დავით ხოჭოლავა: გასახდელში ამის შესახებ ვისაუბრეთ და ყველა მიხვდა, რომ მოშვების დრო აღარ იყო

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის მე-4 ტურში "ვორსკლას" 4:1 დამარცხების შემდეგ, კომენტარი აღნიშნულ მატჩში ერთი გოლის ავტორმა, "შახტარის" ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ გააკეთა.

"ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც გოლი გაგაქვს. ვფიქრობ, ძალიან კარგი მეორე ტაიმი გვქონდა, რისი წყალობითაც 3 ქულა მოვიპოვეთ.

პირველი ნახევარი საშინლად ჩავატარეთ. ბევრ კომპონენტში ცუდად ვმოქმედებდით და მეტოქესაც თავისუფალ ზონებს ვუტოვებდით.

გავაანალიზეთ, რომ ეს პრობლემები უნდა მოგვეგვარებინა, რათა 3 ქულა მოგვეპოვებინა.

გასახდელში ამის შესახებ ვისაუბრეთ და ყველა მიხვდა, რომ მოშვების დრო აღარ იყო", - აღნიშნა ხოჭოლავამ.

altპაულო ფონსეკა: დავით ხოჭოლავას შესანიშნავი გოლი

გამოუვიდა

alt"შახტარმა" "ვორსკლას" თამაში შემოუტრიალა, დავით ხოჭოლავამ გოლი გაიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული