ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონი: საბა ლობჟანიძის ორმაგი დუბლი დანიის თასზე

AutoSharing Option
დანიის თასის 1/32-ფინალურ ეტაპზე "რანდერსი" სტუმრად დაბალი ლიგის ბინადარ "აგერბეკს" შეხვდა. საბა ლობჟანიძის გუნდმა იოლად (7:2) მოიგო და მესამე ეტაპზე გავიდა.

"რანდერსის" წარმატებაში ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა დიდი როლი ითამაშა - 22 წლის ლობჟანიძემ დუბლი შეასრულა: მან მეტოქეს მესამე (26-ე წუთი) და მეშვიდე გოლები (77-ე) გაუტანა და ორიც საგოლე გადაცემა მიითვალა.

ლობჟანიძემ "რანდერსში" უკვე მე-8 შეხვედრა ჩაატარა. წინა 7 მატჩში 5-ჯერ მოედანზე შეცვლაზე შევიდა, ამჯერად კი თამაში შეუცვლელად ჩაატარა და ოფიციალურ შეხვედრებში პირველი გოლ(ებ)ი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"