ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა "სპარტაკის" ქართველმა ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა, რომელმაც 33-ე წუთზე ლოვასს საგოლედ უპასა, 68-ე წუთზე კი მცველების შეცდომით ისარგებლა და თავად გაიტანა გოლი.
ვახტანგი თავისი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, სლოვაკეთის მიმდინარე ჩემპიონატის 18 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მისი გუნდი შეკრებაზე კიდევ 4 შეხვედრას ჩაატარებს, 17 თებერვალს კი ქვეყნის პირველობა განახლდება და მორავცეს "ზლატეს" სტუმრად დაუპირისპირდება.