ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯანო ანანიძემ და საბა კვირკველიამ 15-გრადუსიან ყინვაში ითამაშეს

AutoSharing Option
"ლოკომოტივსა" და "სპარტაკს" შორის რუსეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩის დიდთოვლობის გამო გადატანა უნდოდათ, მაგრამ მაინც ჩაატარეს და 0:0 დასრულდა.

მოედანი თოვლისგან შეძლებისდაგვარად გაწმინდეს, პირითი ხაზები წითელი საღებავით დახაზეს და გუნდებმა ყვითელი ბურთით ითამაშეს.

მასპინძელთა მცველმა საბა კვირკველიამ -15 გრადუს ტემპერატურაზე მოკლესახელოებიანი მაისურით შეუცვლელად იასპარეზა, ხოლო სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელსაც ტრავმის გამო რამოდენიმე თვე გაუცდა, 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"ლოკომოტივი" 46 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო "სპარტაკი" 38 ქულით მეხუთეზე.
ასევე დაგაინტერესებთ