ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა azerisport.com ავრცელებს.
როგორ გამოცემა წერს, "ნეფთჩის" ჯერ კიდევ აქვს შანსი, ევროთასების ზონაში აღმოჩნდეს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ შესაძლოა მაინც გადააყენოს გუნდის მთავარი მწვრთნელი ტარიან აჰმედოვი.
"ნეფთჩის" მწვრთნელობის კანდიდატები არიან "უმგაიტის" თავკაცი სამი აბასოვი და უზბეკური "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე.
გამოცემის მტკიცებით, დაახლოებით ორი წლის წინ "ნეფთჩისა" და არველაძეს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო მომენტში კლუბმა არჩევანი ადგილობრივ მწვრთნელზე გააკეთა.
საიტი არველაძის კომენტარსაც აქვეყნებს, სადაც არველაძე
"ბოლო დროს "ნეფთჩისთან" კონტაქტი არ მქონია. მაქვს სამუშაო და ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ".
▶ შოთა არველაძე უზბეკეთის ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელად დაინიშნა