ირაკლი კობახიძე: ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი, სამწვრთნელო შტაბი და სფფ-ის ხელმძღვანელობა ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

AutoSharing Option
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 26-ვე ფეხბურთელი, სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

"გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად ჩვენი საამაყო გუნდის წევრების, მთლიანად ნაკრების ღირსების ორდებით დაჯილდოების თაობაზე.

მინდა დავაზუსტო, რომ დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომლებიც იყვნენ გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ თითოეულ მათგანს ღირსების ორდენს. ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე.

ესენი არიან ნამდვილად ღირსეული ადამიანები და ეს არის მინიმალური დაფასება, რაც მათ
შეიძლება მიიღონ ქვეყნისგან და სახელმწიფოსგან. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, ნაკრებს, ფედერაციას და დარწმუნებული ვარ, წინ გველის დიდი გამარჯვებები და წარმატებები. რაც მთავარია, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს", - თქვა პრემიერმა. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს პენალტებში 4:2 სძლია და ამ პრესტიჟული ტურნირის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ალალად თქვი ამ წარმატებაში აზაროვს და საბა ლობჟანიძეს უფრო მეტი წვლილი აქ თუ გველესიანს ვისაც 1 წუთი არ უთამაშია, არა გველესიანმაც მიიღოს მარა იმათი დატოვება უსამართლობაა, ის კი არა ვაკო ყაზაიშვილსაც ეკუთვნის, ცოლისძმის სისულელეებზე მაგან რატო უნდა აგოს პასუხი.
ვენეციის კომისიას
27 მარტი 2024 19:13
3
აქ დავრწმუნდი რო ბიძინა ივანიშვილს და მაგის ოჯახს საერთოდ არ აინტერესებს ფეღბურთი..იმიტომ რო განვითარებულია... ბიძოს უყვარს თვითონ რო ანვითარებს რაღაცას როგორც რაგბი მაგრამ რაგბში უკან უფრო მივდივართ ვიდრე წინ....ცუდად არ გამიგოთ რაგბისტებო მიყვარხართ პატივს გცემთ მაგრამ კალათბურთში რაგბში რეგრეს განვიცდით...
dinamo
27 მარტი 2024 16:40
14
ღირსების ორდენი ვფიქრომ ზედმეტია,ძალიან გაგვახარეს ყველანი თუმცა არ შეიძლება ყველაფრის გაუფასურება,30 წელია თავიანთი თამაშით ფაქტიურად შეურაწყოფას გვაყენებდნენ ჩვენც და საკუთარ თავებსაც და საქართველოს, მოიგეს გუშინ და მე პირადად ყველა მათი წაგებული თამაში დამავიწყდა და უბედნიერესი ვარ თუმცაა ღირსების ორდენს ნამდვილად არ იმსახურებენ,ამისთვის განსაკუთრებული მიღწევაა საჭირო,მაგალითისთვიუს ილია თოფულია იმსახურებს ორდენს, ოლიმპიური ჩემპიონები და ისინი ვინც მწვერვალს აღწევენ!! დააა ჯგუფურ ეტაპზე თამაში თუ მწვერვალია მე მაპატიეთ,უბედნიერესი ვარ მარა აშკარად არაა მწვერვალი
საქართველოს გულშემატკივარი
27 მარტი 2024 16:06
5
ირაკლი აზაროვი და საბა ლობჟანიძე, რომ გამოტოვოთ უსამართლობა იქნება.
Rrr
27 მარტი 2024 15:54
2
გურამ აჯოევიც...
ვენეციის კომისია
27 მარტი 2024 17:19
8
ღირსების ორდერი კიარა ჩემო კარგო ყველა წევრს ვისაც მიუძღვის წვლილი ამ გამარჯვებაში სახლები გადაეცით ეს იქნება დიდი მხარ დაჭერა...ყველაზე დაჩაგრულები არიან ფეღბურთელები არანაირი ბონუსური სისტემა არ არსებობსს ფეღბურთში თამაშ9ბენ თავის პატრიოტიზმით კი ეგრეც უნდა იყოს მაგრამ სტიმული საჭიროააა აუცილებლად
სიმართლე
27 მარტი 2024 14:50
21
4 dislaiqi vinc dawera imena ocnebis wevrebi xart
Karche ra
27 მარტი 2024 15:26
9
იმდენი სახლები აქვთ არც დაგესიზმრება. და რა ფეხბურთის თამაში ღირსების ორდენით უნდა ჯილდოვდებოდეს? მაშინ ომში დაღუპულებმა და მათი ოჯახის წევრებმა რაღა თქვან? მადლობა თქვან ნაკრებისთვის რომ თამაშობენ, ისედაც საამაყოა მაგათთვის
semi
27 მარტი 2024 15:22
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული