
28 წლის ქართველი ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი "ფასტავ ზლინს" ჩეხეთის თასის ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა.
მეოთხედფინალში "ფასტავ ზლინმა" დრნოვიცეში დამატებით დროში 2:1 დაამარცხა ადგილობრივი "ვიშკოვი", რომელიც რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს.
ამ მატჩში ჭანტურიშვილმა 35-ე წუთზე სტუმრები დააწინაურა, 62-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი "ფასტავ ზლინის" მცველმა ლუკაშ ვრაშტილმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
ვახტანგი "ფასტავ ზლინში" 2019 წელს ტრნავის "სპარტაკიდან" გადავიდა. მას საქართველოს ნაკრებში 5 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
"ფასტავ ზლინი" 10 ტურის შემდეგ 9 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში
მე-12 ადგილზეა.