ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

რატომ ათამაშა მასიმო კარერამ ძლივს ფეხზე დაყენებული ჯანო ანანიძე მოყინულ მოედანზე?

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, "ლოკომოტივსა" და "სპარტაკს" შორის რუსეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩის დიდთოვლობის გამო გადატანა უნდოდათ, მაგრამ მაინც ჩაატარეს და 0:0 დასრულდა.

კოჭ-წვივზე ოპერაციაგაკეთებული ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ესპანეთში ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, 27 თებერვალს დაბრუნდა მოსკოვში, გუშინწინ პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად და ამ შეხვედრაში მწვრთნელმა მასიმო კარერამ 78-ე წუთზე შეცვლაზე შეუშვა.

თამაშის კომენტატორმა აღნიშნა, რომ ჯანო მოედანზე დაიკარგა, რაც არც არის გასაკვირი, ვინაიდან -15 გრადუსში, ასეთ მოედანზე ის თავს ვე
რაფრით ვერ წარმოაჩენდა და თანაც, ერთიც აუცილებლად აღსანიშნავია - კერძოდ, რა იმის განსაკუთრებული აუცილებლობა იყო, რომ ფეხზე ძლივს დაყენებული ანანიძე მოყინულ მოედანზე არ შეეშვა?

აი, "ლოკომოტივის" მწვრთნელი იური სიომინი კი თავის თავდამსხმელებს არის და ფარფანს გაუფრთხილდა და ეს ასე ახსნა:"ერთი წუთითაც არ გავრისკავდი. წინ კიდევ 9 მატჩი და ევროპა ლიგა გვაქვს. რატომ? ტრავმა რომ მიეღო, მთელი სეზონი გაუცდებოდა. იგივეს ვიტყოდი ფარფანზე. შემეძლო გამაყუჩებლით მეთამაშებინა. ჩვენ ხომ წინ 9 შეხვედრა გვაქვს. სეზონი არ დასრულებულა".
ასევე დაგაინტერესებთ