"ქართველებსაც შეუძლიათ ერთა ლიგაზე თავი საუკეთესოდ წარმოაჩინონ" - უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
ერთა ლიგის B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან, უკრაინასთან და ალბანეთთან მოხვდა. წილისყრა "კარპატის" ამჟამინდელმა და უკრაინის ეროვნული გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა შეაფასა.

- წილისყრაზე რას იტყვით?
- ნორმალური კენჭისყრაა, ყველა გუნდთან საჭიროა არა მხოლოდ ვითამაშოთ, არამედ დავამარცხოთ. წილისყრა ნორმალურია, შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო.

- ამ ტურნირისგან რას უნდა ველოდოთ?
- ერთა ლიგა საინტერესო ტურნირია. ჩვენი დივიზიონი უნდა მოვიგოთ და მაღლა ავიწიოთ.

Sportall.Ge

- მეტოქეთაგან ყველაზე მეტად ვისთან იქნება რთული თამაშები: ჩეხეთთან, ალბანეთთან თუ საქართველოსთან?
- უკანასკნელ ხანს ყველა გუნდი პროგრესირებს. ალბანეთიც, საქართველო - ახლა
სრულიად სხვა გუნდებია. ჩეხები კი ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტები არიან. კიდევ ვამბობ, უკრაინა ამჟამად ფორმაშია და ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაა საჭირო.

- მთავარი კონკურენტი ჩეხეთია?
- ალბანეთიც არაა იოლი მოწინააღმდეგე, ქართველებსაც შეუძლიათ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინონ, მაგრამ ვთვლი, რომ უკრაინამ პირველი ადგილი უნდა დაიკავოს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
უკრაინას ყველაზე ძლიერი ნაკრები ყავს ამ ჯგუფში მარა მუღამი მაქვს რო მაგათ მოვუგოთ ჩვენ ნაკრებს რო არაფრად თვლიან.. და კვარაზე ალბათ ნერვებიც ეშლებათ,კვარამ უნდა შეუგდოს შინ და გარეთ... ჯერ ეს პლეიოფი გავიაროთ და მერე ყველაფერი კარგად იქნება...
berg
14 თებერვალი 2024 01:01
0
ვფიქრობ უკეთესად დაბალანსებულ და საბრძოლო ჯგუფს ვერც კი ვინატრებდით. პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენს ჯგუფში მკვეთრად გამოხატული გრანდი არ მოხვდა და ფაქტიურად ყველა გუნდს შეუძლია პირველობისთვის ბრძოლა, რა თქმა უნდა მეტნაკლები უპირატესობით, თუმცა პირველ რიგში რაც გვჭირდება ეს მაინც ევროპის ჩემპიონატზე ფინალურ სტადიაზე მოხვედრაა. რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი ეს - 1) მოჯადოებული წრის გარღვევაა საჭირო, რათა ერთხელ და სამუდამოდ დიდ ტურნირზე გამოსვლის გამოცდილება მივიღოთ 2) დიდი შანსია, მსგავსი რანგის ტურნირზე ნაკრების კიდევ 2-3 ფეხბურთელი ევროპული გრანდების რადარზე მოხვდეს 3) ქართული ფეხბურთი ბოლოს და ბოლოს გავიდეს ფართო მასებში და ჩვენი ქვეყანა განიხილებოდეს ე.წ ექსპორტის ბაზრად, რაც მომავალ თაობებს მეტ პერსპექტივას შეუქმნის.

კანკავა ჩემი აზრით ძალიან ჭირდება ნაკრებს და ასევე კარგი იქნებოდა 4-2-3-1 ტაქტიკის გამოყენება შემდეგი სასტარტო შემადნეგლობით: გოჩოლეიშვილი (მარჯვნივ), საზონოვი (ცენტრალური მარჯვენა), კაშია (ცენტრალური მარცხენა), ლოჩოშვილი (მარცხნივ), კანკავა(საყრდენი მარცხნივ), ქოჩორაშვილი (საყრდენი მარჯვნივ), ჩაკვეტაძე (შემტევი მარცხნივ), კვარაცხელია (შემტევი ცენტრი), კიტეიშვილი (შემტევი მარჯვნივ), ზივზივაძე (ფორვარდი).
pablo
10 თებერვალი 2024 11:15
4
ჯგუფი რთულია,თუმცა ბრძოლა ყველგან შეიძლება. უკრაინა და ჩეხეთი ძლიერი გუნდები არიან,უფრო ჩეხეთი მოსჩან ძლიერ გუნდად,რადგან დისციპლინირებული გუნდია,ხოლო უკრაინა თუ ხასიათზე არის,ყველას მოგება შეუძლია,ჩვენთან ხასიათზე იქნებიან,რადგან რუსების არ იყოს,არც მათ ვეხატებით გულზე. ყველამ ალბანეთი ჩამოწერა,თუმცა ძლიერი გუნდია და ჩვენი მიზანი უნდა იყოს ბოლო ადგილას არ გავიდეთ. არც ეს არის გარანტია იმისა რო ბ ლიგაში დავრჩებით,თუმცა ბოლო ადგილი სირცხვილია მაინც. ისე ჯობია ც ლიგაში ჩამოვიდეთ,რათა ასე მოვხდეთ ევროპაზე. საკვალიფიკაციოდან ჩვენ გასვლის შანსი მიზერულია და ეს არახალია,ამიტომაც ც ლიგა ჯობია სათამაშოდ. რაც შეეხება კიევის რუსების მოსაზრებას,ცდილობენ დიპლომატიური პასუხის გაცემას,თუმცა იმდენად არ გვცემენ პატივს რო მაინც არ გამოსდით კარგი პასუხის გაცემა. დემჩენკომ რაც თქვა,ეგ არის არაპროფესიონალიზმი,სხვა მწვრთნელის საქმიანობაში უხეშად ხელის ფათური და არაკოლეგიალური. რასაც თამაშობს ნაკრები და რასაც ათამაშებს სანიოლი,ეგ დემჩენკოს საქმე არ არის,ამიტომაც თავის დინამოს მიხედოს,არავის არაფერზე წამოედოს. აქ ამბობენ,რომ ყველას აქვს აზრი გამოთქმის უფლებაო,თუმცა ეგრე არ არის მთლად. როცა მუშაობ სადღას და სხვა მუშაობს სხვაგან,არ უნდა აფათურო ხელები სხვის საქმეში,ეს არაპროფესიონალური დამოკიდებულება არის. გადახედეთ ევროპელ მწვრთნელებს,თუ არ აქებენ მეტოქე მწვრთნელებს ან სხვებს,შანსი არ არის ტაქტიკაზე ან სხვა რამეზე ისაუბრონ.ამიტომაც არიან ისინი ევროპელები,დემჩენკო რუსულ სტეპებში გამოზრდილი უკრაინელი. ამიტომაც არ ვართ მზად იმისთვის,რომ თავს ევროპელები დავუძახოთ არც ჩვენ და არც უკრაინლებმა. ფურცელზე დაწერე თუ გინდა,თუმცა ეს არ გაგხდის ევროპულად მოაზროვნედ. დემჩენკოზე ისიც დაწერეს,თურმე უკრაინის პატრიოტი არის და ა.შ. თუ პატრიოტი არის,აქ რა უნდა? იქ არ უნდა იყოს და ომობდეს? ლამაზ ბათუმში ცხოვრობს(როგორც ბევრი უკრაინელი) და დინამოსგან მსუყე ხელფასს იღებს,მაგარი პატრიოტობა არის. თან უკრაინას ცოცხალი ძალის პრობლემა აქვს და ძალით მიყავთ უკვე ხალხი ფრონტზე,ეს თუ პატრიოტია,წავიდეს და იომოს. როცა შენი ქვეყანა ომში და შენს თავს ეძახი პატრიოტს,ფეხბურთის თამაში კი არა,იქ უნდა გარბოდე. ქართველებს გვყავდა ასეთი მაგარი კაცი ლევან აბაშიძე,ერთერთი გამორჩეული მსახიობი იყო,თუმცა ქვეყანაში ომი იყო და ომში წავიდა. ლევანი იყო პატრიტი თავისი ქვეყანის და არა დემჩენკო. ვისწავლოთ და განვასხვაოთ,ვინ არის გმირი და ვინ არა.და კიდევ,კაშია იდგება დაცვაში თუ ბაგრატიონ მუხრანსკი,ეს უკრაინელების საქმე არ არის. შევხდებით და გამოჩნდება ვინ ვის მოუგებს. თუ გონიათ რო მაგათი მუტრუკი ჯობია ჩვენს კვარას,ძალიან შემცდარან და გამოჩნდება მოედანზე.ან მაგათი ტრუბინი ჯობია ჩვენს მამარდას,მაგ დროისთვის მამარდა პრემიერლიგაში უნდა იყოს უკვე და ყველა ვნახავთ რა იქნება.
კოლა არსენიჩი
10 თებერვალი 2024 07:23
7
კიტემ იმაზე მნივნელოვანი გოლი გაიტანა ვიდრე გაპიარებულის ერთმა, მაგრამ არავის აინტერესებს.. "საოცარ" პროპაგანდ(on)ისტულ დროში ვცხოვრობთ
OsimheN1
10 თებერვალი 2024 01:44
8
ამათმა არ იციან ჩვენი ბეტონივით დაცვის და ელვისებური შეტევის ამბავი ალბათ!დიდი ანგარიშით დავამარცხებთ ყველას!სად ბორდო ლევანტე შტურმი კარლსრუე და სად არსენალი ევერტონი ჟირონა???ან სად ჩვენი დინამოები და სად მაგათი შახტარი კიევის დინამო ზორია....არა აშკარად ძლიერები ვართ უფრო!!!

გიორგი IV
09 თებერვალი 2024 23:42
19
ყურადღებას ნუ მიაქცევ ამათ მეგობარო. ესენი არიან ქვეყნის მტრები და მეტი არაფერი. არაფრისმაქნისი, მოლაყბე ლუზერები. მე მრცხვენია იმის რომ თქვენც ქართველი გქვიათ და მეც.
M_ს
10 თებერვალი 2024 13:48
0
კი ისინი ძლიერები არიან უფრო და უკეთეს გუნდებში თამაშობენ მაგრამ, სარკაზმი მემგონი უადგილოა შეგეძლო სხვანაირად გეთქვა, შეგექო მეტოქე და გეთქვა რომ უფრო მეტი შანსი აქვთ. და არ დაგემცირებინა ისინი ვინც შენ ქვეყანაში საუკეთესო ფეხბურთელები არიან.
M
10 თებერვალი 2024 02:38
0
ეს კი არა დემჩენკოს რეები ულაპარაკია,ქართველები დაცვით ფეხბურთს თამაშობენ და უკრაინას პრობლემებს ვერ შეუქმნიანო.გაუშვეს დინამოდან?
gio
09 თებერვალი 2024 22:43
10
რატომ გვიყვარს ე.წ. კუდაბზიკობა და არ გვსურს რეალობას ჩავხედოთ თვალებში?! არაფერი ისეთი დემჩენკოს არ უთქვამს, რაც შეუფერებელია! კაცმა აღნიშნა, რომ არ მოსწონს ის დაცვითი სტილი, რასაც სანიოლი ათამაშებს ნაკრებს და ისიც დააყოლა, საქართველოს კარგი შემტევები ჰყავსო. ხოლო ის, რომ უკრაინა ფავორიტად მიიჩნია, რატომ უნდა გაგვიკვირდეს?! ჯერ ერთი უკრაინელია და როგორც თავისი ქვეყნის პატრიოტი, საკუთარს აყენებს წინ. მერე მეორე, გადავხედოთ წამყვან უკრაინელ ფეხბურთელებს სად თამაშონ და მერე შევადაროთ ჩვენებს. ჩვენ ორი ტოპ-მოთამაშე გვყავს ტოპ-ლიგებში (კვარა და მამარდა; მიქაუტაძე ამ ეტაპზე არ ითვლება), ხოლო უკრაინელები რამდენია ასეთი?! დოვბიკი, ციგანკოვი (ჟირონა), ლუნინი (რეალი), ზინჩენკო (არსენალი), მუდრიკი (ჩელსი), იარემჩუკი (ვალენსია), ტრუბინი (ბეფიკა), მიკოლენკო (ევერტონი), მალინოვსკი (ჯენოა) - თუნდაც ეს სია საკმარისია. ასე რომ, შევეშვათ უკადრისობას და საქმეს მივხედოთ, ანუ საქმით დავამტკიცოთ თუ გვაქვს რაიმეს ამბიცია
fani
10 თებერვალი 2024 00:45
0
Norvegiastan da espanetan arc shotlandiastan arunaxia sheni gundis tamashi tore mase ver gabedavda tqmas!!!
Tbilis
10 თებერვალი 2024 00:12
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული