ქეცბაია: მინდა, ასეთი ერთიანი და გახარებული საქართველო კიდევ ბევრჯერ ვნახოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი და კვიპროსის ეროვნული გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი თემურ ქეცბაია "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე გასვლას გამოეხმაურა.

"უბედნიერესი დღე დაგვიდგა და მიხარია, რომ ამ გუნდმა ასე ერთიანად, სულით და გულით, ჩვენი დიდი ხნის ოცნება აგვისრულა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წარმატებისთვის იშრომა, მადლობა მთელ გუნდს, რომელმაც შეძლო ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა. ალბათ, გუშინ არავის ეძინა და ყველა ზეიმობდა. მინდა, ასეთი ერთიანი და გახარებული საქართველო კიდევ ბევრჯერ ვნახოთ. საქართველო ევროპაზეა", - წერს ქეცბაია "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მადლობა თემური, გაიხარე. როცა ქართულ ფეხბურთზეა საუბარი ქეცბაია ყოველთვის ჩვენთან მოიაზრება.
G.LA
28 მარტი 2024 15:55
0
გაიხარე, თემური. ჩემმა ბიჭმა მითხრა, ასე გულით და თავდადებით ქინქლაძის თაობას რომ ეთამაშაო (რა თქმა უნდა ქეცბაიას არ ვგულისხმობო), ევროზე კი არა, ევროს ფინალს კი ვითამაშებდითო! სადღაც მართალია.
alexandre
28 მარტი 2024 15:29
0
გუშინ ვეძებე ქეცბაიას პროფილი ფბ-ზე, მაგრამ ვერ ვნახე ნამდვილი რომელია.
ბექა
28 მარტი 2024 14:19
0
ბრავო თემურ! ყოველთვის დიდი ქართველი იყავი და ასეთად რჩები
გიორგი აფრიდონიძე
28 მარტი 2024 13:46
1
ქეცბაია ყოველთვის მაგარი იყო ფეხბურთშიც და კაცობაშიც ეხლაც არის და იქნება ყოველთვის
მალხაზი
28 მარტი 2024 10:23
1
ამინ!!!
მინდია
28 მარტი 2024 09:51
1
ქუგგალე ქეცბა!
მალხაზ ჯობავა
28 მარტი 2024 09:30
2
ვაჟკაცი ადამიანი
suxumchanin
28 მარტი 2024 08:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული