გოლი პირველ ტაიმში პენალტით მარიო ბალოტელიმ გაიტანა.
ამით შეწყდა ყველა ტურნირზე არველაძის გუნდის ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია - 3 მოგება და 2 ფრე.
„ფატიჰ კარაგუმრუკი“ 29 ქულით მე-16 ადგილზეა და 9 მარტს გასვლაზე „ტრაბზონსპორს“ დაუპირისპირდება.
ადანა. „ადანა სტადიუმი“
დემირსპორი - ფატიჰ კარაგუმრუკი 1:0
გოლი: ბალოტელი (27, პენ)
გაძევება: ჩეკერინი (90+8, ფატიჰ კარაგუმრუკი)
"ძალიან ბედნიერი ვარ" - არველაძემ "გალათასარაის" დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა