 ტაქტიკით აათამაშებს გუნდს.აქ სიახლე რა არის? არ ვიცი,არ ვიცი !
arguti
19 ნოემბერი 2023 14:14
0
ქომაგს-----რას დაგიჟინია ქართული ფეხბურთის კოზირი,კომბინაციური და შემტევი იყო და არისო? ორ მოკლე პასს ვერ აძლევენ ერთმანეთს ზედიზედ და რა კომბინაციაზე და შეტევაზე ლაპარაკობ? შეუტევ ,ზურგს მოაშიშვლებ ,ბურთს უმალვე დაკარგავ და გიყვარდეს გოლების თვლა საკუთარ კარში,ესპანეთი მონაგონი იქნება.რამდენადაც კონტიგენტი თანმიმდევრული შეტევების საშუალებას არ იძლევა ,იქნებ თავდაცვითი მოქმედებები შევასწავლოთ [რომელიც შედარებით ადვილია,ვიდრე შეტევა]და კონტრშეტევებით ვეცადოთ ფონს გასვლა? ეს საძრახისი სულაც არ არის.ბევრი გრანდიც[რეალი] კი იყენებს ამ მეთოდს,რომელსაც უმაღლესი შეტევის პოტენციალი აქვს,მაგრამ როცა გამწარებული მეტოქე თავგამეტებით ეკვეთება ის დაცვაში ჯდება და მწვავე კონტრშეტევებით პასუხობს.დავანებოთ თავი ილუზიურ მსჯელობებს და რეალურად ვიაზროვნოთ.
arguti
19 ნოემბერი 2023 13:41
4
გამწარებული რო გიტევს თვითონაც ხო იშიშვლებს ზურგს-ამ დროს ართმევ ბურთს და გყავს შემადგენლობა რომელმაც არ იცის სად წაიღოს ეს წართმეული ბურთი.
დააყენე რა შემტევი შემადგენლობა და ათამაშე პრესინგი-ვინც დაიღლება შეცვალე მერე ვინ გიშლის(სასურველია ისევ შემტევით).
მაგრამ აქ არის ის პრობლემა რო ბებერი მცველები გვყავს და კომფორტულად გრძნობენ თავს ღრმა დაცვაში.
მთელი ეს კაშია-კვირკველია მერე ზემოთ კვეკვე-აბუ,ახალგაზრდა მექვაბიშვილი და ესენი ყველა მოსაშორებელია ნაკრებიდან
Levani
19 ნოემბერი 2023 19:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული