ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"გალათასარაიმ" გიორგი არაბიძის ტრანსფერზე "შახტარს" ოფიციალურად მიმართა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, სტამბოლის "გალათასარაის" მართლაც სურს საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელის, გიორგი არაბიძის შეძენა.

თურქულმა გრანდმა 19 წლის ქართველთან დაკავშირებით დონეცკელებს ოფიციალური წინაადადებით მიმართა. ამის შესახებ Haberler.com იუწყება. მოლაპარაკებების შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

გიორგი არაბიძე "შახტარში" 2015 წელს გადავიდა. სამწუხაროდ, ნიჭიერმა შემტევმა ჯერჯერობით ვერ მოახერხა პირველ გუნდში დამკვიდრება. ცოტა ხნის წინ გიორგის გადაბირებით მოსკოვის "ლოკომოტივი" იყო დაინტერესებული, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა ეს ვარიანტი თავად გამორიცხა.
ასევე დაგაინტერესებთ