ბენზემამ რონალდო GOAT-ად არ მიიჩნია და თავისი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
"ალ-იტიჰადის" ფრანგ ფორვარდ კარიმ ბენზემას კრიშტიანო რონალდოს განცხადების შესახებ დაეკითხნენ. მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა თქვა, რომ თავს საუკეთესო და ყველაზე სრულყოფილ ფეხბურთელად მიიჩნევს.

"ვფიქრობ, ყველას შეუძლია თქვას, რაც უნდა. რონალდო თვლის, რომ საუკეთესოა და მისთვის ეს ასეა. ჩემთვის ისტორიაში საუკეთესო ბრაზილიელი რონალდოა.

ფეხბურთელების შედარება არ მიყვარს, თითოეულს თავისი ისტორია აქვს", - ციტირებს ბენზემას TNT Sports Brasil.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვეთანხმები ბენზემას, საუკეთესო ფეხბურთელების ნებისმიერი სია ფენომენით უნდა დაიწყოს.
0
სიტყვა "პელე" ნებისმიერ საქმეში ნიშნავს საუკეთესოს.
როგორც ნათქვამია
13:54 25-02-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული