საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შეკრება გრძელდება. ლუქსემბურგთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება. 26 მარტს, ჩვენი გუნდი დინამო არენაზე საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო - საბერძნეთის შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება მატჩზე დასასწრები ბილეთების 23 მარტს, არასრულ ექვს საათში გაიყიდა. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

26 მარტს, 19:00 საათიდან, რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ფანზონა იფუნქციონირებს, სადაც მატჩის დიდ ეკრანზე ტრანსლირება მოხდება. კოკა კოლას და საქართველოს ბანკის მიერ მოეწყობა სხვადასხვა
გასართობი აქტივობები. ადგილზე იმუშავებს საკვები ობიექტები და ნაკრების ოფიციალური ფანშოპი, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენას შეძლებთ.
nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
13 მაისის ღამე რომ დაგვიყენოთ, მჯერა ეს შეგიძლიათ, სხვა შემთხვევაში წლები დასჭირდება აქამდე მისვლას, თუმცა კი ვაცნობიერებთ, თუ რა სიძლიერის ( მაგრამ არა დაუმარცხებელ) გუნდთან გვაქვს საქმე, გაიხარეთ ბიჭებო და გაგვახარეთ, ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცელი უნდა დაწეროთ, წარმატება თქვენ, გვიყვარხართ!!!!!!!!
გელა
25 მარტი 2024 06:55
0
ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ!იმედია საქართველოს გაახარებენ.ბერძნები როგორც მეტოქეები ,უხერხულიც არიან, საკმაოდ ძლიერებიც და ძალიან პროვოკაციულებიც,თუ ოდნავ მათ სასიკეთოდ არ წავიდა საქმე, ყველაფერ უნამუსობაზე წამსვლელი არიან.აბა თქვენ იცით ბიჭებო,ღმერთი თქვენთან!თავს უნდა გადაახტეთ,სული და გული ჩადოთ და სპორტულ იღბალსაც გისურვებთ!1981 წლის 13 მაისივით გამოგვიყვანეთ ქუჩებში..
გურულო
24 მარტი 2024 18:05
0
*მასწავლებლად არ გამოვდგები,ერთს *ვთხოვ მარტო ბიჭებს. დარწმუნებული *ვარ ბერძნები მჭიდრო პრესინგს *ითამაშებენ,გემუდარებით ამაზე *იმუშავეთ.მოუკლავთ ამ გეგმას? *მოუკლავთ ოცნებას ევროზე.ჩემი *მხრიდან,პირველი გოლის გამტანის *სახელს, ჩემ ჯერ არ დაბადებული *შვილიშვილს დავარქმევ.თქვენც *დაუჭირეთ მხარი როგორც შეძლებთ *მეგობრებო.გემუდარებით ნუ**მოგვიკლავთ ოცნებას ბიჭებო.*
მამუკა სეფიაშვილი
24 მარტი 2024 11:36
1
ორი ოთარი,რამდენიმე გიორგი,ორი საბა...
და მაინც ბუდუ ერქმევა შენს შვილიშვილს 100%
Levani
24 მარტი 2024 13:57
0
Ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გიმყოფოს პატარა... *ხვიჩა*))))
გ.შ.
24 მარტი 2024 12:01
0
Ნახეთ ვინმემ უკრაინელი კომენტატორების რეაქცია ლუქსემბურგელების არ ჩათვლილ გოლზე?უყურეთ როგორ იკაიფეს? 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალესო...
Მერე ნახეთ რუსი კომენტატორების რეაქცია ჩვენს გოლებზე...
სლავა უკრაინშიკებო თქვენი შუბა დავხიე და იქვე რუსეთის მოყვარულების ზედვე
24 მარტი 2024 10:11
16
დღესაც ჩავრთე “დროის მანქანა) ისევ წამის მეასედით გამოვიდა და თან ტაბლო სრულიად არ ჩანდა არ ჩანდა რომელი წუთი იყო …რაც ჩანდა ეს იყო საქართველო 2: ….რა ვი იმედია 2 ბურთი გვეყოფა თამაშის მოსაგებად ….!!!!
მდაა
24 მარტი 2024 01:51
0
ბედმაც უნდა გაგვიღიმოს და გაგვიმართლოს ცოტაზე მეტიც.უფრო გამართლების იმედი მაქ,ვიდრე სანიოლის.
მირო
23 მარტი 2024 23:39
9
მოგება! სხვა ვარიანტი არც განიხილება!
ლაშა
23 მარტი 2024 22:43
3
100000000000000000000000000000000000000000%-იანი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ლაშას
23 მარტი 2024 22:57
1
ვერ გავიგე მე ვერ ამოვიკითხე ხვიჩას ხახელი თუ მართლა არარის ან ბუდუც ?/???
ასევე
23 მარტი 2024 22:29
15
კვარა ისევ არ არის ამ შემადგენლობაში :)!?
დაწერა რომ გეზარებათ გასაგებია, მაგრამ როცა წინა თამაშის შემადგელობა კოპი პეისტით გადმოგაქვთ ცოტა ტვინიც და ყურადღებაც დაატანეთ
inviz9
23 მარტი 2024 22:20
2

სიახლეები პოპულარული