გიორგი მამარდაშვილი: 100 პროცენტით მზად ვართ და ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
ფელბერტში ვარჯიშის დაწყებამდე მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უპასუხა:

"გუნდში საბრძოლო განწყობაა. ვემზადებით სრული შემართებით სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის. ჩემი აზრით, რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი. კარგი მატჩები გველის. 100 პროცენტით მზად ვართ და ვიბრძოლებთ.

ფეხბურთია და თამაში ნებისმიერ გუნდთან შეიძლება. თურქეთთან რთული მატჩი გველის. იქნება გარკვეული წნეხი, მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, თუმცა ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა არ მოგვაკლდება. მათ გასახარებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ.

დიდი ენერგიით დავიმუხტეთ ღია ვარჯიშზე. ყოველდღიურად, თითოეული ფეხბურთელი დიდი მხარ
დაჭერას ვგრძნობთ. ვიცით, რომ ქომაგები მთელი გულით გვგულშემატკივრობენ და ჩვენც ვეცდებით, რომ გავახაროთ და გავიდეთ ჯგუფიდან“.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩვენი ბიჭების ძალიან დიდი იმედი მაქვს,მაგრამ ძალიან ცოტა იმედი მაქვს სანიოლის.პრაქტიკა, ასეთ ტურნირებში მონაწილეობის არანაირი გამოცდილება აეა აქვს და ისედაც, ჩვენს შორის რომ დარჩეს,სლაბი მწვრთნელია რა.ევროზე გასვლა ძირითადად ჩვენი ბიჭების უშეცდომო ბოლო ორი თამაშის დამსახურება უფროა ვიდრე სანიოლის.ვინმე გამოცდილი მწვრთნელის ხელში ეს ბიჭები სასწაულებს მოახდენდნენ.
მირო
15 ივნისი 2024 16:31
11
თქვენ თუ ეს სასწაული მოახდინეთ და ჯგუფიდან გახვედიით ნამდვილად გავგიჟდები ნამდვილად :)) მერე სესარჩევიდან მოვითხოვთ გასვლას მსოფლიოზე :))
dew
15 ივნისი 2024 10:59
4
ყველაფერი თურქეთთან თამაშზეა დამოკიდებული, ვიგებთ ამ თამაშს? გავდივართ, ამის იქით კი შანსი 99/1 - თთანაა.
ჟორა
15 ივნისი 2024 10:42
6
თურქეთი ვს საქართველო 0-3 დიდგორის ბრძოლაა ბიჭებო ჩათვალეთ და ეს ომი ჩვენ უნდა მოვიგოთ უფალიც კი ჩვენს მხარეს არის წარმატებები უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს
სიმართლე
15 ივნისი 2024 10:20
3
თქვენ გაიხარეთ ბიჭებო
alex
15 ივნისი 2024 06:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული