ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

"საქართველოს დღეს სასწაული გაამარჯვებინებს? გეტყვით, რაც არის საჭირო..." - ჯანაშია საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირებაზე

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ Metarings.ru-სთან საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ვილი სანიოლის გუნდს მოსაგებად და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად არა სასწაული, არამედ იღბალი ესაჭიროება.

"საქართველოს ჯგუფიდან მხოლოდ სასწაული თუ გაიყვანს?! - რატომ სასწაული? ამაში ქართველებს კარგი თამაში და იღბალი დაეხმარებათ.

როგორც თავად ნახეთ, წინა თამაშებში ბედი არ გვიღიმოდა, ბევრი მომენტიდან გოლი არ გავიდა. იღბალი გვჭირდება და ამის გარეშე დღეს წარმატების მიღწევა რთულია. საქართველოს დღეს უნ
და გაუმართლოს.

კარგია, თუ კრიშტიანო რონალდო ძირითადში იქნება. ის ახლა ისეთ უეცარ და დამაბნეველ მოძრაობებს ვეღარ აკეთებს, რომ ჩვენი მცველები ვერ გაუმკლავდნენ", - თქვა ჯანაშიამ.
ასევე დაგაინტერესებთ