
ადრე რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა და "ჯვაროსნების" რიგებში იასპარეზებდა, რაც ჯერჯერობით არ დადასტურდა. მან დღეს კლუბი გამოიცვალა.
2021 წელს ცსკა-სგან 7 მილიონ ევროდ შეძენილი მარადიშვილი "ლოკომოტივმა" სეზონის ბოლომდე იჯარით "პარი ნიჟნი ნოვგოროდში" გაუშვა.
"ჩვენს გუნდში მარადიშვილი 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ხუთიანზე იქნება", - დაწერა "პარი ნიჟნი ნოვგოროდის" გენერალურმა დირექტორმა დავიდ მელიკ-გუსეინოვმა ტელეგრამ-არხზე.
ამ სეზონში მარადიშვილმა 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა.