ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ბეგლარიშვილი ესტონეთის მოქალაქე გახდება? - ქართველ შემტევს ამისთვის გამოცდის ჩაბარება მოუწევს

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, ტალინის "ფლორას" ქართველი ფეხბურთელი ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის მოქალაქე გახდება.

როგორც მან Sportall.ge-ს განუცხადა, ის ნოემბერში ესტონური ენის გამოცდას ჩააბარებს, რის შემდეგაც ამ ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს.

"ესტონეთის მოქალაქეობის მიღებას ვაპირებ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, გამოცდა ჩავაბარო.

უკვე დავრეგისტრირდი და გამოცდა 11 ნოემბერს იქნება.

ვფიქრობ, არ გამიჭირდება, რადგან ესტონურად კარგად ვლაპარაკობ, ასევე ვწერ და ვკითხულობ.

ესტონეთის ნაკრებში თამაშის შანსი? მათმა მწვრთნელმა რამდენიმე თვის წინ ინტერვიუში თქვა, რომ თუ მოქალაქეობას ავიღებდი და ფორმაში ვიქნებოდი, გამომიძახებდა.

ასე რომ, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

რას ვიზამ,
თუ ესტონეთის ნაკრებში თამაშის ჩატარებამდე საქართველოს ნაკრებში დამიძახებენ? ამ ეტაპზე მაგ კითხვაზე პასუხის გაცემას საჭიროდ არ ვთვლი", - გვითხრა ბეგლარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბეგლარიშვილს ესტონეთის მიმდინარე ჩემპიონატში 22 მატჩში 19 ბურთი აქვს შეგდებული, რითაც ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზე იმყოფება და მე-2 პოზიციაზე მყოფ რომან დებელკოს ერთით, ხოლო ლიდერ ლილიუს 6 გოლით ჩამორჩება.

altზაქარია ბეგლარიშვილის ულამაზესი გოლი ესტონეთის ჩემპიონატში [VIDEO]


alt"ვაისი ჩემით არასდროს დაინტერესებულა, ესტონეთის ნაკრებში კი შანსი მომეცემა"



ასევე დაგაინტერესებთ