საბას სუპერსერია გრძელდება - ქართველის 2 საგოლე პასი მაიამის "ინტერის" წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
MLS-ის 29-ე ტურში "ატლანტა იუნაიტედმა" მაიამის "ინტერს" უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა. სტუმართა რიგებიდან ტრავმის გამო ლიონელ მესიმ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

"ატლანტას" ქართველმა ლეგიონერმა საბა ლობჟანიძემ აღნიშნულ მატჩში 2 საგოლე პასი მიითვალა, შემტევმა 76-ე წუთზე ჯაკუმაკისს, ხოლო 89-ე წუთზე ვოლფს გაატანინა.

საბას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 3 მატჩში 2 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ამრიგად, "ატლანტა იუნაიტედი" 45 ქულით მე-6 ადგილზეა, გონსალო რეიესის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 21 სექტემბერს "დისი იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავს.

altსაბას ვეღარ აჩერებენ - ლობჟანიძემ "დალასს" ბრწყინვალე

გოლი გაუტანა [VIDEO]

altსადებიუტო გოლიც ასეთი უნდა - საბა ლობჟანიძემ "ნეშვილს" გაუტანა [VIDEO]

altFrom Georgia to Georgia - საბა ლობჟანიძემ "ატლანტასთან" კონტრაქტი გააფორმა

მკითხველის კომენტარები / 2 /
სამწუხაროა,მესიც რომ არ იყო მოედანზე.მესი რომ მოედანზეა და შენ ორ საგოლე პასს აკეთებ,სულ სხვა გემო ექნება!ისედაც, მგონი მხოლოდ ერთ ქართველს აქვს, მესის წინააღმდეგ ნათამაშები.
სოსო
20:10 18-09-2023
0
მესი-ამოვნა! :)
zugus bireri
12:18 17-09-2023
1

სიახლეები პოპულარული