ქართველი ლეგიონერები ტურის სიმბოლურებს გაუშინაურდნენ

AutoSharing Option
ამ ბოლო დროს ქართველი ლეგიონერები ტურის სიმბოლურებს გაუშინაურდნენ. რა თქმა უნდა, ისინი ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში არ ასპარეზობენ, მაგრამ საშუალო ევროპული ლიგის პირველობებზე თამაშობენ და ურიგოდ ნამდვილად არ ირჯებიან, რაც იმედია, საქართველოს ნაკრებს წაადგება.

მაშ ასე, გასულ უქმეებზე ტურის სიმბოლურში დაასახელეს:

ლაშა დვალი (პოგონი): ლაშამ "არკასთან" მატჩი (3:2) შეუცვლელად ჩაატარა და მეოთხედ შეიყვანეს ტურის გუნდში. მან ექსტრაკლასას მიმდინარე გათამაშების 30 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

საბა კვირკველია (ლოკომოტივი):
რუსეთის ჩემპიონად კურთხეული საბა "ზენიტთან" შეხვედრაშიც დამაჯერებელი გახლდათ და მორიგი აღიარება დაიმსახურა.

გიორგი ქვილითაია (რაპიდი):
"ლინცის" კარი გასვლით შეხვედრაში დალაშქრა, მის ანგარიშზე ამ სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაზე 10 გატანილი გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული