"ხვიჩა ზაფხულში იმ გუნდში გადავა, რომელიც..." - სიომინი კვარაცხელიას "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც იცით, ის ჩვენებურს მოსკოვის "ლოკომოტივში" მოძღვრავდა, ბოლო პერიოდია კი მსოფლიო სპორტული პრესა აქტიურად გვაუწყებს, რომ "ბლაუგრანა" ქართველი ვარსკვლავის დამატებითაა დაინტერესებული.

"რამდენადაც მახსოვს, ხვიჩას "ნაპოლისთან" ხანგლძრივადიანი კონტრაქტი აქვს, ამიტომ მისი ყიდვა ადვილი არ იქნება და დიდი ფული იქნება საჭირო.

კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდის თამაშის ხარისხს განსაზღვრავს. არ ვიცი, გამოიცვლის თუ არა ის ზაფხულში გუნდს.

მის ტრანაფერზე მხოლოდ ერთს გეტყვით, ხვიჩა იმ გუნდში გადავა, რომელსაც მის სანაცვლოდ დიდი ფულის
გადახდა შეეძლება.

ვფიქრობ, მას ნებიმისმიერი ევროპული ტოპ ლიგა მოერგება. იტალიის ჩემპიონატი თავდამსხმელისთვის ძალიან რთული ტურნირია, მაგრამ ყველამ ვნახეთ, თუ რა კარგად იჩენს ის თავა სერია A-ში", - ციტირებს სიომინს "რია ნოვოსტი".
მკითხველის კომენტარები / 5 /
სოლიგორსკის შახტიორში გადადის.
გენა
20:29 17-02-2024
19
კიდე კარგი გვითხარი, თორემ ვერც ჩვენ და, რაც მთავარია, ვერც
ხვიჩა და ლაურენტესი მაგას ვერ მიხვდებოდნენ
ბესო
13:31 17-02-2024
59

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული