"რატომ შეუძლია საქართველოს ევროპირველობაზე გასვლა, აზერბაიჯანს კი - არა" - რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კითხვაზე უპასუხა

AutoSharing Option
"ფერენცვაროშისა" და რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა azerisport-თან ინტერვიუში "ყარაბაღისა" და აზერბაიჯანის ეროვნული გუნდის შესახებ ისაუბრა. მას კითხვა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შესახებაც დაუსვეს.

- თუ აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციიდან ნაკრების ჩაბარების თაობაზე დამიკავშირდებიან, განხილვისთვის მზად ვარ, მაგრამ ჯერ ამ თემაზე საუბარი არ გვქონია.

- ჩვენთან ხშირად ისმის კითხვა: რატომ შეუძლია საქართველოს ევროზე გასვლა, ჩვენ კი - არა? საინტერესოა თქვენი აზრის მოსმენა, რატომაა ასე?
- სხვათა შორის, ევროპის პირველობის ფინალურ სტადიაზე მოხვედრასთან ახლოს ყაზახეთიც იყო. კითხვა სწორადაა დასმული, განსაკუთრებით, აზერბაიჯანელისგან.
საჭიროა არსის გაგება, შეფასება და გადაწყვეტილებისადმი სისტემურად მიდგომა. გასაგებია, ერთ წუთში ეს საკითხი არ გადაიჭრება, თუმცა სისტემურად მიდგომის შემთხვევაში გადავჭრით. დადგება "დღე Х" და აზერბაიჯანიც შეიძლება იყოს ევროპის საუკეთესო გუნდების კოჰორტაში.

- აპირებთ თუ არა ევროს გერმანიაში ყურებას? რას უნდა ველოდოთ ქართველებისგან, თუ ევროპირველობაზე გასვლა მათი "ჭერი" იყო? და ვინ მიგაჩნიათ ტურნირის ფავორიტად?
- გამგზავრებას არ ვაპირებ, რადგან სხვა საქმეები მაქვს, მაგრამ თვალყურს მივადევნებ. ალბანეთის ნაკრებში ჩემი ყოფილი ფეხბურთელები არიან და მათ ყურადღებით დავაკვირდები. ვუყურებ საქართველოს ნაკრების მატჩებსაც. იმედი მაქვს,  ისინი ყველანი წარმატებით იასპარეზებენ. მით უმეტეს, ორივე გუნდს ტოპ-ლიგების მოთამაშეები ჰყავს. ჩემი აზრით, ფავორიტები ინგლისი, იტალია, საფრანგეთი და გერმანია არიან. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ახალბედებიც თავს კარგად წარმოაჩენენ.

მკითხველის კომენტარები / 33 /
მიზეზი ბევრია თუ რატომ ვერ გავა აზერბაიჯანი ევროპაზე. პირველ რიგში ტრადიციები ( სპორტულ ტრადიციებს ვგულისხმობ) .დამისახელოს ვინმემ ფეხბურთის ისტორიაში აზერბაიჯანელი თუნდაც საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის ფეხბურთელი. მე ორს გავიხსენებდი.ისკანდერ ჯავადოვი და მაშალა ახმედოვი. მათზე შეიძლება ითქვას საშუალო. არცერთი მათგანი სსრკს ნაკრებში ვერ ხვდებოდა. ასე რომ ნავთობი და ფეხბურთი სხვადასხვაა.
დავით 67
07:17 16-05-2024
1
დიდ სანაკრებო ტურნირზე გასვლას ნიჭი სჭირდება და არა ფული, განსხვავებით საკლუბო ფეხბურთისგან. ესაა პასუხი.
ერა
00:56 16-05-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული