პაპუნაშვილი "სარაგოსას" ლა ლიგისკენ მიუძღვის - "ალბასეტეს" ჰეთ-თრიკი შეუსრულა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდადივიზიონის მე-40 ტურში გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა "ალბასეტე".

პაპუნაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც 58-ე წუთზე შეცვალეს. "ლა როსალედაზე" შეკრებილი 23 827 მაყურებელი გიორგის ფეხზე წამოუდგა და მოედნიდან ოვაციებით გააცილა. მან ეს დაიმსახურა.

შეგახსენებთ, ის წინა ტურში "კადისთან" წაგებულ მატჩში (0:2) მწვრთნელმა არ ათამაშა.

გიორგიმ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 26 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხშირად სასტარტოში არ ათამაშებდნენ.

"სარაგოსა" 65 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა,
27 მაისს "ვალიადოლიდს" მასპინძლობს და პრიმერაში გადასასვლელ პლეი-ოფში მონაწილეობის რეალური შანსი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
მგონი ამიხდა ოცნება, ლეგიონერი გვყავს ლა ლიგაში. მიდი პაპუ
vaso
20 მაისი 2018 20:57
0
იმედია ლა ლიგაში გადავა! მთავარია კიდევ მოინდომოს და დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება!
მერაბი
21 მაისი 2018 09:20
1
გვანახეთ გოლები რაა...
ბაჩო გ
20 მაისი 2018 22:23
0
ბრავო ძმისგულო,ბრავოოო!!!
ბაჩო გ
20 მაისი 2018 20:53
0
სტრიმი მითხარით კაცურად ამ მატჩის!
gigo
20 მაისი 2018 21:22
0
ღორი კიარა ძაან მაგარ ფორმაშია და მალე ნაკრების ერთ ერთი ლიდერიც გახდება ეტყობა ეგარ სიამოვნებს აქ ზოგიერთს თორე სხვა ვინმეს რო ეგრე ეთამაშა ესე ცამდე აიყვანდენ და ლამის მესის შეადარებდენ ჯერ რა პასი გაჩითა მესამე გოლზე და საერთოდაც მაგრა შეეწყო გუნდს.
zaza
21 მაისი 2018 20:22
0
ყოჩაღ პაპუ!!! თან პირველი გოლი მაგარი შეაგდო!! წარმატებები ასე გააგრძელე
GIO
21 მაისი 2018 05:12
0
ბრავო ბრავო ბრავო
შაკო
20 მაისი 2018 22:16
0
გეიპარსეთ ბიჭებო კისერი, ხო ხედავთ რა უქნა პაპუს. ჰა-ჰააა, არ ვარ ბოროტი
vaso
20 მაისი 2018 20:59
5
დააკვირდით იმ მომენტს, როცა თავისიანს გააქვს გოლი, რა დღეშია პაპუნაშვილი უბრალოდ.. ვერ ვიტან ეგეთ იდიოტურ გამოხტომებს ფეხბურთელში, ეს რონალდოზე ღორია მგონი, მარტო უნდა, რომ მას გაუკეთონ პასი.. უბრალოდ ნახეთ ის მომენტი და ნახავთ.. ტიპს გაუტყდა, რომ მის გარდა სხვასაც მისცეს პასი
ზურა
21 მაისი 2018 14:58
20
ბატონო ზურა არასწორს ღაღადებთ
mamuka
21 მაისი 2018 15:58
0
რას ილანძები! გამარჯვებულებს არ ასამართლებენ თან ძალიან უხაროდა თანაგუნლედის გოლიც! ადამიანმა 58 წუთში თამაში გააკეთა და მაინც ასეთი რეაქცია! მერე ნაკრებში რა მოტივაციით უნდა ითამაშოს ასეთ კომენტარს რომ წაიკითხავს?! თუ ხშირია ქართველი ფეხბურთელი ესპანეთში ჰეთთრიკებიც თავზესაყრელია?!
გენო
21 მაისი 2018 15:48
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული