ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

"საქართველო ყაზახეთი არაა, მაგრამ მათი სუსტი დაცვით შეგიძლიათ ისარგებლოთ" - კვიპროსელმა ჟურნალისტმა ბერძნებს რჩევა მისცა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები 26 მარტს საბერძნეთს უმასპინძლებს. ბერძნული SDNA "ჯვაროსნების" თამაშის შესახებ აზრის გასაგებად კვიპროსელ ჟურნალისტს გიორგიოს ცაველასს დაუკავშირდა, რომელიც 2023 წლის 15 ოქტომბერს თბილისში ჩვენი გუნდისა და კვიპროსის ნაკრების შეხვედრას დაესწრო:

"იმ მატჩზე 28 ათასი გულშმატკივარი მოვიდა. 4:0 მოგვიგეს. სტადიონი 54 ათას მაყურებელზე მეტს იტევს და ქართველები აქტიურად დაუჭერენ თავიანთ გუნდს მხარს. პირველ ტაიმში შევებრძოლეთ, მეორეში კი ოთხი გოლი გავუშვით და დავმარცხდით.

მათ კარგი გუნდი, გამოცდილი ნახევარმცველები და თავდამსხმელები ჰყავთ. გამოსარჩევია ხვიჩა კვარაცხელია, აგრეთვე მეკარე
გიორგი მამარდაშვილი. კვიპროსი ძალიან ღრმად ჩადგა დაცვაში და ამისათვის დაისაჯა.

საბერძნეთთან სულ სხვა თამაში იქნება. თქვენ უფრო აგრესიულად იმოქმედებთ და ფავორიტებად მიგიჩნევთ. თუმცა, საქართველო ყაზახეთი არაა, ძალიან ყურადღებით თამაში გჭირდებათ, განსაკუთრებით მოედნის ცენტრში. დაცვაში სუსტი ადგილები აქვთ და ამით შეგიძლიათ ისარგებლოთ".

ასევე დაგაინტერესებთ