აღსანიშნავია, რომ ჭანტურიამ შეხვედრის განმავლობაში სამი წყვილი ბუცი გამოიცვალა.
შეგახსენებთ, რომ "ურალის" მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ ქართველმა გაიტანა.
"დაახლოებით 60 წუთის განმავლობაში კარგად ვთამაშობდით. გატანილი გოლის შემდეგ რატომღაც იმას ვთამაშობდით, რაც მეტოქეს მოსწონს. ეს ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო.
ჩემი დაზიანება? ვფიქრობ, არაფერია სერიოზული. ტრავმა ნაკრებიდან მოყოლებული დამრჩა, ამას დამატებული, სამდღიანი გადაფრენა მქონდა. ამიტომ დაღლილობა დაგროვდა. ხვალიდან დავიწყებ აღდგენას და ყველაფერი კარგად იქნება.
რატომ
- ლეგიონი გუშინ: გიორგი ჭანტურიას გოლი და მუხლის ტრავმა [VIDEO]