კანკავამ და კვეკვესკირმა ყაზახეთის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს

AutoSharing Option
ყაზახეთის ჩემპიონატის პირველ ტურში კუსტანაის "ტობოლმა" ტალდიკორგანში 1:0 დაამარცხა "ჟეტისუ".

სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს ნიკა კვეკვესკირმა და ჯაბა კანკავამ. ამ უკანასკნელმა ყვითელი ბარათი მიიღო. მასპინძელთა გუნდში ასევე 90 წუთი ითამაშა 28 წლის მცველმა ლაშა კასრაძემ, რომელიც გასულ სეზონში "სამტრედიას" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ე. ი. ჯაბა ფორმაშია ))
გელა
00:51 12-03-2018
0

სიახლეები პოპულარული